ღალატი – არასწორი ენერგოცირკულაცია ადამიანში

ღალატი ხდება მაშინ, როცა ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა.
ღალატი თავის თავში მოიცავს ტყუილს. ორმაგ ცხოვრებას და აუცილებლობას იყო მუდმივად დაძაბული, რადგან აკონტროლო საკუთარი თავი და არ გასცე ის.
ურთიერთობაში, რომელიც მიმართულია სიახლოვისკენ და ერთმანეთის შევსებისკენ, არ შეიძლება მოხდეს ღალატი.
ტყუილი შეუთავსებელია სიახლოვისთვის: თუ ადამიანი გადაწყვიტავს, რომ იყოს მეორე ადამინთან სიახლოვის მდგომარეობაში იმდენად, რომ მათი ენერგიები გაერთიანდნენ და ახალი საწყისი მიიღონ, მაშინ ყოვლად შეუძლებელია მან დაუმალოს პარტნიორს თავისი ცხოვრების, ან სულის ან მეხსიერების რაღაც ნაწილი. ძირითადად მაინც ასე ხდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ სოციუმი და სტერეოტიპებია, რადგან ადამიანი ფიქრობს, რომ მას ვერ გაუგებენ, ან გაკიცხვაენ, ან იარლიყს მიაკერებენ, ან დასცინებენ.

ადამიანები, როგორც წესი არასწორად იგებენ ღალატის მნიშვნელობას.
თუ ბიბლიას მოვიშველიებთ, მასში ძალინ ნათლად არის ნათქვამი :„არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა“. აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ არ გინდოდეს სექსი , აქ ყურადღება გუსითქმაზეა გამახვილებული.
მიუხედავ თქვენი მსოფხედველობისა, მრწამსისა და შინაგანი მდოგომარეობისა, ყველამ ქვეცნობიაერად მაინც იცით რომ წმინდა წიგნები თავიდანვე დაწერილი იყო სამყაროს კანონების მიხედვით და ის რომ დღეს ცდილობენ მათ დამახინჯებულ აღქმას, იმ ფაქტს ვერ ცვლის, რომ მათში მაინც ჭეშმარიტებაა და ყველა სიტყვა შერჩეულად არის დაწერილი.
არსებობს სამყაროს კანონების მრავლი ინტერპრეტაცია ცივილიზაციების და კულტურების მიხედვით, მაგრამ ნებისმიერ მათაგნში ნახავთ, რომ სხვისი ქონების და სხვისი მდგომარეობის (ენერგიის) მითვისება არის ამ კანონების უხეში დარღვევა.
დავუბრუნდეთ ისევ მე-10 მცნებას. ზოგადად როცა 10 მცნებას კითხულობ, ადამინთა უმრავლესობას უჩნდება პროტესტის გრძნობა, რადგან უმეტესი თემები რაზეც საუბარია და აკრძალულია, ჩვენი ყოვედღიური ფიქრების და ქმდებების ნაწილია.
ვინც ბიოენერგეტიკის საფუძვლები კარგად იცის, ის დამეთანხმება, რომ 10ვე მცნება არის არა აკრძალვები, რათა სამოთხეში მოვხვდეთ, არამედ ადამიანის (სულის) ენერგეტიკული უსაფრთხოების ტექნიკის მართვის წესებია.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მოხსენებული „მოყვასის ცოლი“, თავის თავშივე გულისხმობს „მოყვასის ქმარს“ და თუ რატომ არის მამაკაცის პოზიცია პირველი ეს სულ სხვა თემაა ( ენერგეტიკულ საწყისებზეა აქ საუბარი) და ძალინ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იგივე მდგომარეობა ვრცელდება ქალზე, რადგან სულს არ გააჩნია სქესი და სამყაროს კანონები მოქმედებს ერთნაირად ყველაზე და ყველაფერზე. მე გავაგრძელებ კაცის პოზიციაზე საუბრს, თქვენ იგულისხმეთ ქალის პოზიციაც.

