პლუტონი – მზისგან ყველაზე მეტად დაშორებული, პატარა, მაგრამ ძლიერი პლანეტაა. აღმოჩენილი იქნა 1930 წელს.
გააჩნია ყველაზე ფართო ორბიტა მზის სისტემაში და ზოდიაქალური წრის სრულად გასავლელად ესაჭიროება 248 წელი. ამასთან ყოველ ცალკეულ ნიშანში ჩერდება 12-32 წელი.
საინტერესოა რომ კუროს ნიშანში (განდევნილია) დაჰყოფს 32 წელს, ხოლო მორიელში (მართვა) -12 წელს.
ესაა რიგით მესამე ტრანსცენდენტული პლანეტა. რადგანაც მოძრაობს ნელა და დედამიწისგან საკმაოდ დისტანციურია, ახასიათებს აბსტრაქტული ზემოქმედება , რომელსაც ადამიანები ერთბაშად (დაუყოვნებლივ) ვერ აღიქვამენ. თუმცა ეს ზემოქმედება ღრმა და დროში განვრცობილია , ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რასაც ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება განვითარებისათვის.
პლუტონის შესვლა კონკრეტულ ნიშანში, საკუთარ კვალს ტოვებს მთელ თაობაზე და მიუთითებს ახალი თაობის დაბადებაზე.
სახლების სისტემაში პლუტონის მდებარეობა კი ღრმად ინდივიდუალურია და მიანიშნებს იმ ცხოვრებისეულ როლზე რომელიც ბედმა გარგუნათ.
პლუტონი განასახიერებს მისწრაფებას რეფორმაციისა და ნგრევისაკენ. მართავს არაცნობიერის ყველაზე სიღრმისეულ ფენას, გვევლინება როგორც სულიერ და მატერიალურ სამყაროთა მაკავშირებელი რგოლი, რადგანაც იგი თავად არის ტრანსფორმაციისა და სულიერი აღორძინების პრინციპი.
ასტროლოგთა უმრავლესობა პლუტონს მიაწერს მორიელის პირველ რიგის (უმაღლეს), ხოლო ვერძის- მეორე რიგის მმართველობას, რაც მიღებული პრაქტიკაა თანამედროვე ასტროლოგიაში.
თუმცა არსებობს განსხვავებული შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
კერძოდ, რადიარი , თავის ნაშრომში „პიროვნების ასტროლოგია“, აღნიშნავს რომ მართებული იქნებოდა პლუტონი განგვეხილა როგორც ვერძის უმაღლესი მმართველი და ამასთან მოჰყავს საფუძვლიანი მოსაზრებები:
პირველ რიგში, სიმეტრიის პრინციპით, თუკი პლუტონს დავაყენებთ ვერძის ნიშანში , ცენტრიდან პერიფერიისაკენ ვიმოძრავებთ შემდეგნაირად: კირჩხიბი-მთვარე, ლომი-მზე, ქალწული-მერკური,სასწორი-ვენერა, ღრიანკალი-მარსი, მშვილდოსანი-იუპიტერი, თხისრქა-სატურნი, მერწყული-ურანი, თევზები-ნეპტუნი, ვერძი-პლუტონი.
ცხადია მარტო სიმეტრიის პრინციპი არაა აქ საკმარისი , არსებობს უფრო ღრმა მოტივებიც:
ვერძი- ესაა თავი , განსჯითი ცენტრი, სადაც იბადება ადამიანში მთავარი ნებელობის იმპულსი.
პლუტონი კი თავის მხრივ გამოხატავს უმაღლეს, ღვათაებრივ ნებელობას ადამიანში. უმაღლესი ნებელობის ცენტრი მოთავსებულია თავში, კერძოდ კი ესაა – აჯნა ჩაკრა და იგი არაა კავშირში მარსულ ნებასთან , უბრალო ფიზიკურ, სხეულებრივ აქტივობასთან.
ინდური ტრადიციების თანახმად, აჯნა ჩაკრა ადამიანს უხსნის უჩვეულო , ზებუნებრივ უნარებს, ამავდროულად იგია თვითშემეცნების, ინდივიდუალიზაციისა და ნებელობის მართვის ცენტრი .
თუ ასეა რატომ მიაწერენ პლუტონს მორიელის და არა ვერძის უმაღლეს მმართველობას?
თუკი მოვიშველიებთ ნაშრომებს კუნდალინი იოგაზე, ფიზიკურ სამყაროში ყველაზე ძლიერი ენერგიის- კუნდალინის მართვის ცენტრი სწორედ თავს არეში განიხილება.
