Categories
ეზოთერია

ანათემა

ანათემა — საეკლესიო განკვეთა, დაწყევლა, შეჩვენება ქრისტიანულ ეკლესიაში უდიდესი სასჯელია. ქართულ ეკლესიაში ანათების შესატყვისად ზოგჯერ იხმარება „შერისხვა“.იგი წარმოადგენს უმძიმეს საეკლესიო სასჯელს.
ანათემა, ანუ ყოვლითურთ განკვეთა, ნიშნავს პირის მოკვეთას მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან. როგორც წესი, ანათემის შესახებ განაჩენის გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ სასულიერო პირთა კრებას.
მისი აღსრულების შემდეგ, ადამიანი აღარ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. იგი ითვლება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლად და მის, როგორც არამართლმადიდებლის მიმართ საეკლესიო კანონები აღარ ვრცელდება. ადამიანი რჩება დაუცველი და მას თავს ყველანაირი უბედურება ატყდება.
წყევლა – ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყველაზე საშინელი ცოდვაა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები იყენებდნენ ანათემაზე გადაცემას, რაც იგივე წყევლაა. ის სათავეს წარმართული დროიდან იღებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური ეკლესიის მსოფლმხედველობას და მორალს.
სინამდვილეში, ანათემა მაგიური რიტუალია, რომელშიც ღმერთი არანაირ მონაწილეობას არ იღებს!
ყველა ჩვენთაგანს აქვს ძალა თავისი სიტყვით და აზრით (აზროფორმა) შეცვალოს რეალობა -სხვისი ან საკუთარი. რეალურად, ანათემის რიტუალის ჩატარების დროს მისი წარმომთქმელი უშვებს ნეგატიურ ენერგიას, რომელიც აზიანებს ადამიანის დამცავ (ეთერულ და ასტრალურ) სხეულებს, რაც მომავალში „მსხვერპლს“ფიზიკურ დონეზე დიდ ზიანს მიაყენებს.
ანათემის ნაირსახეობა გვხვდება კათოლიციზმშიც „ფსალმოკატარას“ სახელით. ფსალმოკატარა წარმოადგენდა ღვთის სამსჯავროს ნაირსახეობას და გამოიყენებოდა ერეტიკოსებისა და მკვლელების მიმართ. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ადამიანის სრულად გამიჯვნა ეკლესიისაგან, არამედ დაწყევლილის ეშმაკის ხელში გადაცემა. ამგვარად, დაწყევლილი რამდენიმე დღის შემდეგ კარგავდა სასიცოცხლო ენერგიას, რასაც ლეტალური შედეგი მოსდევდა.
კლასიკური ფსალმოკატარა ტარდებოდა ეკლესიაში. მასში მონაწილეობას 7 მღვდელი იღებდა (როგორც მირონცხების საიდუმლოს დროს,რომლის შესასრულებლად როგორც ცნობილია საჭიროა 7 მღვდლის მსახურება) თითოეული მღვდელი ართმევდა სულიწმინდის თითოეულ სახეს (სული უფლისა,სული სიბრძნისა,სული გონებისა,სული რჩევისა,სული სიმაგრისა,სული მჭვრეტელობისა და ღვთის შიშის სულს).
ფსალმოკატარის დაწყების წინ, ტარდება ლიტურგია,შემდეგ მღვდლები ანაფორებს უკუღმა ისხამდენ, უკუღმა იცვამდნენ ფახსაცმელს, გადიოდნენ ტაძრის შუაგულში, სადაც შვიდი შავი სანთელი და ძმრიანი ფიალა იდგა. შემდგომ, თითოეული მღვდელი კითხულობდა ნაწყვეტს ფსალმუნიდან და იუდას ტროპარიდან. ამგვარად, ადამიანის სული გადადიოდა ლუციფერის ხელში.

ანათემის „აღსრულებაში“ ღმერთი არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ანათემის პრინციპი მარტივია – ეს არის ადამიანის (მღვდლის) მიერ შექმნილი ენერგოინფორმაციული „ბურთი“, რომელსაც აქვს ბრძანება ( წყევლის სიტყვები), ამგვარად ენერგობურთი, რომელშიც არის ნეგატიური მნიშვნელობის „კოდი“ აღწევს სიგნიფიკატორს (ადამიანს, რომელზეც ტარდება ანათემა). ფაქტიურად ეს ჩვეულებრივი წყევლაა! მაშასადამე, თუ ჩვეულებრივ წყევლაში ღმერთის ხელი არ ურევია, რით განსხვავდება სხვა წყევლისგან ანათემა?! – არაფრით. ღმერთი – ეს ყოვლისმომცველი სიყვარულია და თუკი ეს ასეა და ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, მაშინ რა შუაშია დასჯა, მით უმეტეს ამგვარი მეთოდით? აქვე გაგაცნობთ, თუ რა შემთხვევაში გადაეცემა ადამიანი ანათემაზე:
1 . „თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!
3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი თანაშერთვით, ანათემა!
4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს, ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე, თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი, ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას, როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკევებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!
5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!
6. თუ ვინმე ამბობს, რომ მამაღმერთის სიტყვა არის ქრისტეს ღმერთი და მეუფე და თუ ვინმე უმალ თვით არ აღიარებს ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, თანახმად წერილისა, ანათემა!
7. თუ ვინმე ამბობს, რომ იესო, როგორც ადამიანი, მოქმედებდა ღვთის სიტყვის მიერ და რომ მას უკავშირდებოდა მხოლოდშობილის დიდებულება, როგორც თითქოსდა მხოლოდშობილისგან განსხვავებულს, ანათემა!
8. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ საჭიროა ღმერთ-სიტყვასთან ერთად მისგან მიღებული ადამიანის თანათაყვანისცემა, თანადიდება და ღმერთად თანაშერაცხვა, როგორც სხვისა სხვასთან (რადგან წინდებული „თანა” ყოველთვის იმას გვაიძულებს, რომ შემატებულობა ვიფიქროთ) და თუ ვინმე უმალ ერთი თაყვანისცემით არ სცემს პატივს ემმანუელს და ერთ აღსარებას არ უკავშირებს მას, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, ანათემა!
9. თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი უფალი იესო ქრისტე იდიდება სულიწმინდის მიერ, რომ არის იგი თავისი ძალის, როგორც თითქოსდა უცხოს, გამომყენებელი და რომ სულიწმინდისგან იღებს იგი შემძლეობას, რათა იმოქმედოს უწმინდური ძალების წინააღმდეგ ან აღასრულოს ადამიანების წინაშე საღვთო ნიშნები, და თუ თავისვე საკუთრად არ იტყვის სულიწმინდას, რომლის მიერ იმოქმედა მან, აგრეთვე, საღვთო ნიშნები, ანათემა!
10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა, თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!
11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით, ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!
12. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ანათემა!“