ენერგოკავშირის სწორი ფორმა – გულწრფელობა
როგორც კი მამაკაცი გონებაში დაუშვებს, რომ უნდა ქალი ის იმ წამსვე იწყებს მისთვის ენერგიის გადაცემას ნატიფ დონეებზე. ბუნებრივია, თუ ამ სურვილის რეალიზაციას შეძლებს და ექნება მასთან სექსი, მაშინ უფრო მეტ ენერგიას მისცემს მას. ამასთან თუ ქალს აქვს განწყობა, რომ იყოს მამაკაცთან სიახლოვის მდგომარეობაში და არის გულწრფელი მის მიმართ, მაშინ ის მამაკაცის სექსუალურ ენერგიას გარდაქმნის გულის დონემდე (ჩაკრა) და ამ ტრანსფორმაციით იღებს სიყვარულის ენერგიას, რომელსაც ქალი მამაკაცს უბრუნებს სექსის ან ახლო ურთიერთობის დროს. ეს არის ენერგოგაცვლის და ცირკულაციის სწორი ფორმა. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო გულწრფელია კაციც და ქალიც თავიანთ სურვილებში ერთმანეთის მიმართ, მით უფრო ივსება ეს ენერგოწრე ენერგიით, მით უფრო სინქრონიზდება და გადაიქცევა ყველაფრისმომცველ სიყვარულის მდგომარეობად და სწორედ ეს სიყავრულის ენერგიაა, რასაც ჩვენ ბედნიერების მდგომარეობას ვეძახით.
სანამ ურთიერთობაში არის გულწრფელობა, თუნდაც ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე, იქამდე ურთიერთობა ენერგეტიკულად ცოცხალია.

 რა ხდება ენერგეტიკულ დონეზე, როცა რომელიმე სექსუალური პარტნიორი არის არაგულწრფელი?!

მაგალითად, თუ ქალი არ არის დაინტერესებული ქონდეს მამაკაცთან ღრმა, ახლო ურთიერთობა, მაშინ ენერგიის გადინება მოხდება სულ სხვაგავრად. ანუ როცა ქალს სექსი უნდა მხოლოდ სექსისთვის, მაშინ ის მამაკაცისგან მიღებულ ენერგიას არ გაუკეთებს ტრანსფორმაციას და არ დაუბრუნებს მას, არამედ ის ამ ენერგიას გამოიყენებს თავისი პირადი სურვილების და სასიცოცხლო ძალების გასაძლიერებლად. ყოველი ასეთი სექსის შემდეგ მამაკაცი ენერგეტიკულად (ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც) არის დაცარიელებული.
სტატისტიკურად, სექსის შემდეგ მამკაცების 90%-ს უქრება ყველაფრის სურვილი, აღარ უნდათ ქალთან ყოფნა, საუბარი. ამას მიზეზად სახელდება მამაკაცის კმაყოფილების შეგრძნება, თითქოს ის დაკმაყოფილებულია და მიიღო ყოველივე სასურველი, სინამდვილეში ის ქვეცნობიერად ცდილობს აღიდგინოს ენერგია, რომლისგან სრულიად დაცლილია.
სხვა საქმეა, რომ ჩვენი რეალობის პირობებში, ყველაფერი რაც დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან აკრძალულია სწორედ მაშინ, როცა მამაკაცი არის სიყმაწვილის ასაკში და ჭირდება ქალის ენერგია და ყურადღება. ბავშვობიდან ტაბუდადებულ თემებს მივყავრთ იქმადე, რომ ბავშვი თვითონ ცდილობს აკონტროლოს ეს უზარმაზარი სექსუალური ენერგია, რაც თავისთავად არ გამოსდის და იღებს ფიქოლოგიურ ტრავებს ან კომპლექსებს. პირველი სექსუალური გამოცდილება თითის ანაბეჭდივით რჩება ჩვენს აურაში.
აქვე უნდა ითქვას, რომ კაცი ვერასდროს გახდება წარმატებული ქალის გარეშე, რადგან კაცს ცალკე მოცემულად არ შეუძლია თავისი ენერგიის ფორმირება და მიმართვა წარმატებისკენ.
სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი მამაკაცებში სექსუალური დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებისა. მას აქვს სექსუალური ენერგია მოცემულობაში, დაბადებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნას, რადგან ის გახდეს წარმატებული, განვითარდეს სულიერად, მიარწიოს მიზანს, შეასრულოს კარმა… მაგრამ ბავშვობაში მიღებული არასწორი გამოცდილება, ზეწოლა, სტერეოტიპული აზროვნება არ აძლევს მას სწორად განვითარების საშუალებას. მას მუდმივად აქვს შეგრძნება, რომ ენერგია რომელიც ძირითადად პირველ ჩაკრაშია ხოლმე დაგუბებული აწუხებს შიგნიდან. ასეთი მამაკაცი არასდროს იტყვის უარს შემთხვევით ან არაგულწფელ სექსუალურ კავშირებზე, რადგან მისთვის მთვარია ხანდახან მაინც დაიცალოს ამ სიმძიმისგან, რასაც ატარებს და ვერაფერში ვერ იყენებს. შემთხვევითი სექსი კარგი საშუალებაა ხანმოკლე განმუხტვისთვის, თუ არ ჩავთვლით გვერდით მოვლენებს, რითაც ენერგეტიკას ვიზიანებთ.

