მე-3 ჩაკრა – მანიპურა /ზოგადი განხილვა/ -ნაწილი 1
მესამე ჩაკრა ჩვენი ენერგიის წყაროა
ფერი: ყვითელი
კრისტალი: ქარვა, ყვითელი ტურმალინი, ციტრინი, ტოპაზი
სტიქია: ცეცხლი
ცენტრი: მზის წნული
მესამე ჩაკრა /მანიპურა/ – თავდაჯერებულობის და თვითრწმენის წყაროა, საკუთარი ძალების გაცნობიერება, გარემოპირობების ზემოქმედებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა და ამავე დროს იმის შესაძლებლობა, რომ თავად მოახდინო ზეგავლენა გარემოზე. სწორედ ეს ცენტრი აგებს პასუხს ჩვენი პრინციპების, ეთიკური ქცევის წესების და შეხედულებების ფორმულირებაზე, რომლისთვისაც მზად ვართ წინ აღვუდგეთ სხვას ნებისმიერ ფასად და დავიცვათ ისინი.
მესამე ჩაკრა გვეხმარება ვთქვათ “არა”, როდესაც ჩვენ არ ვეთანხმებით, და “კი” როდესაც ვეთანხმებით. ყველა ეს თვისება თავის ანარეკლს პოულობს ინტელექტში. საბოლოო ჯამში მანიპურას მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნება მივმართოთ იმ მიმართულებით, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, და განვერიდოთ იმას, რაც ჩვენ რეალურად არ გვჭირდება. არჩევანის უნარი – მესამე ჩაკრის უმთავრესი თვისებაა.
ეს ენერგეტიკული ცენტრი მიგვითითებს, თუ როგორ განვავითაროთ უნარები სხვადასხვა სახის თვითგამოხატვაში. ის პასუხისმგებელია თვითკონტროლზე, თავშეკავებაზე და თვითდისციპლინაზე. და თუ კი თქვენ არ ფლობთ თვითკონტროლს სათანადოდ, ესეიგი თქვენს გარშემო სისტემატიურად წარმოიქმნებიან მცირე და ხშირად არც თუ ისე მცირე ენერგეტიკული კონფლიქტები.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /ძალის პერსპექტივა/ -ნაწილი 2
მოდით შევხედოთ სამყაროს მესამე ჩაკრის პრიზმიდან. თქვენ დაინახავთ უამრავ საშუალებას, სადაც შესაძლებელია ენერგიის გამოთავისუფლება. ეს დამოკიდებულია თქვენს ნებისყოფაზე, მესამე ჩაკრას კი დინამიკა შემოაქვს ცხოვრებაში – თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ თქვენი შეხედულებისამებრ, არ დაემორჩილოთ სხვის ნებას და თავი დაიცვათ აგრესიული გარემოსგან. საბოლოო ჯამში ამ პერსპექტივამ უნდა გაათავისუფლოს თქვენი ნება – მოგცეთ არჩევანის უფლება: იმოქმედოთ თუ არ იმოქმედოთ.
ამ დროს თქვენ აღვიძებს ძალიან ძლიერ ენერგიას (ძალას), და ის ემორჩილება თქვენს ნებას, ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.
მესამე ჩაკრას აქვს უნარი დაგანახოთ, რა არის გარე სამყაროში სწორი და რა არა. სწორედ ეს ჩაკრა გვმატებს ძალას დავიცვათ ჩვენი შეხედულებები და წინააღმდეგობა გავუწიოთ ცხოვრებისეულ დარტყმებს.
ცხოვრება მუდამ ცდის ადამიანს, და მესამე ჩაკრა გვაძლევს ძალას, რომ გავუძლოთ მის ყველა გამოცდას, რისთვისაც საჭიროა სიმამაცე. თუკი პირველი ჩაკრის დონეზე ადამიანს მართავს ცხოველური, პირველყოფილი ინსტიქტები, აქ უკვე წინა პლანზე სიმამაცე გამოდის, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ. რას შეგიძლიათ შესწიროთ თავი? მესამე ჩაკრა ადამიანში ქმნის ერთგვარ ღირსების კოდექსს.
მესამე ჩაკრის პერსპექტივაში ინტელექტი წარმოდგენილია დიფერენციაციის მეშვეობით. თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა არა.
