3.4 პალანეტარული სტატუსი
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტარული ფუნქციები არ იცვლება არასდროს, პლანეტარული თვისებები იცვლება გამომდინარე იქიდან პლანეტა რომელ ნიშანში ხვდება. ნიშანი თითქოს ღებავს პლანეტას თავის ფერში და აძლევს თავის თვისიბრივ მახასიათებლებს. მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ პლანეტას გააჩნია თავის საკუთარი „ფერი“. და როცა ის ხვდება სხვა „ფერის“ სივრცეში, ის იცვლის თავის „ფერსაც“. კომბინაციაში გამოდის ზოგი „ფერი“ ლამაზი და ჰარმონიული, ზოგი დისჰარმონიული. ეს რომ განვსაზღვროთ უნდა გავეცნოთ ისეთ მცნებას, როგორც არის პლანეტარული სტატუსი.
ზოდიაქოში ყველა პლანეტას გააჩნია ადგილი, სადაც ის აბსოლუტურ რეზონანსშია ნიშანთან, გრძნობს თავს როგორც საკუთარ სახლში, ის „სახლის პატრონია“, არაფერი არ უშლის ხელს რომ სუფთად გამოავლონოს თავისი თვისება. ანალოგია რომ გავატაროთ, როცა ადამიანი მოდის საკუთარ სახლში, ის არ ფიქრობს იმაზე როგორ მოიქცეს, ის ბუნებრივად იქცევა, არ გრძნობს არც საშიშროებას,არც დისკომფორტს, ისეთია, როგორიც არის. მას შეუძლია სახლი გაყიდოს, ან გაარემონტოს, მოკლედ ის სიტუაციის პატრონია.
ასევეა პლანეტა თავის მართვის ნიშანში. ეს ძალიან ბუნებრივი და ადექვატური მდგომარეობაა. ადექვატურობა არ ნიშნავს კარგს ან/და ცუდს (ზოგადად ასტროლოგიაში პლანეტარულ მდგომარეობას არასოდეს არ ვაძლევთ ზნეობრივ დატვირთვას). ადექვატურობა ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეს პლანეტა კარგად ასრულებს თავის კონკრეტულ ფუნქციას, მისი თვისებები რეზონანსშია იმ სივრცის (ნიშნის) თვისებებთან, რომელშიც ეს პლანეტა არის და ეს ხელს უწყობს თავისი ”მიზანის მიღწევაში” – მიზანი კი არის ის ფუნქცია, რომელსაც პლანეტა უნდა ასრულებდეს: მარსი უნდა მოქმედებდეს, იუპიტერი- აფართოვებდეს, სატურნი -სტრუქტურირებდეს და ა.შ.
მაგალითისთვის ავიღოთ მარსი ვერძში. ხშირად მომისმენია, რომ მარსი ვერძში მოჩხუბარია. მაგრამ მარსი თავის მართვის ნიშანშია და ადექვატურია- თუ საჭიროა ბრძოლა და ჩხუბი- იჩხუბებს, თუ საჭირო არ არის- ტყუილად არ დახარჯავს ენერგიას. ანუ თავის ფუნქციას- ქმედების, ბრძოლის, კონკურენციის- ის ასრულებს უმაღლეს დონეზე.
მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის რომ პლანეტა მართვის ნიშანში გამოვლინდება სრულად, ადექვატურად, სტაბილურად, ენერგეტიკული ჩავარდნების გარეშე, „დაღლილობის“ გარეშე. მას არ ესაჭიროება განსაკუთრებული პირობები, ის ყველა სიტუაციაში შეასრულებს თავის ფუნქციებს.
