ასცენდენტი ნიშნებში – თევზები

ასცენდენტი თევზებში

ცნობიერების ნებისმიერ დონეზე, მათ ეშინიათ კონკურენციის და გაურბიან უფროსის პოზიციას, ამჯობინებენ მარტივი მოვალეობების შესრულებას სასიამოვნო ფანტაზიებისგან განშორების გარეშე. გარეგნული მახასიათებლები: კვადრატული ტიპის ფიგურა, მიდრეკილება ჭარბი წონისკენ, თბილი და მგრძნობიარე გამოხედვა, ხშირად აქვთ ღია ფერის თვალები, მაგრამ ასეც რომ არ იყოს თითქოს ოკეანეა ამ თვალებში, მშვიდი ხმა, ფერმკრთალი კანი, უპირატესობას ანიჭებენ უჩვეულო სამოსს, თანაგრძნობა, გულწრფელობა, სირბილე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, ტოქსიკურ ადამიანებზე დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება. თავისებურება არის განწყობის მიხედვით განსხვავებულად გამოიყურებოდეს და იქცეოდეს. მას უყვარს მისტიკა, ოკულტიზმი, ბუნებაში ყოფნა განმარტოებით, ცხოველები, ცდილობს ჯადოსნური გზით გადაჭრას საკუთარი პრობლემები. ეს მდებარეობა ასევე ხშირად აქვთ ექიმებს და ძალიან სასიამოვნოა ასეთ ადამიანთან ურთიერთბა, რადგან ყურადღებიანია, დელიკატური, თითქოს ანესთეზიას გიკეთებს, მშვიდდები მის გვერდით, დაძაბულობის შეგრძნება აღარ გაქვს. ამ გარეგნული სირბილის უკან შეიძლება საკმაოდ ძლიერი ადამიანი იდგეს, მაგრამ ამის დემონსტრაცია მას არ უყვარს. ისინი გრძნობენ სხვა ადამიანების განცდებს, ემოციებს ძალიან კარგად აღიქვამენ ისე, როგორც საკუთარს. ეს არის ერთდროულად წყევლა და კურთხევა, რაც დამოკიდებულია განვითარების დონეზე. მაღალ დონეზე ადამიანი ამ ემოციებს მიმართავს შემოქმედებისკენ. განვითარების დაბალ დონეზე კი დინებას მიყვება, უჩივის დაბრკოლებებს და ბედის სასტიკ დარტყმებს, მაგრამ არაფერს აკეთებს მათ დასაძლევად. დადებითი თვისებები: ნიჭი ხელოვნებაში, სიკეთე, ინტუიცია, სხეულის პლასტიურობა, დიპლომატია. უარყოფითი თვისებები: გადაჭარბებული ემოციურობა, დაუცველობა, მიდრეკილება საკუთარი თავის მოტყუებისკენ, დამნაშავეების გამართლება, ილუზიები, რეალობის დამახინჯება, საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობა, სიზარმაცე.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on vk

კომენტარები