ნების სწორ გამოყენებას მივყავართ დიფერენციაციისკენ. /არა დათრგუნვა ან უარის თქმა რამეზე, არამედ სწორედ დიფერენციაცია./ თქვენ უნდა იცოდეთ როგორ მოიგოთ ბრძოლა. უნდა იცოდეთ, რომ ბრძოლას იწყებთ თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი შეხედულებების გამო, და არა იმისთვის, რომ გარშემომყოფნი ელოდებიან თქვენგან ამას.
თუკი პირველი ჩაკრისთვის საკმარისია მხოლოდ თვითგადარჩენა, მეორესთვის – მუდმივად სიამოვნების ძებნა, მესამე ითხოვს თვითკონტროლის მუდმივ განვითარებას. გამჭრიახობა და არსის წვდომა – ჯანმრთელი მესამე ჩაკრის ძირითადი მახასიათებელია. ის მიმართული უნდა იყოს არა მარტო გარე სამყაროსკენ, არამედ თქვენს შიგნითაც. ეს არის ნების სწორი გამოყენება.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /გაუწონასწორებელი მდგომარეობა/ -ნაწილი 3
დისბალანსი შეიძლება გამოვლინდეს ორ პოლარულ ვარიანტში: ნებისყოფის გადაჭარბებული გამოყენება და დაუფასებლობა.
ნებისყოფის გადაჭარბებულად გამოყენება ადვილი შესამჩნევია. ჩვენი ცხოვრება – მუდმივი კონკურენცია და რბოლაა. ჩვენ ვცხოვრობთ იერარქიულ სტრუქტურაში, კონფლიქტები მართავენ ჩვენს ცხოვრებას, ყოველი დღე – ეს არის ბრძოლა და გამოცდა. ცხოვრებასთან ასეთ მიდგომას მივყავართ უსაზღვრო ამბიციამდე, ხოლო მესამე ჩაკრის დისბალანსს კი – ცხოვრების მიმართ უნდობლობის გაჩენამდე, შიშამდე რომ აღმოვჩნდებით გემბანს მიღმა, და მისწრაფებამდე რომ ვმართოთ ყველა მოვლენა ჩვენს გარშემო. ეს იწვევს იმას, რომ თქვენ ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაში ხართ, ყოველთვის მზად ხართ ახალი ბრძოლისთვის და ახალი გამოცდისთვის.
ასეთი მიდგომა გავს ადრენალინზე დამოკიდებულებას. როდესაც მესამე ჩაკრა გაუწონასწორებელია, იმდენად ძლიერია თვითდამკვიდრების სურვილი, რომ თქვენს გარშემო სისტემატიურად ჩნდება პატარ-პატარა ენერგეტიკული კონფლიქტური სიტუაციები. ეს უკანასკნელი იწვევს ადრენალინისგან გათავისუფლებას, რომელიც იწვევს ენერგიის მოდინების შეგრძნებას. ძალიან ადვილად შეიძლება გახდეთ ადრენალინზე დამოკიდებული და ექსპლუატაცია გაუწიოთ ამ ენერგიას. თუ ეს ენერგია დაუბალანსებელია, მაშინ ის წინააღმდეგობაში მოდის გარემო სამყაროსთან, რაც იწვევს ახალ კონფლიქტებს.
ასეთი დისბალანსის დარეგულირება არც ისე ადვილია, რადგანაც “ადრენალინის ნარკომანი” მუდმივად იმყოფება “სამართლიანად განრისხებულის” მდგომარეობაში. “მე მაქვს უფლება ვიყო განრისხებული! ნუთუ ვერ ხედავთ რა მდგომარეობაში ვარ!” – აი ასეთი ადამიანის ტიპიური პასუხი. ასეთ მდგომარეობაში ის ყოველთვის მიისწრაფის შექმნას სიტუაციები, რომელშიც მისი აზრით ერთადერთი გამართლებული რეაქცია მხოლოდ განრისხება შეიძლება იყოს.
როდესაც ჩვენ ვცვლით ცხოვრების ჩვეულ წესს, აუცილებლად წარმოიქმნება კონფლიქტები. მაგრამ საკმარისია გავაცნობიეროთ მისი ბუნება და კონფლიქტური სიტუაციები გაქრებიან.