ნიკა დვალიშვილი
“ტაროს სკოლა”

Categories
ბიოენერგეტიკა პრაქტიკები

ღალატი – არასწორი ენერგოცირკულაცია ადამიანში

ღალატი ხდება მაშინ, როცა ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა.
ღალატი თავის თავში მოიცავს ტყუილს. ორმაგ ცხოვრებას და აუცილებლობას იყო მუდმივად დაძაბული, რადგან აკონტროლო საკუთარი თავი და არ გასცე ის.
ურთიერთობაში, რომელიც მიმართულია სიახლოვისკენ და ერთმანეთის შევსებისკენ, არ შეიძლება მოხდეს ღალატი.
ტყუილი შეუთავსებელია სიახლოვისთვის: თუ ადამიანი გადაწყვიტავს, რომ იყოს მეორე ადამინთან სიახლოვის მდგომარეობაში იმდენად, რომ მათი ენერგიები გაერთიანდნენ და ახალი საწყისი მიიღონ, მაშინ ყოვლად შეუძლებელია მან დაუმალოს პარტნიორს თავისი ცხოვრების, ან სულის ან მეხსიერების რაღაც ნაწილი. ძირითადად მაინც ასე ხდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ სოციუმი და სტერეოტიპებია, რადგან ადამიანი ფიქრობს, რომ მას ვერ გაუგებენ, ან გაკიცხვაენ, ან იარლიყს მიაკერებენ, ან დასცინებენ.

ადამიანები, როგორც წესი არასწორად იგებენ ღალატის მნიშვნელობას.
თუ ბიბლიას მოვიშველიებთ, მასში ძალინ ნათლად არის ნათქვამი :„არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა“. აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ არ გინდოდეს სექსი , აქ ყურადღება გუსითქმაზეა გამახვილებული.
მიუხედავ თქვენი მსოფხედველობისა, მრწამსისა და შინაგანი მდოგომარეობისა, ყველამ ქვეცნობიაერად მაინც იცით რომ წმინდა წიგნები თავიდანვე დაწერილი იყო სამყაროს კანონების მიხედვით და ის რომ დღეს ცდილობენ მათ დამახინჯებულ აღქმას, იმ ფაქტს ვერ ცვლის, რომ მათში მაინც ჭეშმარიტებაა და ყველა სიტყვა შერჩეულად არის დაწერილი.
არსებობს სამყაროს კანონების მრავლი ინტერპრეტაცია ცივილიზაციების და კულტურების მიხედვით, მაგრამ ნებისმიერ მათაგნში ნახავთ, რომ სხვისი ქონების და სხვისი მდგომარეობის (ენერგიის) მითვისება არის ამ კანონების უხეში დარღვევა.
დავუბრუნდეთ ისევ მე-10 მცნებას. ზოგადად როცა 10 მცნებას კითხულობ, ადამინთა უმრავლესობას უჩნდება პროტესტის გრძნობა, რადგან უმეტესი თემები რაზეც საუბარია და აკრძალულია, ჩვენი ყოვედღიური ფიქრების და ქმდებების ნაწილია.
ვინც ბიოენერგეტიკის საფუძვლები კარგად იცის, ის დამეთანხმება, რომ 10ვე მცნება არის არა აკრძალვები, რათა სამოთხეში მოვხვდეთ, არამედ ადამიანის (სულის) ენერგეტიკული უსაფრთხოების ტექნიკის მართვის წესებია.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მოხსენებული „მოყვასის ცოლი“, თავის თავშივე გულისხმობს „მოყვასის ქმარს“ და თუ რატომ არის მამაკაცის პოზიცია პირველი ეს სულ სხვა თემაა ( ენერგეტიკულ საწყისებზეა აქ საუბარი) და ძალინ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იგივე მდგომარეობა ვრცელდება ქალზე, რადგან სულს არ გააჩნია სქესი და სამყაროს კანონები მოქმედებს ერთნაირად ყველაზე და ყველაფერზე. მე გავაგრძელებ კაცის პოზიციაზე საუბრს, თქვენ იგულისხმეთ ქალის პოზიციაც.

ენერგოკავშირის სწორი ფორმა – გულწრფელობა
როგორც კი მამაკაცი გონებაში დაუშვებს, რომ უნდა ქალი ის იმ წამსვე იწყებს მისთვის ენერგიის გადაცემას ნატიფ დონეებზე. ბუნებრივია, თუ ამ სურვილის რეალიზაციას შეძლებს და ექნება მასთან სექსი, მაშინ უფრო მეტ ენერგიას მისცემს მას. ამასთან თუ ქალს აქვს განწყობა, რომ იყოს მამაკაცთან სიახლოვის მდგომარეობაში და არის გულწრფელი მის მიმართ, მაშინ ის მამაკაცის სექსუალურ ენერგიას გარდაქმნის გულის დონემდე (ჩაკრა) და ამ ტრანსფორმაციით იღებს სიყვარულის ენერგიას, რომელსაც ქალი მამაკაცს უბრუნებს სექსის ან ახლო ურთიერთობის დროს. ეს არის ენერგოგაცვლის და ცირკულაციის სწორი ფორმა. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო გულწრფელია კაციც და ქალიც თავიანთ სურვილებში ერთმანეთის მიმართ, მით უფრო ივსება ეს ენერგოწრე ენერგიით, მით უფრო სინქრონიზდება და გადაიქცევა ყველაფრისმომცველ სიყვარულის მდგომარეობად და სწორედ ეს სიყავრულის ენერგიაა, რასაც ჩვენ ბედნიერების მდგომარეობას ვეძახით.
სანამ ურთიერთობაში არის გულწრფელობა, თუნდაც ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე, იქამდე ურთიერთობა ენერგეტიკულად ცოცხალია.

 რა ხდება ენერგეტიკულ დონეზე, როცა რომელიმე სექსუალური პარტნიორი არის არაგულწრფელი?!