არსებობს პლანეტის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის ცუდად გრძნობს თავს. ეს არის მართვის ნიშნის ოპოზიციური ნიშანი. ამ მდგომარეობას ეწოდება პლანეტის განდევნა. ისევ ანალოგია რომ გავატაროთ ოჯახთან და საკუთარ სახლთან – ოჯახის წევრი, რომელიც გააგდეს სახლიდან და წაართვეს ყველა უფლება. შესაბამისად, ის აღარ არის თავისუფალი თავის გარეგნულ გამოვლინებაში, ის უფრო იძულებით სიტუაციებში ვარდება, მაგრამ, შესაძლოა, რომ მას ჰქონდეს მეტი შინაგანი დაძაბულობა, მოთხოვნა, რომ დაუმტკიცოს ოჯახს არ იყო გასაგდები, რომ მას შეუძლია გახდეს ღირსი თავისი ოჯახის.
ასევეა განდევნილი პლანეტა – დასუსტებულია ფიზიკურ პლანზე. არაადექვატურია. მისი არაადექვატურობა გამოიხატება იმაში, რომ ენერგეტიკული ჩავარდნები აქვს – ხან იქცევა ჰიპერაქტიურად, ხან სართოდ არ გააჩნია ენერგია თავისი პირდაპირი ფუნქციების შესასრულებლად.
მაგრამ, ამ არაადექვატურ მდგომარეობში, ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც სხვას, და შესაძლოა, რომ ზუსტად ეს განდევნილი პლანეტა გახდეს ადამიანისთვის შინაგანი მამოძრავებელი ძალა,ზრდის მოტივი. რა თქმა უნდა დაბადებიდან ადამიანს ამ პლანეტის ენერგია არ მიეცემა სრულად. მართვის ადგილას პლანეტას არ ჭირდება ძალდატანება მის გამოსავლენად, სწავლა, დაძაბულობა. განდევნილ პლანეტამ კი აუცილებლად უნდა ისწავლოს და იმუშაოს საკუთარ თავზე, იპოვოს ის სივრცე, სადაც ადექვატურად გამოვლინდება. თავიდან გაუჭირდება, მაგრამ როცა ისწავლის ადამიანი ამ პლანეტის ენერგიის მართვას, შეიძლება გახდეს ჰიპერკონპენსაციის და ზრდის წერტილი. მაგალითისთვის ავიღოთ მარსი სასწორში – ფიზიკური ძალა არ გააჩნია, კონკურენტუნარიანობა, ნება ქმედების, დამოუკიდებლობა. არაადექვატურობა გამოიხატება იმაში, რომ ზოგჯერ საერთოდ არ არის ქმედითუნარიანი, ზოგჯერ კი ხდება უმიზეზოდ აგრესიული და უაზროდ ხარჯავს ენერგიას. მაგრამ, არსებობს სივრცე, სადაც ეს პლანეტა აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას ანუ სასწორის სივრცე – დავუშვათ, დიპლომატიურ მოლაპარაკებზე, ის ხდება მომთხოვნი, კონკურენტუნარიანი, ადექვატურად მიმწოლი. ან როცა ადამიანი კოლექტივში სამართლიანობას იცავს. კი, კუნთების ენერგია შეიძლება არ აქვს, მაგრამ დიპლომატიური შეხვედრა სულაც არ არის ის ადგილი, სადაც საჭიროა კუნთების ენერგია.
გამოდის, რომ რა სტატუსშიც არ უნდა იყოს პლანეტა, ყოველთვის არსებობს სივრცე, სადაც ის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ქმედითუნარიანი.
მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის რომ პლანეტა განდევნის ნიშნაში – არ არის სტაბილური, გააჩნია ენერგეტიკული ჩავარდნები, უჭირს ადექვატური გამოვლინება, მას ესაჭიროება განსაკუთვრებული პირობები სწორი გამოვლინებისთვის. მაგრამ ყოველთვის მოიძებნება სივრცე, სადაც განდევნილი პლანეტა გამოვლინდება ადექვატურად.
