კარიერული წარმატებების მაჩვენებლები ნატალურ რუკაში

ნატალური რუკით კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული მიმართულების განსაზღვრა შესაძლებელია. თუმცა, ეს მოითხოვს დიდ შრომასა და დაკვირვებას, რადგან, ამ პროცესში, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად რუკის აკურატულად წაკითხვაა საჭირო.

ჯერ ვიწყებთ რუკის კოსმოგრამის დონეზე შესწავლას, ვაკვირდებით სოციალური პლანეტების მდგომარეობას და მათ კავშირს პირად პლანეტებთან.
იუპიტერი გვიჩვენებს სად გვაქვს წარმატების შესაძლებლობები და რა მეთოდებით ვცდილობთ მიზნის მიღწევას, რა საკითხებში გვიმართლებს და სად შეგვიძლია ექსპანსირება.
სატურნი კი აღწერს იმ თემებს, სადაც პროფესიონალები ვართ, რა საკითხებშიც შეგვიძლია სტრუქტურირება, მოთმინება და შრომა. მაგალითად, იუპიტერს თუ ვხედავთ მორიელში, ადამიანს გამოუვა ისეთ საკითხებთან მუშაობა, სადაც ჩაღრმავება და კვლევაა საჭირო. ამ დროს, თუ ვხედავთ სატურნს სასწორში, ადამიანს შეეძლება პროფესიონალურ დონეზე იმუშაოს ხალხთან და საზოგადოებასთან. შესაბამისად, სინთეზურად ეს ორი მდგომარეობა კარგი იქნება მაგალითად ფსიქოლოგისთვის. რადგან ტრავმულ საკითხებთან და ქვეცნობიერთან მუშაობა ასოცირდება მორიელთან, კომუნიკაცია და კონსულტირების სფერო სასწორთან.
თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მნათობებისა და პირადი პლანეტების მდგომარეობასაც, რადგან ადამიანის ნიჭებს და მისწრაფებებს მაინც უფრო პირადი პლანეტები აღწერენ. მაგალითად, თუ ადამიანს ასეთი სატურნით და იუპიტერით, პირადი პლანეტები ეყოლება თევზებში და კირჩხიბში, მაინც ისეთი სფეროს ვიფიქრებ, სადაც ადამიანებთან მუშაობა და მათზე ზრუნვაა საჭირო. თუ პირადი პლანეტები იქნება თხის რქაში და ქალწულში, შეიძლება ადამიანი ბიზნეს მიმართულებითაც წავიდეს, რადგან მორიელი, სადაც იუპიტერი ყავს, წარმატებების შესაძლებლობას აძლევს ბიზნესის თემაში, ხოლო სატურნი სასწორში ადამიანს დაეხმარება საქმიანი ბიზნეს-პარტნიორების ძიებაში. როდესაც რუკას კოსმოგრამის დონეზე გავარჩევთ, შემდეგ უნდა დავაკვირდეთ სახლებს, ვნახოთ რა შესაძლებლობებს გვთავაზობენ სახლების კავშირები და შემდეგ დავასინთეზოთ კოსმოგრამასთან.
როდესაც კარიერაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მე-10 სახლს, ანუ MC-ს, ასევე მე-2 და მე-6 სახლებს და მათ კავშირებს ერთმანეთთან. მე-10 სახლი გვიჩვენებს ჩვენს ცხოვრებისეულ მიზნებს, მისწრაფებებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და სოციალურ სტატუსს. მე-2 სახლი ნიჭებს, პოტენციალსა და ფინანსურ შემოსავლებს. მე-6 სახლი კი შრომას, რუტინას და სამუშაო გარემოს. პირველ რიგში, ვაკვირდებით მე-10 სახლში მოხვედრილ პლანეტებს, მე -10 სახლის მმართველს და ვაფასებთ ამ პლანეტების სიძლიერეს.

• თუ მე-10 სახლში მყოფი, ან მე-10 სახლის მმართველი პლანეტა, ძლიერ სტატუსში დგას, (მართვაში, ეგზალტაციაში) ეს ეხმარება ადამიანს კარიერულ სიტუაციებში პოზიტიურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

• თუ მე-10 სახლში მყოფი ან მე-10 სახლის მმართველი პლანეტა სუსტ სტატუსშია (განდევნილი, დაცემული), ადამიანს უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება წარმატების მისაღწევად და თავისი შესაძლებლობების გამოსავლინებლად სოციუმში.

• თუ მე-10 სახლში მყოფი ან მე-10 სახლის მმართველი პლანეტა რეტროგრადულ ან სტაციონარულ ოპოზიციაშია, ადამიანს დიდი დრო სჭირდება სოციუმში თავის დამკვიდრებისთვის, გვიან აღწევს მიზნებს და მეტი შრომა სჭირდება შედეგზე გასვლისთვის. თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პლანეტების ასპექტებსაც.

 • თუ მე-10 სახლის მმართველი განდევნილია ან დაცემულია, მაგრამ ტრინი აქვს იუპიტერთან ან მზესთან, ეს შედარებით გაანეიტრალებს სიტუაციას და პოზიტიურად რეალიზაციის საშუალებას მისცემს ადამიანს.

• თუ მე-10 სახლის მმართველი ეგზალტაციაში ან მართვაშია, მაგრამ დაძაბულ ასპექტშია სატურნთან, ეს მაინც გარკვეულ დაბრკოლებებს და წინააღმდეგობებს მოიტანს სოციალურ ცხოვრებაში.

• თუ მე-10 სახლში კეთილი პლანეტები დგას (მზე, ვენერა, იუპიტერი), ადამიანს უფრო მეტად უმართლებს კარიერულ სიტუაციებში, ეს პლანეტები სტატუსით სუსტიც რომ იყოს, თუმცა, აქაც ასპექტებს ვაქცევთ დიდ ყურადღებას.

• თუ მე-10 სახლში ბოროტი პლანეტებია (მარსი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი), ეს გარკვეული სახის სირთულეებზეც შეიძლება მეტყველებდეს კარიერაში, განსაკუთრებით თუ ეს პლანეტები დაძაბულ ასპექტებშია. თუმცა, თუ მე-10 სახლში მყოფი “ბოროტი” პლანეტა თავისთვის კარგ ნიშანში დგას და ბევრი დაზიანება არ აქვს, ეს მაინც კარგ პოზიციად ჩაითვლება, მაგალითად, მარსი თხის რქაში და მე-10 სახლში.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