Categories
ასტრო-გაკვეთილები

ზოდიაქოს სტრუქტურა – ჯვრები

წინა სტატიაში ჩვენ შევეხეთ ზოდიაოს დაყოფის ფილოსოფიურ მხარეს. დღეს მინდა უფრო პრაქტიკულად განვიხილოთ .
თუ ზოდიაქოს დავყოფთ ოთხ ნაწილად და გავაერთიანებთ ყოველ მეოთხე ნიშანს–მივიღებთ ჯვრებს. ჯვარი იმიტომ ქვია, რომ ნიშნები ერთმანეთის მიმართ ჯვარისებულად არინ განლაგებული.

არსებობს სამი ჯვარი. ჯვარი– ეს მოქმედების და საქციელის ვარიანტია.ჯვარი გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ ინდივიდუუმის თვითრეალიზაციის ხასიათი, როგორ შედის თუ გამოდის ამა თუ იმ სიტუაციიდან, რა ტიპის აქტიურობა გააჩნია, რა ხერხით თვითგამოვლინდება სამყაროში.

კარდინალური ჯვარი (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხისრქა) – დაკავშირებულნი არიან ინიციატივასთან. ჯვრები რაიმე პროექტის განხორციელებას რომ შევადაროთ, ეს არის პროექტის დასაწყისი, და ამიტომ , პლანეტები, რომლებიც ხვდებიან ამ ნიშნებში იღებენ ისეთ თვისებებს, რაც სჭირდება ნებისმიერი საქმის დაწყებას:ენერგიას და აქტიურობას.
კარდინალური თვისებისათვის დამახასიათებელია ძლიერი საწყისი იმპულსი, მკვეთრი ამოფქვევა, რის შემდეგ ასეთივე მკვეთრი დაღმასვლა .ეს ნიშნები თავის გამოვლინებაში ძალიან აქტიურები არიან, იმპულსურები, მიდრეკილი მეტოქეობისაკენ. ადამიანები გამოკვეთილი კარდინალური ნიშნებით უნდა გრძნობდნენ თავს გამარჯვებულის როლში. ისინი სხვაზე უკეთესად მოქმედებენ კრიზისულ სიტუაციებში. მაგრამ თავიანთი იმპულსურობის გამო ყოველთვის ვერ აღწევენ მიზანს. ეს ადამიანები ენერგიულები არიან და ცხოვრობენ აწმყოში, მათთვის მნიშვნელოვანია მიმდინარე მომენტი. მათი ემოციები და შეგრძნებები განსხვავდება სხვებისაგან სიძლიერით და სიკაშკაშით, მათი სიხარული ასეთივე ძლიერი და გულწფელია, როგორც გულისგაცრუება, მაგრამ მათი ემოციები არ არის ხანგრძლივი.
კარდინალური ადამიანები ძალიან დამოუკიდებელნი არიან, არ არის საჭირო მათ დააძალო (არა და ხდება), დააჩქარო– როდესაც დგება გეიზერის მოქმედების დრო მას ვერავინ გააჩერებს, და ვერავინ გააკეთებინებს მას ვერაფერს, თუ ის არ არის მზად. კარდინალური ადამიანების სუსტი მხარე არის ის , რომ მათ არ შეუძლიათ გააგრძელონ დაწყებული საქმე. ისინი არიან კარგი ინიციატორები, მაგრამ აბსოლუტურად არ გააჩნიათ მოთმინება. ისინი იწყებენ და ტოვებენ დაწყებულ საქმეს, იმისათვის , რომ საქმე გაგრძელდეს საჭიროა სხვა დინამიკის ადამიანი.
როდესაც მე ვამბობ “კარდინალური ადამიანი”, მე მხედველობაში მაქვს იდეალური სახე ადამიანის, რომელშიც არის მხოლოდ კარდინალური თვისება.

შემდეგი ფიქსირებული ( ან მუდმივი) ჯვარი– კურო, ლომი, ღრიანკალი და მერწყული. ისევ პროექტის განხორციელებას რომ შევადაროთ – პროექტის განვითარების და გამაგრების სიმბოლოა. პლანეტებს ამ ნიშნებში ეძლევა შეუპოვრობა და კონსერვატიზმი – თვისებები, რომელიც ნებისმიერი საქმის გასაგრძელებლად საჭიროა. ის ადამიანები, ვისაც გამოკვეთილი აქვთ კარდინალური ჯვარი – განსხვავდებიან თავისი კონცენტრაციით და მიზანმისწრაფულობით. მათი აქტიურობა იბადება რეზულტატისაგან. ისინი მიდიან თავისი მიზნისაკენ, სანამ მას არ მიაღწევენ. მიზანი აუცილებლად გლობალურია და მის მისაღწევად დიდი მუშაობა უნდა გასწიონ, ზოგჯერ წლებია საჭირო, და თავის საქმეში საბოლოო ჯამში ხდებიან მაღალი დონის სპეციალისტები.