შემდეგი ძლიერი მდგომარეობა პლანეტის არის ეგზალტაცია, ამაღლება ან გიფსომა. სახლის პატრონის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ- თუ მართვის პლანეტა
იყო სახლის პატრონი, ეგზალტურებული პლანეტა არის უახლოესი მეგობარი, რომელსაც ამ სახლში ოჯახის წევრის უფლებები აქვს. მას მართალია არ შეუძლია პატრონის გარეშე სახლი გაყიდოს, ან გაარემონტოს, მაგრამ შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ დროს, დაისვენოს, ჭამოს, სახლის წარმართვაში დაეხმაროს პატრონს და ამასთან უფრო პატივში იყოს, როგორც სტუმარი.
ეგზალტაციის ნიშანს სრული რეზონანსი არ გააჩნია პლანეტასთან, ის ზოგ პლანეტარულ თვისებას ასუსტებს, მაგრამ ზოგს პირიქით. მაგრამ ძირითადად პლანეტის თვისებები გამოვლინდება ადექვატურად.
ეგზალტაციის შესახებ ასტროლოგებს არ გააჩნიათ ერთი საერთო აზრი.
მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის , რომ პლანეტა ეგზალტაციის ნიშანში – ეს არის პლანეტის გაძლიერება, როცა მისი აქტიურობა მკვეთრად იზრდება, გამოვლინება ადექვატურია, მაგრამ სრულყოფილ გამოვლინებას პლანეტა აღწევს მხოლოდ მართვის ნიშანში.
მაგალითად, მზე ეგზალტირებს ვერძში. მას გააჩნია ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ არ გააჩნია შინაგანი მდგრადობა, როგორიც აქვს მზეს ლომში. მზე ენერგიის მუდმივი წყაროა, ცენტრია, ოქროს შუალედი, წონასწორობა, რომელიც ვერძს არ გააჩნია.
მთვარე ეგზალტირებს კუროში. გამოირჩევა თავის ნაყოფიერებით, ზრუნვით, კომფორტის შეგრძნებით, მაგრამ გარეგნული სირბილის მიუხეავად არ ყოფნის შინაგანი პლასტიურობა, დამყოლობა, რეაგენტულობა.
დანარჩენ პლანეტებს განვიხილავთ მოგვიანებით.
პლანეტის მდგომარეობას ეგზალტაციის ოპოზიციურ ნიშანში უწოდებენ ვარდნას. ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ”პერიოდულ ორმოს”, რომელშიც პლანეტა ვარდება. ნიშანი თავისი თვისებებით არ შეესაბამება პლანეტის თვისებებს და უშლის ხელს გამოვლინებაში. და აქ საინტერესოა შევადაროთ ეგზალტაციას, სადაც პლანეტა დისკრეტულად მაღლდება თავის რომელიმე თვისებაში. ვარდნაში პლანეტა ასევე დისკრეტულად ვარდება „ორმოში“ და მისი გამოვლინება არაადექვატურია. არსებობს ადამიანის ფსიქიკაში რაღაც მომენტი, რომლის გადალახვა ადამიანს უჭირს. წარმოიდგინეთ, რომ ერთი და იგივე ადგილას ერთხელ წამოსდეთ ფეხი რაღაცას და დაეცით, მეორედ, მესამედ. როგორ მოიქცევა მართვის და ეგზალტირებული პლანეტა? გაწევს ან გვერდს აუვლის იმ ნივთს, რომელიც ხელს უშლის. განდევნილი – გაღიზიანდება. ყველა სხვა და სხვანაირად გამოხატავს: ვიღაცა შეიგინება, ვიღაცა შეიძლება აგრესიული გახდეს იმ მომენტში რომ მიმართო ან ძალიან არაადექვატურად გიპასუხოს. სინამდვილეში კი რა მოხდა? უბრალოდ დავეცი? ვისი ბრალია რომ დავეცი? რატომ ვხდები გაღიზიანებული და აგრესიული გარემოს მიმართ? ეს არის ადამიანის „აქილევსის ქუსლი“. და ვინაიდან ის დისკრეტულად მუშაობს, ადამიანს უჭირს მისი მართვა. რა თქმა უნდა ბევრჯერ რომ დაეცემა, საბოლოო ჯამში ისწავლის.