მართალია , ზოგიერთ ტექსტში შეიძლება ამოვიკითხოთ რომ კუნდალინი დეპონირებულია ხერხემლის ფუძეში- მულადხარა ჩაკრაში, რითაც ადამიანი უკავშირდება პლუტონისეულ ამოუწურავ, ფარულ მიწისქვეშა ენერგიებს.
თუმცა , ბევრად უფრო სერიოზული წყაროები საუბრობენ იმის შესახებაც რომ ხერხემლის სვეტში ,სუშუმნას არხის გავლით ,კუნდალინის აღმასვლის დაწყებამდე, ჯერ ზემოდან უნდა დაეშვას ერთგვარი ენერგია რომელიც „ასწევს“ კუნდალინის როგორც ზონარს.
ეს პროცესი იწყება აჯნა ჩაკრაზე კონცენტრაციით, რომლის დროსაც გამომუშავდება ის უმაღლესი ნებელობისა და თვითშემცნების ენერგია , რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს კუნდალინის აღმასვლას და არა პირიქით.
და თუკი კუნდალინის აღმა დინება იწყება სპონტანურად, გენერირდება პრაქტიკულად უმართავი , ხშირად დამანგრეველი ენერგია – იღვიძებს გველი (არქეტიპული) , რომელმაც აცდუნა ადამი და ევა.
ასე რომ თუკი ვსაუბრობთ კუნდალინი იოგაზე, კუნდალინის აქტივაცია სწორედაც იწყება აჯნა ჩაკრიდან, ანუ თავიდან.
ამრიგად, ბევრი სერიოზული ასტროლოგი თანახმაა რადიართან რომ პლუტონი მართავს პირველ რიგში ვერძს, მაგრამ მაინც რატომაა რომ ასტროლოგთა უმრავლესობას განსხვავებული აზრი გააჩნია ?
დავიწყოთ იქიდან რომ პლუტონზე არც ისე შორეულ წარსულში გახდა ცნობილი , კერძოდ კი 1930 წ. და დღემდე საკუთარი სრული ციკლის დაახლოებით მეოთხედზე ნაკლები აქვს გავლილი. ხოლო დაწყებული კირჩხიბიდან (როდესაც იგი აღმოაჩინეს) მორიელის ზოდიაქომდე, (რომელშიც იგი 1995 წლამდე მოძრაობდა) ზოდიაქალური წრის 1/3 განვლლო .
ცხადია შეგვიძლია პლუტონის ზემოქმედების გაანალიზება წარსული მოვლენების მიხედვით , მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ დედამიწურ გამოცდილებაზე ,მისი სრული ციკლის ზემოქმედების მთლიანი სურათი არ გაგვაჩნია.
ამჟამად პლუტონი უმთავრესად თავს ავლენს როგორც მოსობრივი სოციალური მოძრაობების მმართველი პლანეტა და პრაქტიკულად ვერ ვხედავთ მის გავლენას იდივიდუალურ პლანზე.
აქედან გამომდინარე იგრძნობა ინდივიდის ნების დაქვემდებარება კოლექტიურისადმი, რაც ჯაჭვური რეაქციას შეესაბამება ფიზიკურ პლანზე.
ქიმიურად ეს გამოიხატება როგორც აფეთქება, ხანძარი. ფიზიკაში კი როგორც ბირთვული რეაქცია, რომლის დროსაც მზარდ პირველად რეაქციებს საბოლოო ჯამში შეუქცევად პროცესებამდე მივყავართ. მსგავსი პროცესები დაიკვირვება როგორც სოციალურ გარემოში, ასევე ცალკეულ ინდივიდშიც. მაგ. ონკოლოგიური დააავადები როგორც ჯაჭვური რეაქციის მაგალითი.
სოციუმში მოძრაობები იწყება ფარულად, მცირე ჯგუფების ერთეული აქტივობების სახით. გადაიზრდება რა არაორგანიზებულ სოციალურ ნაკადში, საბოლოო ჯამში ხდება უმართავი.
ამგვარადვე ადამიანური ცნობიერების სუსტი ემოციური იმპულსი ტრანსფორმირდება მგზნებარე ენერგიად, რომელიც აღარ ემორჩილება ინდივიდის თვითკონტროლს.
თანამედროვე ხანაში პლუტონი ყველაზე მეტად გამოვლინდება როგორც ცალკეული ერთეულის დამთგუნველი, უმართავი ენერგია. მასვე განეკუთვნება ეგრეგორი, სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობები და ა.შ.