მაგალითად, თუ ქალი არ არის დაინტერესებული ქონდეს მამაკაცთან ღრმა, ახლო ურთიერთობა, მაშინ ენერგიის გადინება მოხდება სულ სხვაგავრად. ანუ როცა ქალს სექსი უნდა მხოლოდ სექსისთვის, მაშინ ის მამაკაცისგან მიღებულ ენერგიას არ გაუკეთებს ტრანსფორმაციას და არ დაუბრუნებს მას, არამედ ის ამ ენერგიას გამოიყენებს თავისი პირადი სურვილების და სასიცოცხლო ძალების გასაძლიერებლად. ყოველი ასეთი სექსის შემდეგ მამაკაცი ენერგეტიკულად (ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც) არის დაცარიელებული.
სტატისტიკურად, სექსის შემდეგ მამკაცების 90%-ს უქრება ყველაფრის სურვილი, აღარ უნდათ ქალთან ყოფნა, საუბარი. ამას მიზეზად სახელდება მამაკაცის კმაყოფილების შეგრძნება, თითქოს ის დაკმაყოფილებულია და მიიღო ყოველივე სასურველი, სინამდვილეში ის ქვეცნობიერად ცდილობს აღიდგინოს ენერგია, რომლისგან სრულიად დაცლილია.
სხვა საქმეა, რომ ჩვენი რეალობის პირობებში, ყველაფერი რაც დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან აკრძალულია სწორედ მაშინ, როცა მამაკაცი არის სიყმაწვილის ასაკში და ჭირდება ქალის ენერგია და ყურადღება. ბავშვობიდან ტაბუდადებულ თემებს მივყავრთ იქმადე, რომ ბავშვი თვითონ ცდილობს აკონტროლოს ეს უზარმაზარი სექსუალური ენერგია, რაც თავისთავად არ გამოსდის და იღებს ფიქოლოგიურ ტრავებს ან კომპლექსებს. პირველი სექსუალური გამოცდილება თითის ანაბეჭდივით რჩება ჩვენს აურაში.
აქვე უნდა ითქვას, რომ კაცი ვერასდროს გახდება წარმატებული ქალის გარეშე, რადგან კაცს ცალკე მოცემულად არ შეუძლია თავისი ენერგიის ფორმირება და მიმართვა წარმატებისკენ.
სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი მამაკაცებში სექსუალური დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებისა. მას აქვს სექსუალური ენერგია მოცემულობაში, დაბადებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნას, რადგან ის გახდეს წარმატებული, განვითარდეს სულიერად, მიარწიოს მიზანს, შეასრულოს კარმა… მაგრამ ბავშვობაში მიღებული არასწორი გამოცდილება, ზეწოლა, სტერეოტიპული აზროვნება არ აძლევს მას სწორად განვითარების საშუალებას. მას მუდმივად აქვს შეგრძნება, რომ ენერგია რომელიც ძირითადად პირველ ჩაკრაშია ხოლმე დაგუბებული აწუხებს შიგნიდან. ასეთი მამაკაცი არასდროს იტყვის უარს შემთხვევით ან არაგულწფელ სექსუალურ კავშირებზე, რადგან მისთვის მთვარია ხანდახან მაინც დაიცალოს ამ სიმძიმისგან, რასაც ატარებს და ვერაფერში ვერ იყენებს. შემთხვევითი სექსი კარგი საშუალებაა ხანმოკლე განმუხტვისთვის, თუ არ ჩავთვლით გვერდით მოვლენებს, რითაც ენერგეტიკას ვიზიანებთ.

მამაკაცის ღალატი

არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ კაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება, რაც შეიძლება ბევრი ქალის მოპოვოს, რათა რეალიზაცია გაუკეთესო „გვარის გაგრძელების“ ინსტიქტს, ან მონადირის ინსტიქტს, ან დამპყრობლის ინსტიქტს და ამასთან, თავი დაიმკვიდროს მამაკაცურ იერარქიაში. სწორედ ამ ინსტიქტებით ხსნიან და ამართლებენ მამაკაცის ღალატს.
ზედაპირულად და ცნობიერად შეიძლება მართლაც ასე იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ერთი პატარა ალოგიკური მომენტია. იმ ისტიქტებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ცხოველური ინსტიქტები, რადგან ნებისმიერი ცხოველის „ევოლუციური დავალებაა“ გამრავლდეს, გაიმარჯვოს კონკურენტებზე ჯოგში, ყავდეს რაც შეიძლება მეტი შთამომავალი, რადგან არ გადაშენდეს მათი ჯიში. ევოლუციის და სამყაროს კანონების თვალსაზრისით სწორედ ესაა მათი ფუნქცია, მაგრამ რაც შეეხება ადამინს, ის ცოტა განსხვავებული „დავალებებით“ არის მოსული დედამიწაზე…

ქალის ღალატი

ეს ის თემაა, რომელიც უფრო ნაკლებად განიხილება საზოგადოდ, ვიდრე კაცის ღალატი, რადგან ქალები უფრო კარგად მალავენ თავიანთ ღალატს, ძალინ იშვითადად და ცოტა დოზით აღიარებენ თავიანთ ქმედებებს.
და ზოგადადაც, კაცის მოტყუილება უფრო ადვილია, ვიდრე ქალის.
ამასთან, ქალები უფრო ხშირად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ვიდრე კაცები. და ამით ისინი იღებენ სხვა ადამინებისგან ენერგიას შეცოდების დროს, და ამავ დროულად მოღალატე კაცს ენერგეტიკულ დარტყმას უკეთებენ, როცა სხვებს აძლევენ უფლებას ისაუბრონ მის პირად ცხოვრებაზე და ნეგატიური განწყობით ისაუბრონ მის მამაკაცზე.
ენერგეტიკულ დონზე იგივე შედეგები მოაქვს ქალის ღალატს, როგორც კაცისას. ქალის ფუნქცია იყოს მიმღები და გარდამქმნელი სრულიად ქრება და ის ხდება ე.წ. “ენერგოვამპირი”, რომელიც ზინს აყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს.

როდის იწყებს ურთიერთობა ნგრევას და როგორ შევაჩეროთ ის?!