ისევე, როგორც განდევნის შემთხვევაში არსებობს სივრცე, სადაც პლანეტა საკმაოს კარგად შეასრულებს თავის ფუნქციას. მაგალითად, მთვარე მორიელში – მოვლა, ნაყოფიერება, ემოციების გამოხატვა ჩვეულებრივად უჭირს – ის ან არ გამოხატავს ემოციებს, ან გამოხატავს ძალიან მგზენბარედ. მაგრამ, როგორც კი მთვარე მორიელში ხვდება ექსტრემალურ სიტუაციაში, ის ხდება აბსოლუტურად ადაპტირებული და ადექვატური.
რაც შეეხება დანარჩენ სტასუსებს- „ნათესაობა“, „მტრობა“- აქ ზოდიაქოს ნიშანი საშუალო დონეზე ან უწყობს, ან უშლის ხელს ნიშნის თვისებებს. „ნეიტრალურ“ მდგომარეობაში არის მხოლოდ მნათობები.
3.5. როგორ ჩამოყალიბდა მართვის სისტემა
საინტერესოა როგორ ჩამოყალიბდა მართვის სტრუქტურა ზოდიაქოში. ძველი ასტროლოგებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ 7 პლანეტა.
კლავდიუს პტოლემეოს „ტეტრაბიბლოსში“ კარგად ხსნის მმართველობის სისტემას. მომყავს პირდაპირ კლავდიუს პტოლემეოსის ტექსტი. შესაძლებელია თანამედროვე მკითხველისთვის ცოტა ძნელი აღსაქმელი იყოს, მაგრამ შინაარსი სავსებით გასაგებია.
(ტეტრაბიბლოსი, თავი17)
„პლანეტები ასევე დაკავშირებულები არიან ზოდიაქოს ნიშნებთან ეგრეთ წოდებული მართვით, ტრიგონებით, ეგზალტაციით, ტერმებით და ა.შ.
მართვის სისტემას გააჩნია შემდეგი ხასიათი. ვინაიდან 12 ნიშნიდან ყველაზე ჩდილოეთით, ანუ ყველაზე ახლოს ჩვენს ზენიტთან მდებარეობენ კირჩხიბი და ლომი, და ეს ნიშნები ყველაზე მეტად ქმნიან სიმხურვალეს და სითბოს – ითვლებიან ყველაზე დიდი და გავლენიანი ციური მნათობების სახლებად: ლომს, მამაკაცურს თავისი ბუნებით, მიაკუთვნებენ მზეს, და კირჩხიბს, ქალურს თავისი ბუნებით, მიაკუთვნებენ მთვარეს. (ზოგადად ძველი ასტროლოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზე და მთვარე, და ნებისმიერ ანალიზში ყოველთვის ორიენტაციას იღებდნენ მნათობებზე (ავტ.)). შესაბამისად ითვლება, რომ ნახევარი წრე ლომსა და თხის რქას შორის არის მზის, და მერწყულსა და კირჩხიბს შორის- მთვარის; მაშასადამე, ყოველ ნახევარწრეში ერთი ნიშანი შეიძლება მივაკუთვნოთ ერთერთს ხუთი პლანეტიდან ისეთნაირად, რომ ერთ შემთხვევაში ასახოს კავშირი მზესთან, მეორეში- მთვარესთან, მათი მოძრაობის სფეროების შესაბამისად (ისინი განლაგებულნი არიან ცენტრიდან, დედამიწიდან დაშორების რიგითობით (ავტ.)) და მათი ბუნებიდან გამომდინარე.