ცხოვრებისადმი ენერგეტიკული მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ენერგია პირველადია, ხოლო მოვლენები მეორეხარისხოვანი. ის ადამიანი კი, რომელიც “სამართლიანი განრისხების” მდგომარეობაშია, თვლის რომ მოვლენებია პირველხარისხოვანი, ხოლო ენერგია მეორეხარისხოვანი. მოვლენები ვერ იქნება ენერგიის წყარო, რადგანაც სწორედ ენერგიაა მოვლენების მიზეზი.
იქამდე, სანამ თქვენ არ დააბალანსებთ შინაგან ენერგიას, გარე მოვლენებიც არ დაბალანსდება.
მესამე ჩაკრის დისბალანსის, /იმ შემთხვევაში როდესაც გადაჭარბებულად უარყოფთ ნების გამოვლინებას,/ ძირითადი მახასიათებლებია: დანაშაულის გრძნობა, რომელიც გეუფლებათ მაშინ, როდესაც იძულებული ხართ ვინმე უარით გაისტუმროთ, როდესაც ცდილობთ სხვების წინ თავი დახაროთ, ან როდესაც მუდმივად მსხვერპლის როლში გრძნობთ თავს. საკუთარი თავის დაცვის უუნარობა და უმწეობა – ამ სფეროში წონასწორობის დარღვევის დამატებითი სიმპომებია. ყველა ეს სიმპტომი წარმოიქმნება დაბალი თვითშეფასების და არასაკმარისი თავდაჯერებულობის ფონზე, რომელიც იწვევს წონასწორობის დარღვევას.
ამ გაუწონასწორებელი ქმედების შემჩნევაც საკმაოდ ადვილად შესამჩნევია. თუ თქვენს წინ დგას უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და დათრგუნული ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც არ უნდა – სახეზე მესამე ჩაკრის დისბალანსია. ასეთი ადამიანის ცხოვრებას სხვისი სურვილები განკარგავს, და არა მისი საკუთარი მოთხოვნილებები. დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი ხელს უშლის შეეწინააღმდეგოს სხვის ნებას და თავისი უფლებები დაიცვას. მას თითქოს ერიდება უარი უთხრას სხვას, როცა საერთოდ არ აქვს სურვილი მათი თხოვნა შეასრულოს. ის ცდილობს იყოს “კარგი”, და ერთადერთი საშუალება, რაშიც ის ხედავს გამოსავალს – ეს სხვების მოლოდინის გამართლებაა.
ასეთი ტიპის ქმედებას არ შეიძლება დავარქვათ “მსახურება”, ეს უფრო “მომსახურებაა”. სიტყვები “მსახურება” და “მომსახურება” ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ მათ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. მსახურება – ნიშნავს აკეთო სიკეთე, დაეხმარო ხალხს, მაგრამ მომსახურების შემთხვევაში, თქვენ ასრულებთ იმას, რასაც თქვენგან ელოდებიან და ითხოვენ. ასეთი მომსახურების დროს, თქვენ რეალურად თავს იმცირებთ. მესამე ჩაკრის პერსპექტივა სწორედ ამ სხვაობის დანახვაში და საზღვრის შეგრძნებაში დაგეხმარებათ, რომ სწორად განსაზღვროთ და იმოქმედოთ.
მესამე ჩაკრის გაუწონასწორებელი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს პირველი ორი ჩაკრის დისბალანსითაც. თუ თქვენ არ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ, და თუ არ შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით, მაშინ ცხოვრების იერარქიული სისტემა ხდება თქვენი რეალობა. თქვენს ცხოვრებაში ჩნდება ვიღაც “მაღლამდგომი”, რომლის მოსაზრებას და მსოფლმხედველობას იღებთ დოგმად, და მომენტალურად “იჯაგრებით”, თუ ამ მოსაზრებას რამე შეეწინააღმდეგა.
თუ თქვენს გარშემო სისტემატიურად წარმოიქმნებიან ენერგეტიკული კონფლიქტები, პირველ რიგში გააანალიზეთ, დაკმაყოფილებულია თუ არა თქვენი უსაფრთხოების გრძნობა და შეგიძლიათ თუ არა გულწრფელად და მთელი არსებით დატკბეთ გარემო სამყაროთი. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეთ წონასწორობას ამ ასპექტებში, აუცილებლად უნდა მიხედოთ ქვედა ჩაკრებს, იმისთვის, რომ მყარი საფუძველი შექმნათ მესამე ჩაკრისთვის.
