გაზაფხულის მთავარი თემა
ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული ტრანზიტები გავიარეთ, ჯერ თევზების სეზონი და სატურნის შეერთებები, მერე დაბნელებების დერეფანი, შემდეგ რეტრო მერკურიც მიყვა, რაც გარე სამყაროშიც და ადამიანების ხასიათის ცვლილებებშიც მკაფიოდ იგრძნობოდა. თუმცა, ამჯერად საკმაოდ პოზიტიური ასპექტი, იუპიტერი-ურანის შეერთება გვაქვს ცაზე, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება, ზუსტი შეერთება გვექნება 20 აპრილს, ასპექტი გავლენიანი იქნება ფაქტობრივად მაისის ბოლომდე. იუპიტერი წარმატებების, გამართლებებისა და სოციალური ექსპანსირების პლანეტაა, ურანი კი, მოულოდნელი ცვლილებების, რევოლუციისა და რეფორმების.
რადგანაც შეერთება კუროს ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს, რეფორმები გვექნება მატერიალურ თემებში, განვითარდება აგრონომია, შეიქმნება ახალი ტექნიკა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ცვლილებები იქნება ვალუტუს კურსთან და კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა ეს ასპექტი ამ პროცესს მხოლოდ საფუძველს ჩაუყრის, ხილვად შედეგებს კი, უფრო მკვეთრად 2031 წელს დავინახავთ, როდესაც იუპიტერი-ურანის ოპოზიცია გვექნება. გლობალურ დონეზე რომ განვიხილოთ, ამ შეერთებამ ახლო მომავალში, შესაძლებელია ცვლილებები გამოიწვიოს პოლიტიკურ, სოციალურ და სამართლებრივ საკითხებში.
მოხდეს ძველი ფილოსოფიური და მორალისტური ხედვების ნგრევა და პროგრეისისკენ სწრაფვა გაიზარდოს. ასევე შესაძლებელია, განათლების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები შეიცვალოს და ძველი სწავლების მეთოდები ახლით აჩანაცვლდეს ან ონლაინ სწავლება უფრო მოთხოვნადი გახდეს, რასაც იუპიტერის ტყუპებში გადასვლა უფრო მეტად შეუწყობს ხელს. პირად დონეზე რომ განვიხილოთ, ამ ასპექტს მოულოდნელი წარმატებები და გამართლებები მოაქვს, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროებში. თუმცა, მნიშვნელოვანია თქვენს პირად რუკაში ამ შეერთების მდებარეობა და ასპექტაცია. აპრილის ბოლოდან კი, კარგი პერიოდია ბიზნეს შეთანხმებებისთვის და ისეთი ახალი საქმეების წამოწყებისთვის, რაც მატერიალურ შედეგებს მოგიტანთ. ყველაზე პოზიტიურ ზეგავლენას ეს შეერთება მაათზე მოახდენს, ვისაც, მზე, მთვარე ან ასცენდენტი კუროში, ასევე თხის რქაში, ქალწულში, კირჩხიბსა და თევზების 20, 21, 22 გრადუსებში გყავთ.