რადგან სატურნის ხასიათში ჭარბობს სითბოს საწინააღმდეგო სიცივე, და ის მოძრაობს ყველაზე მაღალ და მნათობებისგან დაშორებულ ორბიტაზე, მას მიაკუთვნებენ ნიშნებს, რომლების მდებარეობენ კირჩხიბისა და ლომის მოპირდაპირე მხარეს, კერძოდ, თხისრქას და მერწყულის. ამის მიზეზი არის კიდევ ის, რომ ეს ზამთრის ცივი ნიშნებია, და მათი დიამეტრალური (180 გრ. (ავტ)) ასპექტი არ შეესაბამება კეთილისმყოფელ გავლენას.
იუპიტერს, თავისი ზომიერი ბუნებით და სატურნის ქვემოთ მდგომარეობით (იუპიტერის ორბიტა უფრო ახლოს არის დედამიწასთან (ავტ.)), მიაკუთვნებენ შემდეგ ორ ნიშანს, ქარიანს და ნაყოფიერს, მშვილდოსანს და თევზებს, რომლებიც ქმნიან ტრინს (მშვილდოსანი ლომიდან, თევზები კირჩხიბიდან დაშორებულია 120 გრ-ით (ავტ.)), ჰარმონიულ და კეთილგავლენიან კონფიგურაციას მნათობებთან.
შემდეგ მშრალ მარს, რომლის სფერო (ორბიტა (ავტ.)) მდებარეობს იუპიტერის ქვემოთ, მიაკუთვნებენ ასევე შემდეგ ორ ნიშანს, მორიელს და ვერძს, რომლებსაც მარსის მსგავსი ბუნება აქვთ, და თავისი დამანგრეველი და არაჰარმონიული ბუნების შესაბამისად, შეადგენს კვადრატს მნათობებთან (ვერძი კვადრატშია მთვარის ნიშანთან, კირჩხიბთან, მორიელი- მზის ნიშანთან, ლომთან. მაგრამ ასევე ქმნიან ტრინს- ვერძი ლომთან, მორიელი კირჩხიბთან).
ზომიერი ვენერა, რომელიც მდებარეობს მარსის შემდეგ, კავშირდება ორ შემდეგ ძალიან ნაყოფიერ ნიშანთან, სასწორთან და კუროსთან, და ჰარმონიულ სექსტილს (60გრ.) ქმნის მნათობებთან; კიდევ ერთი მიზეზი იმაში, რომ ვენერა არასოდეს მიდის მზისგან ორივე მიმართულებით ორ ნიშანზე დიდი მანძილით.
და ბოლოს მერკურის, რომელიც არასოდეს არ მიდის მზისგან ერთ ნიშანზე დიდი მანძილით ორივე მიმართულებით და მოძრაობს ყველაზე დაბლა, ახლოს მნათობებთან, აკავშირებენ ორ დარჩენილ ნიშანთან, ტყუპებთან და ქალწულთან, რომლებიც მნათობების ნიშნების მეზობლად მდებარეობენ“
ჩვენ მივიღეთ ასეთი სქემა:
ზოდიაქო გაიყო ორ, დღის (მზის) და ღამის (მთვარის), ნახევარსფეროდ ვერტიკალური ღერძით. დღის ნახევარსფერო დაკავშირებულია უფრო მართვად და ცნობიერ პროცესებთან, ღამის- უფრო სტიქიურ, გაუცნობიერებელ პროცესებთან. როგორც ხედავთ ამ სისტემაში არსებობს მკაცრი მიბმა ფიზიკურ სამყაროსთან, კერძოდ პლანეტების ხილვადობასთან დედამიწიდან. საერთოდ ძალიან ლამაზი სქემაა.
ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ არ აღმოაჩინეს ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. დადგა საკითხი რომელი ნიშნების მმართველობა მიანიჭონ ამ პლანეტებს. და ლოგიკურიც იყო, რომ ურანს მიანიჭეს მერწყულის მმართველობა, ნეპტუნს თევზების (მათი ბუნებიდან გამომდინარე და დედამიწიდან დაშორების პრინციპით. ის მართველები, რომელიც ჰყავდა მერწყულს და თევზებს (სატურნი და იუპიტერი) დარჩა მეორე მმართველებად, და ურანიმა და ნეპტუნმა მიიღო ამ ნიშნების პირველი მმართველობა. მიაქციეთ ყურადღება იმას (ეს ძალიან მნიშვნელოვანია), რომ უმაღლესი პლანეტები- გაუცნობიერებელის პლანეტებია, ის რაც დამალულია სამშვინველის (მთვარის) სიღრმეებში. და ეს ორი გაუცნობიერებელი პლანეტა ბუნებრივად ხვდება მთვარის (სამშვინველის, გაუცნობიერებელის) მხარეს.
პრობლემები გაჩნდა, როცა აღმოაჩინეს პლუტონი. დაკვირვებით და პლუტონის ხასიათით მას მიაკუთვნეს მორიელის პირველი მმართველობა. და ეგრევე ეს ულამაზესი სქემა დაინგრა. ისმის კითხვა – როგორ მოხვდა „გაუცნობიერებელი“ პლუტონი მზის, ცნობიერ მხარეზე პირველ მმართველად? ხომ არ იქნება უფრო ლოგიკური პლუტონს მივანიჭოთ ვერძის პირველი მმართველობა? ეს იდეა ძნელად აღიქმება, მაგრამ სერიოზული საფუძველი გააჩნია. ნუთუ პირდაპირი და ცეცხლოვანი მარსი ასეთ მჭიდრო კავშირშია მორიელთან? ( თუმცა ასეთი ეჭვი ძველ ასტროლოგებს არ უჩნდებოდა).
ჩავატაროთ პატარა მსჯელობა. მკითხველს ვუტოვებ იმის თავისუფლებას, თავად გადაწყვიტოს პლუტონის პირველი მმართველობის თემა ( თუმცა მარსი მაინც რჩება ვერძის მართველად და დიდად არაფერი იცვლება. მაგრამ ჩემის აზრით ეს საკითხი პრინციპულია, ვინაიდან მორიელის მმართველობის შემთხვევაში მთელი ჰარმონია ინგრევა).
პტოლემეოსის გამოთქმით, მარსი არის მშრალი, მორიელი კი წყლის ნიშანია. მაგრამ იგივე „ტეტრაბიბლოსში“ მე-18 თავში პტოლემეოსი მსჯელობს ტრიგონების (სტიქიების) მართველობაზე და წერს შემდეგს:
„ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ტრიგონით, აღიწერება შემდეგნაირად. როგორც სამკუთხა, ტოლგვერდა ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტ ჰარმონიას მოიცავს საკუთარ თავში, ზოდიაქო გარშემორტყმულია სამი წრით: ციური ეკვატორით და ორი ტროპიკით, და მისი თორმეტი ნაწილი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედი…” შემდეგ პტოლემეოსი წერს, რომ ყველა ტრიგონს გააჩნია ორი მთავარი მმართველი- დღის და ღამის. და არჩევს რომელი პლანეტები არიან ამ ტრიგონების მართველები. ცეცხლის ტრიგონი- ვერძის, ლომის და მშვილდოსნის (კაცური სტიქია) მმართველობა ეკუთვნის მზე და იუპიტერს, (და არა მარს, ვინაიდან მარსი არ შედის მზის ჯგუფის პლანეტებში და მიეკუთვნება მთვარის ჯგუფის პლანეტებს (პტოლემეოსი)). მზე მართავს ცეცხლის ტრიგონს დღისით და იუპიტერი ღამით. მიწის ტრიგონს, რომელშიც შედის კურო, ქალწული და თხისრქა (ქალური სტიქია) უტოვებს ღამით მთვარეს და დღისით- ვენერას, მესამე ტრიგონს- ტყუპები, სასწორი, მერწყული (კაცური სტიქია)- უტოვებს დღისით სატურნს და ღამით- მერკურის და ბოლოს, წყლის ტრიგონის- კირჩხიბი, მორიელი, თევზები- მთავარ მმართველად დღისით და ღამით ასახელებს მარს, და მთვარეს და ვენერას უწოდებს მხოლოდ ღამის და დღის თანამართველებს.