ჩვენ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით ამ პრინციპს – თუ ქვედა ჩაკრების ენერგია არ არის გაწონასწორებული, შეუძლებელია ამას ზედა ჩაკრებში მიაღწიოთ.
თქვენ შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, თითქოს ზედა ჩაკრების მდგომარეობა ნორმალიზირებულია, მაგრამ ვერასოდეს ვერ მოხდება მათი გაცნობიერება ბოლომდე, სანამ ქვედა ჩაკრები არ დაბალანსდება.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /ბალანსის მიღწევა მესამე ჩაკრაში/ -ნაწილი 4
მესამე ჩაკრის გაწონასწორებული მდგომარეობის დახასიათება შესაძლებელია შემდეგნაირად: თქვენ მდგრადობა უნდა გამოიჩინოთ იქ, სადაც ამას სიტუაცია ითხოვს, და ამავე დროს შინაგანი ძალა და ნებისყოფა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ პასიურობა შეინარჩუნოთ, როდესაც ეს აუცილებელია. თქვენ უნდა შეგეძლოთ კონცენტრირება, იმისთვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, და განტვირთვა, იმისთვის, რომ დატკბეთ რეზულტატებით, – ასე ავლენს თავს გაწონასწორებული მესამე ჩაკრა. სწორედ ეს არის ნებელობის ეფექტური გამოყენება – არასოდეს არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება იმაზე მეტად, ვიდრე სიტუაციას ესაჭიროება, მაგრამ ყოველთვის უნდა შეძლოთ მისი გამოყენება ისე, რომ მიაღწიოთ რეზულტატს.
ადამიანს, რომელსაც მესამე ჩაკრა გაწონასწორებული აქვს, შეუძლია წარმატების მიღწევა, ისე რომ არ ჩარიოს სხვა ადამიანები, არ უგულვებელყოს მათი ინტერესები და არ შეუშალოს მათ ხელი საკუთარი მიზნების მიღწევაში.
თუ თქვენ მოახერხეთ მესამე ჩაკრის დაბალანსება, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, დატკბეთ მისი რეზულტატით და თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ. თქვენი რწმენა საკუთარ თავში ფესვებს იღებს ჰარმონიის გაცნობიერებაში. თქვენ გაქვთ უნარი გააცნობიეროთ შიდა პროცესები, რომლებიც მოდიან მაშინ, როდესაც თქვენ შეიგრძნობთ რაღაც დარღვევებს წონასწორობაში. მხოლოდ ასე შეგიძლიათ გათავისუფლდეთ გარე სამყაროსგან და კონცენტრირებული ძალები მიმართოთ საკუთარ ენერგიებზე და მათ ჰარმონიულ მუშაობაზე. რამდენადაც თქვენ არ ასხივებთ ენერგეტიკულ დისბალანს, იმდენად თქვენს გარშემო არ წარმოიქმნებიან ენერგეტიკული კონფლიქტები.
თქვენი შინაგანი ძალის და ნებელობის წონასწორობა თქვენს ცხოვრებას უფრო მოქნილს ხდის, თქვენ სხვა ადამიანებში იწყებთ თანამშრომლის და არა კონკუტენტის ძიებას. თქვენი ნებელობის ძალა საოცრად დიდია, და თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როდესაც სიტუაცია მოითხოვს თქვენს ჩარევას და მონაწილეობის მიღებას. თქვენ უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფებით, ამიტომ თუ ყველაფერი ნორმალურად მიდის, თქვენ შეგიძლიათ უფლება მისცეთ თავს განიტვირთოთ და დატკბეთ ჰარმონიით. თქვენი ცხოვრება საკმარისად მობილური და მოქნილია, და თქვენ უზარმაზარ წარმატებებს შეგიძლიათ მიაღწიოთ, რადგანაც თქვენს გარშემო აღარ წარმოიქმნებიან არანაირი კონფლიქტები. თქვენ ეფექტურად თანამოქმედებთ გარშემომყოფებთან.
“იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება მშვიდი და ჰარმონიული იყოს, უარი თქვით მოთხოვნილებაზე იყოთ მართალი” – გაწონასწორებული მესამე ჩაკრის არაჩვეულებრივი აღწერაა. თუმცა არ ღირს მზის წნულის ჩაკრის ასოცირება პასიურობასთან. ეს ენერგეტიკული, ნებელობითი ცენტრია, და როდესაც ის გაწონასწორებულ მდგომარეობაშია, ნების გამოყენება შესაძლებელია მაქსიმალურად ეფექტურად, ისე, რომ არ დააზარალოთ სხვა ადამიანების ინტერესები.
გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განავითარებთ თქვენში ნებელობის ეფექტურად გამოყენების უნარს, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კონფლიქტი მათთან, ვინც ისწრაფის ებრძოლოს პატივმოყვარეობას. მესამე ჩაკრის გაღვიძებისას, თქვენ დაიწყებთ უამრავი პრობლემის მოზიდვას. ნება ისწრაფის ნებისკენ, და თუ თქვენი ნებელობა იღვიძებს, თქვენ მიიზიდავთ იმ ხალხს, რომლების თქვენსავით მუშაობს საკუთარ ნებელობაზე.
ნებელობის სწორი გამოყენებისას თქვენ არ ერევით კონფლიქტებში, რომლებიც თქვენ არ გეხებათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გეშინიათ, უბრალოდ თქვენ ერიდებით ზედმეტ და არასაჭირო კონფლიქტს. თუ მაინც მოგიწიათ კონფლიქტში შესვლა, თავიდან ცდილობთ ვერბალური გზით აუხსნათ და გაანეიტრალოთ სიტუაცია, მუშტების ქნევაზე იმ შემთხვევაშიც არ გადადიხართ, თუ ფიზიკური მონაცემები გაძლევთ ამის საშუალებას, იქამდე სანამ ეს რეალურად საჭირო არ გახდება. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ბრძოლა საჭიროა და ამ შემთხვევაში ნებელობის გამოყენება და ბრძოლაში ჩართვა ხდება მთელი ძალით.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /გაცნობიერება/ – ნაწილი 5
თუ თქვენ მოხვდით კონფლიქტურ სიტუაციაში, თქვენ შეგიძლიათ წონასწორობაში მოიყვანოთ მესამე ჩაკრა თუკი საკუთარ თავს დაუსვამთ ორ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას.
1. ნამდვილად გემუქრებათ რამე? (თქვენი მდგომარეობა ნამდვილად საფრთხის ქვეშაა?)
2. ნამდვილად გაღელვებთ რითი დამთავრდება კონფლიქტი? (ბრძოლას თუ მოიგებთ ექნება თუ არა ამას რეალურად თქვენთვის მნიშვნელობა?)
ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ეს კონფლიქტი რეალურად მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის. თუ თქვენს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუ თქვენთვის უმნიშვნელოა რეზულტატი, ესეიგი ეს არაა თქვენი საქმე. ხოლო, თუ თქვენ თმა ყალყზე დაგიდგათ და საქმე ეხება თქვენს ღირსებას – ესეიგი, თქვენ უნდა შეიარაღდეთ კბილებამდე. მაგრამ, მაინც ჯობია აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენ ებმებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კონფლიქტში… და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენ ყველა ღონე უნდა იხმაროთ სიტუაციის გამოსასწორებლად, თორემ თქვენ გახდებით მშვენიერი სამიზნე იმათთვის, ვისაც თავისი ბრჭყალების გალესვა უნდა თქვენზე. გარშემომყოფები ეცდებიან თავიანთი ძალები თქვენზე გამოსცადონ, თქვენ კი უბიძგებთ მათ იმით, რომ უფლებას აძლევთ ჩაგითრიონ ისეთ კონფლიქტში, რომელიც არც გეხებათ და არც გჭირდებათ.
თუმცა, თუ თქვენ ორივე შეკითხვაზე დადებითად უპასუხეთ, ანუ თუ თქვენ მართლაც გემუქრებათ საფრთხე და თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის რეზულტატი, მაშინ უნდა ჩაერთოთ ბრძოლაში და ისწრაფვოდეთ გამარჯვებისკენ. გააერთიანეთ ნებისყოფის და გონების ძალები, გააანალიზეთ სიტუაცია, იფიქრეთ რა გააკეთოთ, საჭიროა თუ არა თქვენი ჩარევა.