ენერგეტიკულად, კაცის დანიშნულებაა იყოს აქტიური და ამ აქტიურობით გახდეს შემქმნელი.
ქალის მოვალეობაა, იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს მას ენერგიის ტრანსფორმირებაში, რათა ის გახდეს უფრო წარმატებული.
როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა, ურთიერთობა იწყებს ნგრევას.
ამის უმარავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველა მიზეზს მივყვართ ერთ მთვარ მიზეზამდე: რომელიმე პარტნიორი წყვეტს განვითრებას, შესაბამისად მეორე ვითარდება და სინქრონიზაცია ირღვევა.
მიზეზები ფიზკურ დონზე არის ეჭვიანობა, უნდობლობა, შიში იმის რომ „ვერ გაქაჩავ“ ან „ვერ გაგიქაჩავს“, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა (რის გამოც მიდიხად სხვასთან და უმტკიცებ შენს თავს, რომ მარტო არ დარჩები არასდროს) და კიდევ უამარავი მიზეზია.
ღალატი არის შედეგი, იმის რომ ადამიანი სწორად არ ვითარდება. იმისათვის რომ მოხვიდეთ სინქრონიზაციაში თქვენს ბიოველთან საჭიროა:
შეიყვაროთ საკუთარი თავი და მერე პარტნიორი;
ენდოთ საკუთარ თავს და ამით ავტომატურად ენდოთ პარტნიორს;
პატივი სცეთ პირველ რიგში თქვენს თავს და მერე პარტნიორს;
შეძლოთ აღიარება საკუთარ თავთან და მერე პარტნიორთან;
ის, რისიც გეშინიათ და გგონიათ, რომ ვერ მოაგვარებთ, ჩათვალოთ დავალაებად და არა პრობლემად;
ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი და რაც არ უნდა რთული პარტნიორი შეგხვდეთ თქვენ შეძლებთ ურთიერთობის გასწორებას, ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი გულწრფელად გინდათ, და არა იმიტომ რომ სხვის მორალს ან წესებს მოერგოთ.


მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი ბიოენერგეტიკა პრაქტიკები

5 ტიბეტელი – ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის წყარო

5 ტიბეტელის ვარჯიშების შესახებ პირველად ორი წლის წინ შევიტყვე. იმ პერიოდში ვცდიდი სხვადასხვა ენერგეტიკულ თუ სამედიტაციო სავარჯიშოს, მაგრამ ჯერ ვერ მიმეგნო იმ სისტემისთვის, რომელსაც სტაბილურად გავყვებოდი. 5 ტიბეტელის ვარჯიშთან ერთად დავიწყე ამ სისტემის თეორიული ნაწილის გაცნობა, კერძოდ, წავიკითხე პიტერ კელდერის წიგნი “The eye of revelation”, რომელიც პირველად 1939 წელს დაიბეჭდა. მოკლედ გაგაცნობთ წიგნის შინაარსს: ავტორმა შემთხვევით გაიცნო ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკ გარი ბრედფორდი. ბრედფორდს თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მსოფლიოს არაერთი კუთხე ჰქონდა მოვლილი. ერთხელაც, პოლოვნიკმა კელდერს გაანდო თავისი საიდუმლო. ინდოეთში სამსახურისას მის ყურამდე მიუღწევია ხმებს ე.წ. “ახალგაზრდობის წყაროს” შესახებ, რომლის საიდუმლოსაც ტიბეტურ მონასტერში მცხოვრები ლამები ფლობდნენ. პოლკოვნიკი აენთო იდეით მიეგნო ამ მონასტრისთვის და გაეგო ეს საიდუმლო. მან თავის ახალ მეგობარს შესთავაზა ერთად გამგზავრებულიყვნენ. კელდერი დაფიქრდა, თუმცა ჭკუაში არ დაუჯდა და საბოლოდ უარი უთხრა. პოლკოვნიკი მარტო გაემგზავრა. 4 წლის განმავლობაში კელდერმა მისგან ორი წერილი მიიღო, ერთში იწერებოდა, რომ ახლოს იყო თავის მიზანთან და მეორეში კი ატყობინებდა, რომ იპოვნა რასაც ეძებდა და არა მხოლოდ იპოვნა თან მოჰქონდა! “…როდესაც კელდერი ბრედფორდს ისევ შეხვდა, ვერ იცნო, ეგონა, რომ ის პოლკოვნიკის შვილი იყო, რადგან მის წინ იდგა არა 70 წელს გადაცილებული მოხუცი, არამედ 40 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი… შემდეგ პოლკოვნიკი მეგობარს უამბობს, თუ როგორ მიაგნო ტიბეტელების მონასტერს და რა ასწავლეს ტიბეტელმა ლამებმა. ამას მოჰყვება სავარჯიშოების თეორიული და პრაქტიკული აღწერა, მისი ეფექტი და შედეგები. შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ამბავი მხოლოდ ლეგენდაა, მკითხველის მისაზიდად მოგონილი ზღაპარი, ან მარკეტინგული ხრიკი, რომ შეუძლებელია ადამიანი ასე გაახალგაზრდავდეს მარტივი სავარჯიშოების კომპლექსის დახმარებით, მაგრამ თუ იგივე ეფექტს ვერ მიიღებთ, იმას მაინც მიაღწევთ, რომ თავი იგრძნოთ მხნედ და ენერგიულად, მოიწესრიგოთ ფსიქიკური მდგომარეობა, განიკურნოთ წელის, ხერხემლის და სახსრების ტკივილებისგან, გაგიქრეთ უძილობა, გაიუმჯობესოთ მეხსიერება და მხედველობა, მოიშოროთ ზედმეტი წონა.

და მაინც, რაშია ამ ვარჯიშების საოცარი ეფექტის საიდუმლო? – 5 ტიბეტელი არ არის უბრალო ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი. ადამიანის სხეულში არსებობს 19 ენერგეტიკული ცენტრი, რომელთაგან 7 მთავარია, დანარჩენი 12 კი – მეორეხარისხოვანი (სხვაგვარად მათ “ჩაკრებს” უწოდებენ). ეს ცენტრები წარმოადგენენ თვალისთვის უხილავ, მაგრამ რეალურად არსებულ, ძლიერ მბრუნავ ენერგეტიკულ ველებს. ჯანმრთელ ადამიანს ისინი აკრავს მჭიდროდ, რომელიც სცდება ორგანიზმს და მოგვაგონებს კვერცხის ფორმას. დაავადებულ, სუსტ ან ხანშიშესულ ადამიანს ამ ენერგიის ბრუნვა შენელებული აქვს, ის კონცენტრირებულია მხოლოდ ენერგეტიკულ ცენტრებთან და არ სცდება სხეულს.