ესეიგი, რომ დავაჯამოთ რას ამბობს პტოლემეოსი მარსზე:
ა) ის არ მიეკუთვნება მზის ჯგუფს;
ბ) მიეკუთვნება დასავლეთ, ნოტიო, წყლის ქარს (ქარები-ეს ძველის ძველი და დღეს დაკარგული დახასიათებაა პლანეტების);
გ) მარსი არის ერთადერთი მართველი წყლის ტრიგონის, და ვენერა და მთვარე მხოლოდ თანამართველები არიან.
საუბედუროდ ეს ძველი დახასიათებები პლანეტების დავიწყებულია, არა და ზუსტად ძველ ტრაქტატებში დევს ბევრი გასაღები. გამოდის, რომ ძველი ასტროლოგიის თვალსაზრისით მარსი, პირველ რიგში მორიელის მართველია და მერე უკვე ვერძის.
ეხლა ვნახოთ რას წერენ სხვა ძველი ასტროლოგები მარსზე. მივმართოდ აბრახამ ბენ ეზრის (XI-XIIს) „ვარსკვლავებზე მსჯელობის წიგნი“. პირველივე სიტყვებიდან ასტროლოგი წერს: „მარსი- ქალური, ცხელი და მშრალი პლანეტაა“, შემდეგ აგრძელებს: „ადამიანურ გამოვლინებაში მარსი ნიშნავს აჩქარებას, ძალას, ბრძოლას, კამათს, ქურდობას, წყენას, დანგრევას, დამცირებას, სიცრუეს, ბრალდებას, გარყვნილობას, ურცხვობას, ცრუ ფიცს და იმ ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ არც წესებს, არც კანონებს; შეუბრალებელ საქციელს, საშიშროებას, ხალხის ტანჯვას, ტყვეობას, შენობების ალყას, ძირის გამოთხრას ქურდობის მიზნით, ნებისმიერი საიდუმლოს გახსნას“.
რამდენად სიცრუე, გარყვნილობა, ცრუ ფიცი, ქურდობა, ძირის გამოთხრა ქურდობის მიზნით, ნებისმიერი საიდუმლოს გახსნა შეესაბამებას მარს, როგორც „მიამიტი“, „დარდიმანდი“ და პირდაპირი ვერძის მართველს? განსაკუთვრებით, როცა საუბარია ნებისმიერი საიდუმლოს გახსნაზე და ქურდობაზე (არა ღია ყაჩაღობაზე, არამედ „ჩუმად“ ძარცვაზე)? იქნებ არ არის ვერძი ასეთი „მიამიტი“ და „დარდიმანდი“, როგორც ჩანს?
ჩვენ არ შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება პტოლემეოსს, რომელიც ფაქტიურად ასტროლოგის „ჰატია“ და ასევე სხვა ძველ ასტროლოგებს. და არ გავითვალისწინოთ 2000 წელი რას ამბობდა ასტროლოგია მარსზე.
იქნებ ჩვენი აღქმა ამ პლანეტის და ვერძის ცოტა არასწორია.
ეხლა პლუტონი. პლუტონი არის მარსის უმაღლესი ოქტავა. და ის სიმბოლოზირებს ჭეშმარიტ ნებას, მაგრამ არა ინდივიდუალურობის ფარგლებში.