თუმცა ბოლო ხანებში ხშირად აღინიშნება პლუტონის გამოვლინებები ინდივიდუალურ დონეზეც. სულ უფრო მეტად იბადებიან ადამიანები მაგიური უნარებით, ფარული ენერგიების მართვის ნიჭით, უმაღლესი ნებელობითი და სულიერი შესაძლებლობებით, რომელთაც ხელეწიფებათ მოახდინონ ენერგიათა ნაკადის ორგანიზება და საჭირო კალაპოტში მიმართვა.
ეს შეიძლება დავახასიათოთ როგორც ცნობიერების კონტროლით მიღწეული ინდივიდუალური გამოვლინება.
მასობრივიდან ინდივიდუალურში გადასვლისას პლუტონის ზეგავლენა იცვლის თავის ელფერს. თუკი მასებში იგი თავს იჩენს როგორც მორიელის უმაღლესი მმართველი, ინდივიდუალურ დონეზე მას უფრო მეტად შეესაბამება ვერძი, რადგან ეს უკანასკნელი თავის უმაღლეს ემანაციაში არის არა გარეგანი ზემოქმედების არამედ შინაგანი ნების გამომხატველი ნიშანი. ვერძის უმაღლესი სიმბოლოა -მემსხვერპლეობა(საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა).
ბიბლიაში ყურადღებას მიაქცევდით რომ ადამი, პირველი ადამიანი, ჭვრეტდა საგანთა არსს და მან ყოველ სულიერსა თუ უსულოს მიანიჭა სახელი. სახლდება- როგორც ასეთი ნიშნავს განაცხადო ფარული შინაგანი არსი ანუ გამოხატო საგნის შინაგანი მნიშვნელობა.
ვერძს გააჩნია სწორედ ამგვარი სიმბოლური აზროვნება , გამოხატოს შიდა არსი და ეს პლუტონის ზეგავლენაა.
რათქმაუნდა მორიელიც თავს ავლენს როგორც ძლიერი ანალიტიკური ნიშანი , მაგრამ ეს უნარი გაცილებით უფრო ძლიერია ვერძში.
შემდგომ თაობებში ჩვენ შევნიშნავთ პლუტონის ზეგავლენა რამდენად მცირდება მორიელში და იზრდება ვერძში.
როგორ ავხსნათ რომ ცალკეული პლანეტა თავს უფრო აქტიურად ავლენს მისი აღმოჩენის შემდეგ ?
ზოგადად როგორც ცალკეულ პლანეტებს, ასევე მზის სისტემას ერთიანობაში, თავისი თვისობრიობა არ შეუცვლიათ მას შემდეგ რაც ისინი ადამიანებმა აღმოაჩინეს , ან ცვლილება იმდენად უმნიშვნელო იყო რომ სათვალავი შეგვიძლია არც მივიღოთ.
მაგრამ როდესაც ასტროლოგი საუბრობს ამათუ იმ პლანეტის ზეგავლენაზე , იგულისხმება არა პლანეტის სუფთა ენერგია (დერივატი), არამედ ენერგია როგორც შედეგი, პლანეტის უცვლელი ენერგიის, ადამიანის სამშვინელთან (სულთან) ან კაცობრიობის სასიცოცხლო პროცესებთან ურთიერთქმედებისა.
ეს იგივეა როდესაც ჩვენ აღვიქვამთ მზის სინათლეს, როგორც მზის სხივის, თვალის ბროლში გარდატეხის შედეგს. ჩვენი თვალის აღნაგობა რომ ყოფილიყო სხვაგვარი, მზის სინათლესაც სხვაგვარად აღვიქვამდით. ამგვარადვე პლანეტის ზემოქმედებას ცალკეული ინდივიდი სწორედ საკუთარი სულიერი განვითარების ხარისხის მიხედვით აღიქვამს.
კაცობრიობის ინტენსიური სულიერი ევოლუციისას, ადამიანის სული იწყებს იმ პლანეტარული ფაქიზი გავლენის აღქმას რასაც ადრე ყურადღების მიღმა ტოვებდა.
მაღალგანვითარებული სული მიმართულია პლანეტის უმაღლესი გამოვლინებების ფიქსაციისკენ და შესაბამისად შედარებით დაბალგანვითარებული სული აღიქვამს დაბალ პლანეტარულ გამოვლინებებებს.
ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ პლანეტის ზეგავლენის გაძლიერებაზე, მხედველობაში გვაქვს რომ შეიცვალა თავად კაცობრიობა, მასთან ერთად დედამიწა და ის პლანეტარული ემანაციები რომელიც აქამდე დაფარული იყო ადამიანისათვის უკვე მისაწვდომი გახდა.