მამაკაცის ღალატი

არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ კაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება, რაც შეიძლება ბევრი ქალის მოპოვოს, რათა რეალიზაცია გაუკეთესო „გვარის გაგრძელების“ ინსტიქტს, ან მონადირის ინსტიქტს, ან დამპყრობლის ინსტიქტს და ამასთან, თავი დაიმკვიდროს მამაკაცურ იერარქიაში. სწორედ ამ ინსტიქტებით ხსნიან და ამართლებენ მამაკაცის ღალატს.
ზედაპირულად და ცნობიერად შეიძლება მართლაც ასე იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ერთი პატარა ალოგიკური მომენტია. იმ ისტიქტებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ცხოველური ინსტიქტები, რადგან ნებისმიერი ცხოველის „ევოლუციური დავალებაა“ გამრავლდეს, გაიმარჯვოს კონკურენტებზე ჯოგში, ყავდეს რაც შეიძლება მეტი შთამომავალი, რადგან არ გადაშენდეს მათი ჯიში. ევოლუციის და სამყაროს კანონების თვალსაზრისით სწორედ ესაა მათი ფუნქცია, მაგრამ რაც შეეხება ადამინს, ის ცოტა განსხვავებული „დავალებებით“ არის მოსული დედამიწაზე…

ქალის ღალატი

ეს ის თემაა, რომელიც უფრო ნაკლებად განიხილება საზოგადოდ, ვიდრე კაცის ღალატი, რადგან ქალები უფრო კარგად მალავენ თავიანთ ღალატს, ძალინ იშვითადად და ცოტა დოზით აღიარებენ თავიანთ ქმედებებს.
და ზოგადადაც, კაცის მოტყუილება უფრო ადვილია, ვიდრე ქალის.
ამასთან, ქალები უფრო ხშირად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ვიდრე კაცები. და ამით ისინი იღებენ სხვა ადამინებისგან ენერგიას შეცოდების დროს, და ამავ დროულად მოღალატე კაცს ენერგეტიკულ დარტყმას უკეთებენ, როცა სხვებს აძლევენ უფლებას ისაუბრონ მის პირად ცხოვრებაზე და ნეგატიური განწყობით ისაუბრონ მის მამაკაცზე.
ენერგეტიკულ დონზე იგივე შედეგები მოაქვს ქალის ღალატს, როგორც კაცისას. ქალის ფუნქცია იყოს მიმღები და გარდამქმნელი სრულიად ქრება და ის ხდება ე.წ. “ენერგოვამპირი”, რომელიც ზინს აყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს.

როდის იწყებს ურთიერთობა ნგრევას და როგორ შევაჩეროთ ის?!

ენერგეტიკულად, კაცის დანიშნულებაა იყოს აქტიური და ამ აქტიურობით გახდეს შემქმნელი.
ქალის მოვალეობაა, იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს მას ენერგიის ტრანსფორმირებაში, რათა ის გახდეს უფრო წარმატებული.
როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა, ურთიერთობა იწყებს ნგრევას.
ამის უმარავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველა მიზეზს მივყვართ ერთ მთვარ მიზეზამდე: რომელიმე პარტნიორი წყვეტს განვითრებას, შესაბამისად მეორე ვითარდება და სინქრონიზაცია ირღვევა.
მიზეზები ფიზკურ დონზე არის ეჭვიანობა, უნდობლობა, შიში იმის რომ „ვერ გაქაჩავ“ ან „ვერ გაგიქაჩავს“, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა (რის გამოც მიდიხად სხვასთან და უმტკიცებ შენს თავს, რომ მარტო არ დარჩები არასდროს) და კიდევ უამარავი მიზეზია.
ღალატი არის შედეგი, იმის რომ ადამიანი სწორად არ ვითარდება. იმისათვის რომ მოხვიდეთ სინქრონიზაციაში თქვენს ბიოველთან საჭიროა:
შეიყვაროთ საკუთარი თავი და მერე პარტნიორი;
ენდოთ საკუთარ თავს და ამით ავტომატურად ენდოთ პარტნიორს;
პატივი სცეთ პირველ რიგში თქვენს თავს და მერე პარტნიორს;
შეძლოთ აღიარება საკუთარ თავთან და მერე პარტნიორთან;
ის, რისიც გეშინიათ და გგონიათ, რომ ვერ მოაგვარებთ, ჩათვალოთ დავალაებად და არა პრობლემად;
ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი და რაც არ უნდა რთული პარტნიორი შეგხვდეთ თქვენ შეძლებთ ურთიერთობის გასწორებას, ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი გულწრფელად გინდათ, და არა იმიტომ რომ სხვის მორალს ან წესებს მოერგოთ.


მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