მოდით ვნახოთ რა პროცესი ხდება ვერძში. არა ის, როგორ გამოხატავს ვერძი თავის ქმედებას (ეს მარსია), არამედ ის, რა პროგრამას ასრულებს – „ მე ვარ“, „მე ვარ ყველა საწყისის საწყისი“. მართლაც, ვერძში ბუნება იღვიძებს. და ეს პროცესი არ არის დაკავშირებული არაფერთან, მხოლოდ ბუნების „ნებასთან“. სტერილურ ნიადაგში ჩნდება ჯერ კიდე უხილავი უზარმაზარი მუხტი, რომელიც შემდგომში მოიტანს ბუნების სრულ ტრანსფორმაციას. ეს ტრანფორმაცია უკვე დაწყებულია (უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, მხოლოდ ვგრძნობთ).ბიოლოგიაში არის ასეთი ცნება, როგორც ტურგორი. ეს არის წნევა, რომელიც ჩნდება მცენარის და სოკოს უჯრედის შიგნით, როცა მცენარე იწყებს გაღვივებას. როგოც წესი ეს წნევა აღწევს 5-10 ატმოსფეროს, და ზოგი სოკოს შემთხვევაში- 50-100 ატმოსფროს. ალბათ ყველას უნახია ასფალტში გაზრდილი მცენარე. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მარსისთვის ეს ძალიან დიდი ენერგიაა? ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ტრანფორმაციის პროცესი ხდება მხოლოდ მორიელში. ნამდვილად, მორიელი- კარიბჭეა, რომელიც გიშვებს ან არ გიშვებს ზემოთ. მაგრამ, როცა „ცარიელ“, „მკვდარ“ მიწაში უცებ ჩნდება ამხელა მუხტი, რომელიც შემდგომში ყველაფერს ცვლის- ეს ხომ უფრო დიდი ტრანსფორმაციაა. პლუტონს- როგორც ნების პლანეტას პირდაპირ შეესაბამება ის სიტყვები, რომელიც ვთქვით ვერძზე- „მე ვარ“, „მე ვარ ალფა და ომეგა“ და ეს უფრო ცეცხლის ხასიათია. საზღვარს თევზებსა და ვერძს შორის ძველი ტრადიციით უწოდებდნენ „აღორძინებას“. და ბევრი ცივილიზაცია წლის დასაწყისს უკავშირებდა გაზაფხული მოსვლას (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში-21 მარტი). გაიხსენეთ პლუტონის ფუნქციები- ის სტერილურ ნიადაგზე თესავს ახალ თესლს. როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი, ძლიერი წერტილი პირველ რიგში დაუკავშიროთ პირად პლანეტას?
და კიდევ ერთი, სასარგებლო იქნება პარალელის გავლება ტაროსთან. მივმართოს „თოტის წინგს“, რომელიც არის ჩვენი დროის ყველაზე სრული და შინაარსობრივი არქეტიპების ენციკლოპედია. ამ ნაწარმოებში იმპერატორის არკანს შეესაბამება ვერძი. იმპერატორი, რომელიც ასრულებს ღვთის ნებას დედამიწაზე, მმართველია და უზარმაზარი პასუხისმგებლობის მატარებელია, არანაირად არ შეესაბამება პირდაპირი და ინდივიდუალისტი მარსის ბუნებას. მას უფრო შეესაბამება პლუტონის ბუნება.
ჯამში, მკითხველმა თვითონ განსაზღვროს აქ მოყვანილი არგუმენტები. პლუტონი და მარსი რჩება ორივე ნიშნის მართველად, მაგრამ პლუტონი ვერძის შემთხვევაში არ ირღვევა ამ ულამაზესი სისტემის ჰარმონია. მე ვეყრდნობი იმ აზრს, რომ პლუტონი არის ვერძის პირველი მმართველი.
ავტორი: ლია ბარათაშვილი
(ნაწყვეტი გამოსაცემი წიგნიდან
“პლანეტები ნიშნებში”)