ასცენდენტი ქალწულში
ეს ადამიანები სამყაროს და მოვლენებს ისე ხედავენ, თითქოს მიკროსკოპით ყოველ დეტალს ამჩნევენ. პერფექციონიზმი და მაღალი სტანდარტები ხელს უშლიან ჩუმად ყოფნას დაუდევარი სამუშაოს ან ადამიანების მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობის წინაშე. ისინი პოზიტიური ადამიანები არიან, რომლებიც ისწრაფვიან თვითგანვითარებისა და დისციპლინისკენ. მმართველი რა ნიშანშიც არ უნდა იყოს ადამიანს ეს მდებარეობა მაინც აძლევს გარკვეულ რაციონალურობას. მათ უყვართ სიების წერა და მომავლის დაგეგმვა. ანალიტიკოსი, რომელიც მიჩვეულია ფაქტების შედარებას და ნებისმიერი სიტუაციის უპირატესობების გამოთვლას. ის ისწრაფვის მატერიალური სიმდიდრისკენ და დამოუკიდებლობისკენ, ამიტომ გეგმებს საიდუმლოდ ინახავს და მოთმინებით ელოდება შედეგს. გარეგნული მახასიათებლები: მოხდენილი კლასიკური სახის ნაკვთები, თხელი ტუჩები, ჭკვიანი, ყურადღებიანი მზერა, უპირატესობას ანიჭებს მოკრძალებულ კლასიკურ სამოსს. სერიოზული, პასუხისმგებლიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. საქმეს მხოლოდ მაშინ იღებენ, თუ დარწმუნებულნი არიან, რომ ბრწყინვალედ შეასრულებენ და ცდილობენ საუკეთესო შედეგის დადებას. ასეთი ადამიანი აზროვნებს მაღალი სტანდარტებით, აკრიტიკებს იმას, რაც მისი აზრით შორს არის სრულყოფილისგან. თუმცა, სხვების მხრიდან კრიტიკისა და დაგმობის შიში აფერხებს მათი ოცნებებისა და სურვილების რეალიზებას. ლაპარაკის დროსაც ფრთხილად ირჩევენ სიტყვებს, იწყებენ თავიდან, მაშინვე არ პასუხობენ, ბევრს ფიქრობენ. ისინი არიან შესანიშნავი მწერლები, ჟურნალისტები, უცხო ენების მასწავლებლები, პროგრამისტები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, დეტექტივები. უყვართ თავსატეხების ამოხსნა. დადებითი თვისებები: სიტყვისადმი ერთგულება, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, კარგი მეხსიერება, ადამიანებისადმი ყურადღებიანობა, შრომისუნარიანობა. უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, კრიტიკულობა, საყოფაცხოვრებო სამუშაოსადმი ზიზღი, მეწვრილმანეობა.