რა ცვლილებები ხდება სხეულში ასაკის მატებასთან ერთად და რა განაპირობებს ადამიანის დაბერებას? – ამ დროს ენერგეტიკული ველების მოძრაობა ძლიერ ნელდება და ყველა ცენტრი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. არცერთი მათგანი მეორესთან მიმართებაში ჰარმონიულად აღარ ფუნქციონირებს. ის ცენტრი, რომელიც ყველაზე ნელა ტრიალებს, იწვევს ორგანიზმის იმ ფუნქციების მოშლას და გაუარესებას, რომელზეც აგებს პასუხს, რაც საბოლოოდ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ამგვარად, ერთადერთი განსხვავება ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის არის სწორედ ენერგეტიკული ველების ტრიალის სიხშირე. თუკი მოხდება ამ სხვადასხვა სიჩქარის დაბალანსება, მოხუც ადამიანს ისევე ახალგაზრდის ენერგიულობა და მოქნილობა დაუბრუნდება, ახალგაზრდას კი ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრება ელოდება.
ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომ ორგანიზმში აღდგეს ნორმალური ენერგეტიკული ბალანსი არის ხუთი სავარჯიშოს შესრულება, რომელსაც ავტორი ტიბეტელი ლამების რიტუალურ მოქმედებას ეძახის. საჭიროა ყოველივე ზემოთთქმული კარგად გაითავისოთ და გაიაზროთ, რადგან ამ ვარჯიშების არსის ცოდნა დაგეხმარებათ მოტივივაციის გაზრდაში, დროთა განმავლობაში კი პრაქტიკით მიღებული ეფექტი მას ასჯერ გააძლიერებს!
თითოეული ვარჯიშის შესრულება უნდა მოხდეს ყოველდღიურად 21-ჯერ. მაგრამ უნდა დავიწყოთ არა უმეტეს 5 განმეორებით და თანდათანობით დავამატოთ 2 განმეორება ყოველ კვირას. ანუ, დამწყებთათვის ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს შემდეგი ინტენსივობით:

• 1 კვირა – 5-ჯერ;
• 2 კვირა – 7-ჯერ;
• 3 კვირა – 9-ჯერ;
• 4 კვირა – 11-ჯერ;
• 5 კვირა – 13-ჯერ;
• 6 კვირა – 15-ჯერ;
• 7 კვირა – 17-ჯერ;
• 8 კვირა – 19-ჯერ;
• ამის შემდეგ 21-ჯერ.

ამრიგად, 2 თვის შემდეგ შეგეძლებათ ეს ვარჯიშები 21-ჯერ შეასრულოთ. სავარჯიშოდ აარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო (სასურველია დილით, მზის ამოსვლისას ან საღამოსკენ). ძალიან მალე თქვენ იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თუკი ერთხელ დაიწყებთ ტიბეტელების შესრულებას აღარ უნდა შეწყვიტოთ, შეიძლება კვირაში მხოლოდ ერთი დღის გამოტოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ის ეფექტი უკვე აღარ ექნება. შეიძლება ეს ერთი შეხედვით შეუძლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ამ კომპლექსის შესრულებას 10-15 წუთი ესაჭიროება და მიხვდებით, რომ ეს ვარჯიშები შეიძლება თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობაში ჩართოთ ისე, როგორც მაგალითად, ჰიგიენური პროცედურები – ხელ-პირის დაბანა, ან კბილების გამოხეხვა.

ტიბეტელი #1

პირველი ვარჯიშის საშუალებით ჩვენ “ვრთავთ”, მოქმედებაში მოგვყავს ენერგეტიკული ცენტრები.
საწყისი მდგომარეობა – დადექით სწორად, მხრების დონეზე ჰორიზონტალურად გაშლილი ხელებით. ხელების თითები შეაერთეთ, ხელის გულები მიტრიალებულია იატაკისკენ. დაიწყეთ ტრიალი საათის მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ 21-ჯერ. 5 ტიბეტელში ეს ყველაზე ძლიერი სავარჯიშოა. აღსანიშნავია, რომ ამ მედიტაციურ ტექნიკას იყენებენ სუფიზმის მიმდევრები და მისი საშუალებით აღწევენ ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობას. პირველ ხანებში შესაძლებელია, რომ ტრიალის დროს გულისრევა და თავბრუსხვევა იგრძნოთ, თუმცა, თანდათანობით შეეჩვევით და მას მარტივად შეასრულებთ. იმისთვის, რომ თავბრუსხვევა შეამციროთ, შეგიძლიათ ამ ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე წამით დახუჭოთ თვალები.

ტიბეტელი #2

მეორე ტიბეტელის ვარჯიში ზრდის ენერგეტიკული ველების ტრიალის სიჩქარეს, რაც პირველმა ვარჯიშმა ჩართო.
საწყისი მდგომარეობა – დაწექით ზურგზე. ხელები გაშალეთ წელის გასწვრივ, ხელის გულები შეერთებული თითებით იატაკზე დადეთ. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოსუნთქვაზე წამოწიეთ თავი ისე, რომ ნიკაპით შეეხოთ მკერდს, პარალელურად აწიეთ ფეხები ვერტიკალურად, ისე რომ მენჯის მიდამოები იატაკიდან არ წამოსწიოთ. ამოსუნთქვაზე – თავი და ფეხები საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ. ეცადეთ აწევისას ფეხები გაჭიმული გქონდეთ და მუხრებში არ მოიხაროს.

ტიბეტელი #3

საწყისი მდგომარეობა – დადექით მუხლებზე, ფეხის თითებით ეხებით იატაკს, ხელის გულები დაიდეთ უკან, თეძოებზე. ამოისუნთქეთ ღრმად და ამავდროულად თავი წინ დახარეთ ისე, რომ ნიკაპით მკერდს შეეხოთ, ხოლო ჩასუნთქვაზე გადაიხარეთ უკან და თავიც უკან გადაწიეთ. თეძოზე დადებული ხელებით წონასწორობას ინარჩუნებთ, რომ ტანმა არ გადაგძლიოთ და არ დაეცეთ. ამოსუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და თავი მკერდს მიადეთ.

