სუსტი პლანეტების დამუშავება

ტრადიციულად, პლანეტა სუსტად მაშინ ითვლება, თუ თავის განდევნისა და დაცემის ნიშანში იმყოფება, (მაგალითად მთვარე თხის რქაში, მზე სასწორში) თუ რეტროგრადულია ან თუ მძიმე დაზიანებები აქვს. სანამ დამუშავების მეთოდებზე დავიწყებთ ლაპარაკს, აღვნიშნავ რომ ყველა მდებარეობა, რაღაც დონეზე მუშავდება, თუ მისი ენერგია სწორ საკითხში ვლინდება და თემატურად იტვირთება.
მაგალითად, იუპიტერი ტყუპებში სუსტ პოზიციად ითვლება, თუმცა, ინფორმაციულ საკითხებში და ისეთ თემებში, სადაც კომუნიკაციაა სჭირო ძლიერია და ხშირად აღნიშნულ საკითხებში წარმატებასაც აღწევს.

მერკურიც როცა თევზებშია, მერკურისთვის არასასურველ პოზიციად ითვლება, რადგანაც ადამიანებს მერკურის ასეთი მდებარეობით კონცენტრაცია, დეტალების აღქმა უჭირთ, აკლიათ ლოგიკა, თუმცა, ეს პოზიცია ფსიქოლოგისთვის შესანიშნავია, რადგანაც მერკური კომუნიკაციისა და ინფორმაციის პლანეტაა, თევზები კი ინტუიციური, ემპათიური, აღქმადი ნიშანია და დაფარულ საკითხებთან ასოცირდება. როგორც მიხვდით “სუსტი პლანეტის” დამუშავების ერთ-ერთი მეთოდი მისი ენერგიის თემატურად დავტვირთვაა.

ასევე საჭიროა ჩავუღრმავდეთ და გავაცნობიეროთ რაში გვიშლის ხელს და რა კომპლექსებს გვიყალიბებს სუსტი პლანეტა, რათა უშუალოდ იმ კონკრეტულ საკითხზე ვიმუშაოთ და შევცვალოთ იგი. მაგალითად, განდევნილ მთვარეს (თხის რქაში) ხშირად უჭირს სითბოსა და ემოციების ადეკვატურად გამოხატვა, ზრუნვის მეთოდების თავისებური აქვს, ხშირად ასეთი ადამიანი უფრო საქმით ცდილობს იზრუნოს ახლობლებზე ვიდრე ყურადღებით და სითბოს გამოხატვით, ხშირად ასევე ადამიანებს მთვარის ასეთი პოზიციით საკუთარ შინაგან სამყაროსთან კავშირი უჭირთ და საკუთარი სხეულის მოთხოვნილებებს ვერ იგებენ. ამის გამო ხშირად სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა ან შიშები აქვთ. ასეთი პოზიციის დამუშავება მარტივი არ არის, რადგან კომპლექსები ხშირად ბავშვობიდან მოდის, რის გამოც ადამიანი ემოციურად იკეტება, თუმცა, საკუთარ თავზე მუშაობით ადამიანს ემოციების გამოხატვის სწავლა შეუძლია და ასევე იმის მიხვედრასაც შეძლებს, რომ ეს მას სხვების თვალში სუსტად არ წარმოაჩენს.

განდევნილი მარსის შემთხვევაში, ხშირად ვხვდებით ადამიანებში “სისუსტის კომპლექსს”, მამაკაცებს განდევნილი ან დაცემული მარსით (მარსი სასწორი, კუროში, კირჩხიბში) ხშირად აქვთ სისუსტის კომპლექსი, რაც გამოიხატება საკუთარ ძალებში და მამაკაცურობაში დაურწმუნებლობით და შინაგან დონეზე სისუსტის განცდით.

ამიტომაც ხშირად ასეთი კაცები ამ კომპლექსის დასამალად თავს გამოხატავენ უფრო დემოსტრაციულად, აგრესიულად და მუდმივ თავდაცვით რეჟიმში არიან ან ხშირად მიდიან სპორტში ან ბევრს ვარჯიშობენ, რაც პოზიტიური ვარიანტია, რადგან ამ დროს მუშავდება მარსის ენერგია, ადამიანს უძლიერდება სხეული, კუნთოვანი მასა იზრდება, გრძნობს მეტ ძალას, შესაბამისად ემატება თავდაჯერებულობაც და კომპლექსები და შიშებიც ნაკლებად აქვს.

ძალიან ბევრ წარმატებულ სპორტსმენს ხშირ შემთხვევაში, ნიშნით სუსტი მარსი ჰყავთ:
მესი მარსი კირჩხიბში
პელე მარსი სასწორში
მარადონა მარსი კირჩხიბში
კობი ბრაიანტი მარსი სასწორში
ილია თოფურია მარსი სასწორში
მერაბ დვალიშვილი მარსი კურო
გიორგი ქოჩორაშვილი მარსი სასწორში

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