კარმული კვანძები, კურო-მორიელის ღერძი

ასტრონომიულად კარმულ კვანძებს ფიზიკური სხეული არ აქვთ, ისინი არიან მთვარის ორბიტისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილები.

ჩრდილოეთ წერტილს ეწოდება აღმავალი ☊ კვანძი, (შეგვიძლია ვუწოდოთ ჩრდილოეთის კვანძი) გვაძლევს ინფორმაციას თუ რა გზით უნდა მოახდინოს ადამიანმა ამ ინკარნაციაში განვითარება და რა გამოცდილების მიღება ჭირდება.
ანუ აღმავალი კვანძი გვიჩვენებს ადამიანის კარმულ მისიას და ამოცანას, რომელიც აუცილებლად უნდა ამოხსნას.
ხოლო დაღმავალი კვანძი ☋ , (შეგვიძლია ვუწოდოთ სამხრეთის კვანძი) გვაძლევს ინფორმაციას ადამიანის წარსულ ცხოვრებაზე და წინა ინკარნაციებში დაგროვილ გამოცდილებაზე.

ახლა კი დავიწყოთ მიმოხილვა, როგორ იმუშავებენ კარმული კვანძები ზოდიაქოს ღერძებზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კვანძებზე შეერთებული პლანეტები და კვადრატები გარკვეულ დონეზე ცვლიან კარმულ ამოცანას.

აღმავალი კვანძი კუროში,♉️ დაღმავალი კვანძი მორიელში.♏️

ასეთი ადამიანი ამ ინკარნაციაში მოსულია მებრძოლის გამოცდილებით და წინა ცხოვრებაში ასეთ ინდივიდს შესაძლებელია უწევდა კრიზისული სიტუაციების გადალახვა, ეჯახებოდა ბევრ არასასიამოვნო თემებს და არ ქონდა კომფორტის ზონა,
იყო მუდმივ ცვლილებებში და უწევდა მუდმივ ტრანსფორმაციებში ყოფნა.
ასევე არის ასეთი ვარიაციაც რომ, ასეთი ადამიანი იყო ფულის თემებში, მუშაობდა სხვის რესურსებზე და სხვის ქონებასთან ქონდა შეხება რაც მთლიანი რუკით უნდა დავადგინოთ.
უკიდურესად ცუდ ვარიანტში შესაძლებელია, ასეთ ადამიანს ქონდა ხშირი შეხება სიკვდილის თემებთან რაც  ასევე ქმინს იმის ალბათობას, რომ ადამიანი იყო მაგიურ თემებში, (უკვე როგორ იყენებდა ამ მაგიას მთლიანი რუკით გამოჩნდება). ასევე შესაძლებელია, ასეთი ადამიანი წინა ცხოვრებაში, ზრუნავდა სხვის სიამოვნებაზე ან გადამეტებული მიჯაჭვულობა ქონდა ურთიერთობების საკითხში.
ამ ცხოვრებაში კი ადამიანს ევალება, იყოს მშვიდი და გაწონასწორებული. უნდა ქონდეს შექმნილი თავისი კომფორტის ზონა, სადაც დაცულად იგრძნობს თავს.
ყურადღება უნდა გაამახვილოს პრაქტიკულ, მიწიერ და მატერიალურ თემებზე, იყოს დამგროვებელი და იზრუნოს ყოველდღიური საკითხების მოგვარებაზე. ასვე კარგი იქნება თუ ასეთი ადამიანი იქნება, ხელოვნების რომელიმე სფეროში ან ბუნებასთან და მიწასთან ექნება შეხება და ასევე კარგი იქნება თუ კავშირი ექნება მცენარეებთან და ისწავლის მათზე ზრუნვას.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on vk

კომენტარები