ტიბეტელი #4

დაჯექით იატაკზე, ფეხები მხრების სიგანზე წინ გაშალეთ, ხელის გულები დაიდეთ თეძოების გასწვრივ და დაეყრდენით იატაკს. თითები უნდა გქონდეთ შეკრული და მიმართული ფეხებისკენ. ზურგი – გასწორებული. თავი დახარეთ და მიადეთ მკერდს, ჩასუნთქვაზე – თავი გადასწიეთ უკან, ფეხზე წამოიწიეთ და მიიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. გარკვეულწილად მაგიდის ფორმას იღებთ. დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა. ამოსუნქთვაზე – დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და თავით შეეხეთ მკერდს.

ტიბეტელი #5

ამ სავარჯიშოსთვის წვებით მუცელზე. ფეხები გაშლილია, იატაკს მუხლებით არ ეხებით. გასწორებული ხელებით და ფეხის წვერებით დაეყრდენით იატაკს. ხელები და ფეხები მხრების სიგანეზე ოდნავ მეტად გაშლილი. ჩაისუნთქეთ და ტანი ასწიეთ ისე, რომ ერთი შეხედვით სწორი სამკუთხედის ფორმა მიიღოთ. ხელები და ფეხები არ მოხაროთ. სამკუთხედის გაკეთებისას ნიკაპი მკერდთან მიიტანეთ, ეცადეთ, რომ ქუსლები მიწაზე დადგათ. დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა რამდენიმე წამის განმავლობაში და ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ხშირად, 5 ტიბეტელის პრაქტიკას სულ რაღაც ერთ თვეში მოაქვს საგრძნობი მენტალური და ფიზიკური ცვლილებები. ეს მოგცემთ რწმენას და ენთუზიაზმს, რომ ვარჯიში გააგრძელოთ. როგორც წესი, საოცარ შედეგებს კი ათი კვირის პრაქტიკის შემდეგ დაინახავთ.


მირიან ბეგიაშვილი

Categories
ეზოთერია პრაქტიკები

13 მაგური მცენარე

თავის წიგნში „სიმართლე ბალახების მაგიის შესახებ“ საუბრობს 13 მცენარეზე, რომელიც აუცილებლად უნდა ქონდეს ყველას, ვინც ბალახების და მცენარეების მაგიით არის დაინტერესებეული და მოჰყავს მათი მოკლე დახასიათება:

რეჰანი (BASIL, БАЗИЛИК) – ინდოეთის ნაციონალური მცენარე. გამოიყენება სიყვარულის, ბედნიერების და მშვიდობის მოსაზიდად. თუ ამ მცენარეს ატარებთ ჯიბით, სადაც ფული გიდევთ ან უბრალოდ საფულეში ჩადებთ ან კიდევ დადებთ ფულთან ერთად, ის აუცილებლად მოიზიდავს ფულს.

დაფნა (LAUREL, ЛАВР) – ანტიკურ საბერძნეთში დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნენ გამარჯვებულებს. მას აქვს დამცველობითი თვისება, ასევე გამოიყენება სულიერი წმენდის რიტუალებში. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ სურვილი დაფნის ფორთოლზე და დაწვათ ის.

კედარი (CEDAR, КЕДР) – ხელს უწყობს მალე გამოჯამრთელებას. მას ასევე ამატებენ სამკურნალო თილისმების შემადგენლობაში. კედრის კვამლი (კმევა) კარგია ასევე შენობის გასაწმენდად ნეგატივისგან. შეინახეთ სახშლში ეს მცენარე, მას შეუძლია შეგიმსუბუქოთ ცხოვრებისეული დარტყმები და დაგიცვათ მაგიური თვალსაზრისით.

დარიჩინი (CINNAMON, КОРИЦА) – უმატებენ ფულის, სიყვარულის, სექსის, გამოსაჯამრთელებელ, დამცავა და ენერგეტიკულ თილისმების შემადგენლობას. ასევე ფართოდ გამოიყენება დარიჩინის არომატი (ეთერზეთი, სურნელოვანი ჩხირი) არომათერაპიისთვის და ძალიან პოპულარულია კულინარიულ მაგიაშიც.

დრაცენა (Dracaena, ДРАЦЕНА) – ამ მცენარის ფისს „დრაკონის სისხლს“ ეძახიან. გამოიყენება, როგორც დასაცავად, ისე გასაწმენდად. კარგია სიყვარულის და გამართლების მოსაზიდად.

საკმეველი (ЛАДАН) – მისი ფისის დაწვით იწმინდება სივრცითი ადგილები და შენობები, ასევე კარგია ვნების დასაცხრომად და სიმშვიდის მოსაპოვებლად.

ნიორი (GARLIC, ЧЕСНОК) – სახლი, რომ ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდოთ, ამისთვის საჭიროა ნივრის კბილები მიმოფნატოთ ოთახებში, დილით კი გადაყაროთ ისინი. ერთი თავი ნიორი კი მუდამ გქონდეთ კარების ზემოთ ან სადმე კარებთან მიმალულ ადგილას, რათა სახლი დაიცვათ ქურდებისგან და არასასურველი სტუმრებისგან.

ღვია (JUNIPER, МОЖЖЕВЕЛЬНИК) – ამ მცენარის ნაყოფი გამოიყენება სამკურნალო და გამაჯანსაღებელ მაგიაში. ამასთან ის განდევნის „ავ სულებს“ და ყველა ნეგატიურ არსებებს. ფართოდ გამოიყენება წმენდის და დაცვის აქტიურ რიტულებში.

პაჩული (patchouli, ПАЧУЛИ) – ეს ინდური მცენარე ძალიან პოპულარულია ფულის მაგიაში. ასევე გამოიყენება, როგორც აფროდიაზიკი (ეთერზეთის სახით) საწინააღდეგო სქესის მოსაზიდად.

ვარდი (Rose, РОЗА) – ვარდის ფურცლებს ამატებენ აბაზანაში სიყვარულის მოსაზიდად, ასევე სასიყვარულო თილისმებში, ორგანიზმის გამოსაჯამრთელებელ ამულეტებში. ვარდს დებენ ბალიშის ქვეშ სასიამოვნო სიზმრების მოსაზიდად. ამასთან ვარდს შეუძლია მოგიტანოთ წარმატება და დაგიცვათ ენერგეტიკულად.

