პლუტონი პირველ სახლში

ასტროლოგიურად პლუტონი არის სიკვდილ-სიცოცხლის, გარდაქმნების, კრიზისების, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა. მისი მდებარეობა სახლებში გვიჩვენებს სად არის მოსალოდნელი კრიზისები, სად მოგვიწევს მტკივნეული სიტუაციების გადალახვა და რა გარემოებებში მოგვიწევს ტრანსფორმაცია. ამ ყველაფრის ინტენსიურობა კი განისაზღვრება პლუტონის ასპექტაციით პირად პლანეტებთან: დაძაბულია თუ ჰარმონიული. პლუტონი ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ქირურგს, რომელიც სხეულისთვის გამოუსადეგარ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ორგანოს გვაჭრის. ჩვენთვის მტკივნეულია ეს პროცესი, გვსტრესავს და ფსიქოლოგიურად გვამძიმებს, თუმცა ეს ჩვენივე კეთილდღეობისათვისაა საჭირო. პლუტონი ყოველთვის კლავს და ძირფესვიანად ჭრის არასასურველს, რაც ჩვენი განვითარებისთვის დამაზიანებელია. ბოლომდე ანგრევს და ასტერილირებს სიტუაციებს. შემდეგ კი, უკვე დანგრეულ და განადგურებულ არეალზე ბადებს ახალ სიცოცხლეს. იგი პასუხისმგებელია ციკლურ პროცესებზე. ხშირად კი,პლუტონი ისეთ მდგომარეობებში და გარემოებებში გვაგდებს, ისეთ რაღაცებს გვართმევს, რაც ადამიანური გაგებით რთულად აღსაქმელია. პლუტონი ძალიან ღრმა პლანეტაა და ადამიანში მიმდინარე ძალიან ძირეულ და არაცნობიერ პროცესებზე აგებს პასუხს. მისი გამოკვეთა რუკაში აქტუალიზირებს სინდისის თემებს და ხშირად რთავს თვითგანადგურების პროგრამას, რაც ხშირად გამოიხატება დესტრუქციულობით, თვითგვემითა და სადო-მაზოხიზმით. პლუტონი ასოცირდება ძალიან მძაფრ, მძლავრ და ინტენსიურ ენერგიებთან რისი რეალიზაციაც აუცილებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანს რუკაში გამოკვეთილი ყავს პლუტონი.

პლუტონი პირველ სახლში.

პლუტონის კუთხის სახლში ყოფნა ყოველთვის ასოცირდება ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ კრიზისებზე, გარდამტეხ სიტუაციებზე და ტრანსფორმაციებზე. თუ პლუტონი რუკაში ჰარმონიულად ასპექტირებულია პირად პლანეტებთან და არ აქვს დაზიანება, ასეთი ადამიანი გამოირჩევა უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით. თითქოს უსასრულო ენერგეტიკული ნაკადის ქვეშაა და მუდმივად აფრქვევს ამ ენერგიას. აქვს უნარი ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე, ჩაერთოს კოლექტიურ, მაშტაბურ და მასიურ პროცესებში და თავისი მძლავრი ენერგეტიკისა და კარგი მმართველობითი უნარების ხარჯზე, ხალხის მასაში მოგვევლინოს, როგორც ლიდერი და წინამძღოლი. ასეთი ადამიანი გამოირჩევა ძალაუფლებისა სიყვარულით, რის გამოც ხშირად გხვდებიან ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: ბიზნესი; საბანკო საქმე; მსხვილ თემებთან შეხება, სადაც ხალხის მასა დაინახავს; ქირურგია; მაგია. თუ ადამიანს რუკის სხვა მაჩვენებლებიც ხელს უწყობს, ასევე ხშირად არიან სულიერ და ოკულტურ თემებშიც. გამოირჩევიან ძლიერი ინტუიციით და ინსტინქტებით, უნარი აქვთ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ სხვა ადამიანებზე, უბრალო გამოხედვითაც კი. ნეგატიური ასპექტაციისას გვხვდბა მძიმე ხასიათის ადამიანი, ჩაკეტილი, დაფარული, ფსიქოლოგიურად რთული და დესტრუქციული. მიდრეკილება აქვთ დეპრესიისკენ, რადიკალური ცვლილებებისკენ, სისასტიკისკენ და სადო-მაზოხიზმისკენ. ხშირად აქვთ სინდის ქენჯნა, თითქოს გამიზნულად აზიანებენ სხვა ადამიანებს და შემდგომ, ამის გამო, ანადგურებენ შინაგანად საკუთარ თავს. ხშირად აწუხებთ ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილი, რის გამოც ყველაფერზე წასვლა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებს ხშირად აქვთ ენერგეტიკული ვარდნები და რეგენერაციისათვის სჭირდებათ დიდი დრო. თუ პლუტონი მნათობებს ურტყავს, შესაძლებელია პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საფრთხის შემცველია მწვავე ინფექციური დაავადებების, სიცხისას მაღალი ტემპერატურის და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კავშირია მე-6 ან მე-8 სახლებთან.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on vk

კომენტარები