მესამე ჩაკრის ცნობიერების საფეხური – ეს არის საკუთარი ძალების და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება სამყაროში. ადამიანი, რომელიც ამ ჩაკრის ცნობიერების საფეხურზეა, ფლობს უზარმაზარ ნებისყოფას. თქვენ მოგეთხოვებათ ფიზიკური ენერგიის გამოვლენაც, მაგრამ ეს არ იქნება ის ფიზიკური ენერგია, რომელსაც პირველი ჩაკრის საფეხურზე იყენებენ, ვინაიდან ამჯერად ჩართული იქნება არა ცხოველური ინსტიქტები, არამედ გონება.
ნებისყოფის განმტკიცება – ძირითადი დამახასიათებელია ამ ჩაკრის ცნობიერებისთვის. როდესაც გადიხართ გზას მესამე ჩაკრის ცნობიერების საფეხურზე – ნეგატიური შემთხვევებიდან, რომლებიც სისტემატიურად იწვევდნენ კონფლიქტებს, პოზიტიურ შემთხვევებამდე, როდესაც ნების სწორად გამოყენება ხდება, თქვენ აცნობიერებთ საკუთარ ძალას და შეგიძლიათ თავისუფლად დაიცვათ თქვენი შეხედულებები.
თუკი შეგრძნებები, რომლებიც მეორე ჩაკრიდან მოდიან, არის უბრალო მაგნეტიზმი და თქვენ იწყებთ მიხვედრას, რა მოგწონთ და რა არა, ეს ჯერ კიდევ არ ითვლება გონებრივ გადაწყვეტილებად, უნდა დაეთანხმოთ თუ უარი უნდა უთხრათ კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მესამე ჩაკრის გაღვიძების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება საბრძოლო მოქმედებაში ჩაბმა. სად იღებს სათავეს თქვენი არსებობის მთლიანობის ფესვები? სწორედ ამ საფეხურზე ფორმირდება თქვენი პიროვნება, ხდება იმის განსაზღვრა რა არის თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი, ყალიბდება ღირებულებების დაცვის მზაობა, რომელიც შეიძინეთ მეორე ჩაკრის გაღვიძებისას.
თქვენი ცხოვრება ხდება ნათელი, როდესაც გადადიხართ ცნობიერების გაწონასწორებულ მესამე საფეხურზე. თქვენ გაქვთ უნარი საღად შეაფასოთ მოვლენები და საკუთარი მოქმედებებით გაუთვალისწინებელი შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანოთ. თქვენ უარს ამბობთ შეიარაღებულ ცხოვრებისეულ პოზიციაზე. თქვენ აცნობიერებთ, რომ გაქვთ უნარი თამამად მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომ საწინააღმდეგო შეხედულება არ წარმოადგენს თქვენთვის საფრთხეს. თქვენ ეფექტურად შეგიძლიათ სამყაროსთან ურთიერთქმედება კონფლიქტის გარეშე.
როდესაც წონასწორობას აღწევთ ამ საფეხურზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ფიქრი ენერგიაზე და ნებაზე. ამ დროს ხდება ბუნებრივი გაწმენდა და თქვენ “განზრახვას” აღიქვამთ, როგორც მესამე ჩაკრის ენერგიას. განზრახვა – ეს მთავარია. როდესაც წარმოიქმნება ენერგეტიკული კონფლიქტი, თქვენ მაშინვე უნდა გააანალიზოთ საკუთარი განზრახვა, და არ ეცადოთ არკვიოთ გარშემომყოფების მოტივაცია. თქვენ აუცილებლად იპოვით საკუთარი ნების სწორად გამოყენების გზას. ღირსება – საუკეთესო კრიტერიუმია სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელიც ოპტიმალურია როგორც თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. თქვენ ისწავლით რომ კონფლიქტებში უნდა ჩაებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არ მოითხოვოთ ზედმეტი.