როზმარინი (ROSEMARY, РОЗМАРИН) – ეს არის სხვა ნებისმიერი მცენარის უნივერსალური შემცვლელი მრავალინგრედიენტიან რეცეპტში. ყველაზე ხშირად გამოიყენება წმენდის და დაცვის დროს, ასევე კარგია სიყვარულის თილისმისთვის.

სანდალი (SANDAL, САНДАЛ) – ერთერთი ყველაზე ცნობილი მცენარე მედიტაციურ პრაქტიკებში, რომელიც ხელს უწყობს სულიერ ზრდას, ინტუიციის ამაღლებას და წმენდას. ყველაზე ხშირად გამოიყენება საკმევლის (ჩხირების) სახით.

ფარსმანდუკი (Achillea millefolium,ТЫСЯЧЕЛИСТНИК) – ის ერთრთია იმ მცირე რაოდენობის მცენარეებს შორის, რომელიც ენერგეტიკულად დაკავშირებულია არამხოლოდ სიყვარულთან, არამედ ბედნიერ ქორწინებსათანაც. გამოიყენება, როგორც საკმევლის (ჩხირების), ასევე ეთრეზეთის სახით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სითამამის და თავდაჯერებულობის ასამაღლებლად.



მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი ეზოთერია

შამანთა კოდექსი


შამანიზმი წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად,ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს – “ათვინიერებს” სტიქიებს, წარმართავსმსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები “გადაჰყავს” სხვა სამყაროში და ა. შ.
შამანიზმის ტერმინში ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური “შამან”-იდან მოდის, რაც ქართულად სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ყველა სხვა ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, “შამანი არის ტრანსისსპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში.”
ეს ძალიან მოკლედ. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ „შამანთა კოდექსი“, რომელის დაცვაც ყველა შამანს უწევს:

 1. არ განსაჯო არაფერი მისი გარეგნული ფორმის მიხედვით – ჩაწვდი მის არსს.
2. არ შეპირდე ის, რასაც ვერ შეასრულებ – იცოდე შენი შესაძლებლობები.
3. თავიდანვე არ აიღო იარაღი ხელში- მოაგვარე უთანხმოება მშვიდობიანი გზით.
4. სხვებს ნუ მოსთხოვ პასუხიმგებლობას შენს შეცდომებზე – გამოასწორე ისინი თავად.
5. არ მიჰყვე სხვების ქმედებებს, თუ ფიქრობ რომ ეს ქმედებები არასწორია – იყავი ის რაც ხარ.
6. არ ასწავლო სხვებს ის, რაც შენ თვითონ არ გესმის ბოლომდე- დაიმორჩილე შენი სიამაყე.
7. არ აიღო ის რაც არ გჭრდება – იცხოვრე მხოლოდ მოთხოვნილებების შესაბამისად.
8. არ გააკეთო საქმე სხვის მაგივრად- პასუხი აგე მხოლოდ საკუთარი თავის გამო.
9. არავის მოახვიო თავს საკუთარი აზრი – გახსოვდეს ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება.
10. თავში არ შეუშვა ცუდი აზრები – იფიქრე კარგზე, რათა განთავისუფლდე ცუდისგან. ხოლო შემდეგ მოიშორე ერთიც და მაორეც.
11. არ ელოდო შექებას კეთილი საქმისთვის – გააკეთე ის უანგაროდ.
12. არ იდარდო იმაზე, რაც არასოდეს ყოფილა- იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან.
13. არ ეძებო თავის გასამართლებელი გზები – მოძებნე პრობლემების მოგვარების გზა.
14. არასდროს იმოქმედო ნაჩქარევად – გაიაზრე ყოველი შენი ქმედება მის ჩადენამდე.
15. არ ჩაერიო სხვის საქმეში – მიხედე საკუთარ ცხოვრებას.
16. არ დაანახო კეთილგანწყობა ადამიანს, თუ სინამდვილეში ეს ასე არ არის – ისწავლე „არა“-ს თქმა.
17. არ ავნო ბუნებას . გახსოვდეს, რომ დედამიწა – ეს დედაა.
18. არ აიღო არაფერი ვალად. შენი შესაძლებლობები უნდა ემთხვეოდეს შენს სურვილებს.
19. არ გააჩინო შვილები, თუ ვერ შეძლებ მათ აღზრდას. გაზომე შენი შესაძლებლობები..
20. შენი საქმე არასდროს შეასრულო ზერელედ- იყავი კეთილსინდისიერი.
21. არ მოედო ბევრ საქმე ერთად – იპოვე პრიორიტეტები თანმიმდევრობით.
22. არ იფიქრო წარსულზე სინანულით – იცხოვრე აწმყოთი, და უყურე მომვალს.
23. არ შეცვალო სიყვარული სინანულით – მოიშრე შეცოდება თუ სიყვარული უკვე წავიდა.
24. არ შეეხო სხვის სიკეთეს – თუ დაკარგე სხვისი ნივთი, გაეცი შენი სამი ნივთი.
25. არასდროს თქვა ტყული – იცოდე, ყველაზე მეტი უძლურება სიცრუეშია.
26. არ განსაჯო სხვები. – იყავი მშვიდი შენს გრძნობებში.
27. არავის დააძალო პასუხის გაცემა. – ისე იკითხე, რომ არ შეეხო სხვის პირად ცხოვრებას.
28. არასდროს უღალოტო მას, ვისაც შენი ჯერა. – გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
29. არ დაამცირო სხვები, მხოლოდ იმიტომ რომ შენ აღზევდე. – გახსოვდეს, ეს შენი სისუსტეა.
30. არ შეგეშინდეს დამარცხების. – იარე წინ დასახული მიზნისკენ.
31. არ იწუწუნო სხვებთან შენი ცხოვრების გამო – შეცვალე ის უკეთესობისკენ.
32. ნუ შეეცდები აუხსნა ადამიანს ის, რაც მისთვის გაუგებარია – იყავი უბრალო.
33. არ შეგშურდეს – წარმატებას თავად მიაღწიე.
34. არ შეხედე ადამიანებს ზემოდან – მიეცი მათ საშუალება გახდნენ უკეთესები.
35. არ იმსჯელო რაღაც დიდზე, თუ მცირე არ გაქვს შეცნობილი – გაიარე შენი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ.
36. არ გაუკეთო არავის ის, რასაც შენს თავს არ უსურვებდი – გახსოვდეს, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.


მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი ბიოენერგეტიკა ეზოთერია პრაქტიკები

დენდროთერაპია – ხეებით მკურნალობა

დენდროთერაპია – ეს არის მეთოდი, რომელიც მკურნალობისთვის და პროფილაკტიკისთვის გამოიყენებს ხეების ენერგია და თვისებებს. ადამინების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ რომ ყველა ხე (გარდა ალვის ხის, თხმელას და ისამანის) ყველა ზემოქმედებს ჩვენზე და ჩვენს ჯამრთელობაზე. ამისათვის საკმარისია უბრალოდ „ჩაეხუტოთ“ მათ. ხეებს უამრავი ავადმყოფობის და მდგომარეობის განკურნება შეუძლიათ, ალბათ ამიტომაც გვიყვარს გაუცნობიერებლად ტყეში სეირნობა, ტყის „სმენა“, იქ ფაქტიურად სულ სხვა ადამინები ვართ.

 როგორ დავკავდეთ დენდროთერაპიით?

• ხეებთან ურთიერთობისას უნდა იყოთ მარტო, ძალიან გულწრფელი და არ იჩქაროთ.
• თუ ადამიანი არ ენდობა ხეს-უკეთესია მაშინ არ გამოიყენოს ამ ხის ენერგია, რადგან ყველა ჩვენ ფიქრს და გრძნობას ხე კარგად აღიქვამს.
• ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში ადამინმა ხისგან უნდა აიღოს ენერგია. ამისათვის არსებობს „დონორი-ხეეები“- მათი ენერგეტიკა დადებითია: მუხა, არყი ხე, ფიჭვი, აკაცია, ნეკერჩხალი, ვაშლი, წაბლი, იფანი, ცაცხვი და ა.შ. იმისათვის რომ ხისგან ავიღოთ ენერგია, უნდა მივუახლოვდეთ, დავდგეთ ზურგით და აზრობრივად ვთხოვოთ დახმარება. შემდეგ მოდუნდით და წარმოიდგინეთ, როგორ გადმოდის თქვენში თბილი ენერგია ზევიდან ქვევით. ამასთან აუცილებელია ისუნთქოთ რიტმულად, შემდეგი სქემით: 4-8 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ, შმედეგ 4 წამი შეიკავეთ სუნთქვა და ბოლოს ისევ 4-8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ.
• არის დაავადებები, როცა ადამიანი პირიქით, ხეს აძლევს ენერგიას. ამისთვის ბუნებაში არსებობენ „მომხმარებელი-ხეები“. მათი ბიოენერგეტიკა უარყოფითია. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ასპენის, ვერხვი, ნაძვი, სოჭი, ღვია, ველური ალუბლის, ტირიფი, მურყანი და ა.შ. არ თერაპიის ტექნიკა ცოტა განსხვავებულია, ხეს უნდა მივუახლოვდეთ 20 სმ-ის დაშორებაზე და დავდგეთ პირისპირ და ზრობრივად ვთხოვოთ დახმარება. შემდეგ მოდუნდით და წარმოიდგინეთ, როგორ გადმოდის თქვენში თბილი ენერგია ზევიდან ქვევით. ამასთან აუცილებელია ისუნთქოთ რიტმულად, შემდეგი სქემით: 4-8 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ, შმედეგ 4 წამი შეიკავეთ სუნთქვა და ბოლოს ისევ 4-8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ.

როგორ ავირჩიოთ ხე?

• მუხა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დადებითი ენერგიის გენერატორია და აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას. ასევე აქვს ანტისტრესული თვისებები, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ავადმოყოფობის პერიოდს, მუხის ტყეში ყოფნას ნორმაში მოყავს წნევა და ასევე კარგია ჰიპერტონიკებისთვის.
• არყის ხე. ესეც ერთ-ერთი ძლიერი ენერგეტიკული ხეა. მას შეუძლია თავის თავზე აიღოს ნებიმიერი დაავადება. ის არის სასიცოცხლო ენერგიის მატარებელი, ადამინს ეხმარება გრიპის და გაციების დროს, ასევე ხელს უწყობს ყურადრების და კონცენტრაციის ამაღლებას.

• წიწვიანა კურნავს ნერვულ აშლილობას, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს მელაქოლიის და დეპრესიის სიმპტომები. მისი ზეგავლენა გეხმარებათ უფრო მკაფიოდ დაინახოთ ცხოვრების დადებითი მხარეები. თუ ადამინს აწუხებს ქრონიკული ბრინჰიტი ან ასთმა, მაშინ რეკომენდირებულია მან იცხოვროს წიწვინასგან აშენებულ სახლში.

• ფიჭვი, წიფელი, იფანი და ვაშლის ხე – ისინი ამაღლებენ საერთო ტონუსს და იმუნიტეტს, ებრძვიან დაღლილობას და პოსტსტრესულ მდგომარეობას. თუ ადამიანი დიდხანს იმყოფება ფიჭვის ტყეში, მისთვის უცხო იქნება ხველება და სურდო.

• ვერხვი, ტირიფი და ალვის ხეც მათ შორის, აწყნარებს ნერვულ სისტემას, ადამინს მატებს საღად აზროვნების და პრესპექტივების დანახვის უნარს. მაგრამ მათი ხანგრძლივი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მათ პარალელურად აქვთ ძლიერი ვამპირული ენერგეტიკა.


შენიშვნა:

✿ ხესთან დგომა 2-3 წუთზე მეტი რეკომნდირებული არ არის (იზრდება არტერიული წნევის არასტაბილურობის ალბათობა).
✿ თუ თქვენ გადაწყვიტავთ დაკავდეთ დენდროთერაპიით, მაშინ გახსოვდეთ ეს გააკეთეთ ან დილით ადრე , ან 16-დან 18-საათამდე. ეს ყველაზე კარგი დროა, თუ მაინც ვერ ახერხებთ მაშინ გაითვალისწინეთ, რომ თერაპიის შემდეგ 2-3 ძილი რეკომენიდრებული არ არის.
✿ გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ფოთლებიანი ხის ენერგეტიკული პოტენციალი ეცემა 50-70%-ით , ხოლო მარადმწავნე ხეების 15-25 %-ით. ამიტომ აუცილებლია ზამთარში გაზარდოთ სენასი ხანგრძლივობა 5-7 წუთამდე.

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”