თუკი ეს გავლენა აქამდე არაცნობიერად შემოდიოდა, ახლა ვიწყებთ რა მასზე ფიქრს ძალაუნებურად ვამყარებთ კავშირს პლანეტასა და ჩვენს ცნობიერს შორის. შეასაბამისად რეალიზებას ვუკეთებთ ყველაზე ცნობილ ოკულტურ კანონს. აღნიშნული კავშირის მეშვეობით ნებისმიერ საგანს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე. როდესაც პლანეტა ღიაა ჩვენი ცნობიერისათვის, ვფიქრობთ მასზე, მისი ზემოქმედება ხდება უფრო მეტად პირდაპირი და შემეცნებული , შესაბამისად კი კაცობრიობაზე მისი გავლენა ძლიერდება.
თუკი გავაანალიზებთ კაცობრიობის ისტორიას, შევნიშნავთ რომ მკვეთრად გამოხატულ ურანულ ტენდენციებს ადგილი ჰქონდა სწორედ ურანის აღმოჩენის შემდეგ. ამ პერიოდიდან აღინიშნება ურანისტული ცხოვრების სტილის დანერგვა, სიახლეები მეცნიერებაში , კულტურასა თუ ადამიანურ ურთიერთობებში, რომლებმაც დასაბამი მისცეს 18-ე საუკუნიდან მოყოლებული რევოლუციების სერიას, პოლიტიკასა და საზოგადებრივი მოწყობის სფეროში სატურნისეული უხეში ფორმებიდან, ურანისტულ, თავისუფალ, დემოკრატიულ წყობაზე გადასვლას.
ურანის შესახებ ცნობილი გახდა 1762 წელს, აშშ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მას მოყვა ფრანგული რევოლუცია და ა.შ.
მეოცე საუკუნემ მოიტანა ურანისტული ქიმია, ბიოლოგია, ქვანტური ფიზიკა, ურანული ხელოვნება რომელიც გამოირჩევა მრავალმხრივი მიმართულებებით, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ ფორმების დესტრუქციულობით. მთელი ჩვენი თანამედროვე კულტურა ურანისტულია: ელექტრონიკა, რადიო, ტელევიზია, კომუნაკიციების სისტემა, კოსმონავტიკა.
იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი ნეპტუნის აღმოჩენის შემდეგაც, რასაც მოყვა ასევე დიდი ძვრები ბილოგიაში, ფსიქოლოგიასა და ხელოვნებაში. შესამჩნევად შეიცვალა სულიერი მისწრაფებები.
ფსიქოლოგიაში დაიწყეს საუბარი არაცნობიერის ფენომენზე. იუნგმა განაგრძო რა ფროიდის მიერ დაწყებული კვლევები , გამოსცა ნაშრომი არქეტიპულ საგვარეულო მემკვიდრეობაზე.
ნეპტუნის ერაში ევროპას გადაუარა არამარტო ახალმა კულტურის ტალღამ, არამედ ნარკოტიკებმაც.
ერთი სიტყვით ნეპტუნისეულ ცნობიერებას განეკუთნება ყოველგვარი დემოკრატიული და ჰუმანისტური ტენდენციები.
ყველაფერმა, რაც კავშირშია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ სახეცვლილებებთან, ეკოლოგიურ მოძრაობებთან, მიმართულებებთან რომლებსაც საბოლოო ჯამში მივყავართ თანასწრობასა და მსოფლიო ბალანსამდე, თავისი გამოხატულების პიკს მიაღწია ნეპტუნის სრული ციკლის დასასრულისათვის. აქედან კი უკვე დაიწო ნეპტუნის დადებითი პოლიუსის გამოვლინება.
ამგავარადვე პლუტონმაც აღმოჩენისთანავე მოახდინა მძაფრი პლუტონური ტენდენციების დემონსტრირება, რომელთა სულ უფრო გაძლიერება და ინდივიდიზაცია მოხდება მომავალში.
პლუტონისეული ციკლის დასასრულს დაიბადება ახალი თაობა, რომელიც გამოიყენებს პლუტონის ენერგიებს სხვაგვარად.
საბოლოო ჯამში კი კაცობრიობა პლუტონის ნეგატიური კოლექტიური აღქმიდან გადავა ინდივიდუალური , პოზიტიურისაკენ. ადამიანური ცნობიერების ევოლუციასთან ერთად მოხდება პლუტონის დადებითი პოლუსის გაძლიერება ვერძში და კოლექტიურის, მასობრივის შესუსტება მორიელში.
მოამზადა: ე. ბურდულაძე