დიპლომატია – ეს საუკეთესო გზაა. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი, როდესაც ეს გარდაუვალია, მაგრამ არაა საჭირო მუდმივად თავდაცვის პოზიციაში იმყოფებოდეთ. და რადგანაც სხვების შეხედულებებს აღარ აღიქვამთ, როგორც თქვენთვის საფრთხის შემცველ ქმედებას, ამიტომ კონფლიქტებიც აღარ ხდება. თქვენ შეგიძლიათ პარადოქსალური ბუნების რეალობის მიღება – არსებობს იმდენივე სიმართლე, რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე, და ყოველი აზრი და შეხედულება გამართლებულია, და ყველა ადამიანს საკუთარი გამამართლებელი მიზეზი აქვს, რამაც ამ შეხედულებამდე მიიყვანა. თქვენ შეგიძლიათ წამოიწყოთ საქმე, რომელიც მოგწონთ, და რადგანაც თქვენ აღარ ატარებთ თავდაცვით მუხტს, გარშემომყოფებიც აღარ ცდილობენ თქვენთან კონფლიქტს, ისინი თქვენთან თანამშრომლობისთვის არიან მზად და არა კონკურენციისთვის.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /მესამე ჩაკრის გაღვიძების საშუალება/ – ნაწილი 6
როდესაც თქვენ გჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, დაეყრდენით მესამე ჩაკრის ენერგიას. თუ თქვენ იმყოფებით რთულ მდგომარეობაში, შეეცადეთ კონცენტრირდეთ მანიპურაზე და დააბალანსოთ იგი, შემდეგ კი, იმ შეგრძნებებს დააკვირდით რასაც გამოიწვევს ის თქვენში და მიიღეთ გადაწყვეტილება ისე, რომ უკან არ მოიხედოთ.
მესამე ჩაკრა შეუცვლელია, როდესაც თქვენ გჭირდებათ პატარა ბიძგი. ის თქვენ ენერგიის კონცენტრირების საშუალებას გაძლევთ. ყოველთვის ყურადღებით იყავით ამ ჩაკრის მიმართ ფიზიკური ვარჯიშების დროს – ის თქვენ საშუალებას მოგცემთ მთელი მონდომებით გააკეთოთ თქვენი საქმე – სირბილი, ცურვა, იოგა თუ შტანგის აწევა, მაშინ თქვენ შეძლებთ გაირბინოთ ორი წრის მაგივრად ათი, ჩაიმუხლოთ ასჯერ ორმოცდაათის მაგივრად და ა.შ. თქვენ მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ.
გამოიყენეთ მესამე ჩაკრა კონფლიქტების მოსაგვარებლად (სასამართლოში თუ პირად ცხოვრებაში), საკუთარი შეხედულებების ნათლად გადმოსაცემად, გამოცდების ჩასაბარებლად, პოლიციელთან სასაუბროდ, როდესაც სიჩქარის გადაჭარბების გამო გაგაჩერებენ და მსგავს სიტუაციებში. ისუნთქედ ღრმად და კონცენტრირდით საკუთარ თავზე, მოიშორეთ ყველა რეაქცია, რომელიც ეცდება ყურადღება გადაგატანინოთ – და მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედეთ.
თუ თქვენ გსურთ თქვენი გონება გამოიყვანოთ ჩაკეტილი წრიდან, გამოიყენეთ მანიპურას ძალა, რომ მისი ნებისყოფის სიმტკიცით გაარღვიოთ ბარიერი და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. “ჯაჭვური აზროვნება” არ მიგიყვანთ კონფლიქტის პოზიტიურ გადაწყვეტამდე, თქვენ უბრალოდ იმეორებთ ერთი და იგივეს ისევ და ისევ, ხარჯავთ ენერგიას და უბრუნდებით იმას, რითიც დაიწყეთ. საჭიროა კონცენტრირებული განზრახვა – სწორედ ამ ჩაკრის ენერგია, რომ თავს არ მისცეთ უფლება გაუაზრებლად ხარჯოთ საკუთარი ენერგია.
როდესაც თქვენ დათრგუნული ხართ და ვერ აკონტროლებთ თავს, გაააქტიურეთ მესამე ჩაკრა. დათრგუნვის გრძნობას იწვევს შეგრძნება, თითქოს ყველაფერი უკვე იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა: თქვენ მხოლოდ აქ ხართ და ახლა ხართ. დროის ყოველი მომენტი უნიკალურია. ყველაზე მძიმე დღეებში კითხეთ თქვენს თავს: “დღეს რომ სხვა საქმე გამეკეთებინა, ვიქნებოდი თუ არა ასევე დათრგუნული?” სავარაუდოდ პასუხი იქნება “არა”… ამიტომ გადააქციეთ თქვენი დღე სხვადასხვა საქმეების თაიგულად. ასე თქვენ შეძლებთ თქვენი მესამე ჩაკრის ენერგია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ!
წყარო: “ლურჯი ლოტოსი”