მუტაბელური( ცვალებადი) – ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები. თუ ისევ პროექტს დავუბრუნდებით, ყველაზე საუკეთესო პროექტი დაინგრევა თუ, როცა მიაღწევს განვითარების გარკვეულ წერტილს, არ დაიწყებს გაფართოებას – თავისი მიზნების ჩარჩოებიდან გასვლას. მიღწევების ჩარჩოების გარეთ გასვლა– მუტაბელური ჯვრის ამოცანაა. პლანეტებს, რომელიც ხვდებიან მუტაბელურ ნიშნებში უჩნდებათ ძიების, გაცნობიერების, არსებული იდეების გარდაქმნის, სხვა იდეებთან კომბინირების მოთხოვნილება.ისინი სულ შედარების პროცესს არჩევენ – წარსულთან, საკუთართან და სხვისთან– ეძებენ მსგავს სიტუაციებს. მუტაბელური ჯვრის პლანეტები ძალიან სწრაფად რეაგირებენ გარემოს ცვლილებებზე, რაც კარგი ადაპტაციის და ტვინის მოქნილობის საფუძველია. ყველაფერში ხედავენ, როგორც უაყოფით, ასევე დადებით მხარეს, ეს ხელს უწყობს ემოციურ წონასწორობას და ცივ გონებას.მუტაბელური ნიშნები გამოსავალს პოულობენ ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციიდან, ისინი არ ნერვიულობენ და არ იძაბებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, პირიქით ისინი მოქმედებენ.

რომ დავუბრუდეთ ჩვენს პროექტს, იმის მერე, რაც მოხდა გადაფასება, ჩვენ ვიღებთ ახალი ფორმის, ახალი იდეის დაბადების იმპულსს, ეს კი ისევ რისკია, ახალი საქმეა, ისევ საჭიროა კარდინალური პრინციპი. კარდინალური ნიშნები კი მოზდევენ მუტაბელურებს.

თუ რომელიმე ჯვარი ჰოროსკოპში არ არის წარმოდგენილი:

კარდინალური – გაუბედავია და არ გააჩნია ზრდის დინამიკა. ასეთ ადამიანს ესაჭიროება გარე იმპულსი, რომ რამე მოიმოქმედოს. უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ინიციატივას ელოდება სხვისგან. ურთიერთობებში როლი– მართვადი.

ფიქსირებული– ცხოვრებაში არ გააჩნია სერიოზული მიზნები, და ასევე არ გააჩნია კონცენტრაცია და მიზანმიმართულობა. ის უბრალოდ მიჰყვება ცხოვრების დინებას და ხშირად არ მიყავს ბოლომდე დაწყებული საქმე. მართალია ბევრ რამეს იწყებს, მაგრამ, თითქოს გემოს უსინჯავს და არ ცდილობს რაიმე ახალი და სასარგებლო შექმნას. როლი ურთიერთობეში– სულისჩამდგმელი.

მუტაბელური ჯვარი– ადამიანს დაქვეითებული აქვს შემგუებლობა. ასეთ ადამიანებს გააჩნიათ მტკიცე შეხედულებები და ვერ შეაცვლევინებ . ასეთი ადამიანის როლია– იდეისთვის მებრძოლი.

თუ სეპტენერის უმეტესი პლანეტა აღმოჩნდა:

კარდინალურ ჯვარში – ეს ლიდერია. ასეთ ადამიანებს სულ აქვთ იდეები, მომავლის გეგმები, იციან რა და როგორ გააკეთონ მომავლისათვის. ისინი ორიენტირებულები არიან მხოლოდ საკუთარი პრინციპებზე, თავისი სიმართლე გააჩნიათ. თუ ჰორისკოპში სეპტენერის პლანეტები აქვს ფიქსირებულ ნიშნებშიც, მაშინ ამ ადამიანის ცხოვრება შედგება საფეხურებისგან, რომლებითაც ის ნელ-ნელა ზემოთ ადის.

ფიქსირებული ჯვარი– არიან მედეგი და ჯიუტი ადამიანები. არ უყვართ თავისი გეგმების და ჩვევების შეცვლა, წვრილმანებშიც კი ჯიუტობენ. უყვართ ადამიანებში მუდმივობა. მოდის მიმათ სკეფტიკური დამოკიდებულება აქვთ. ძალიან ნელები არიან ახალი საქმის ათვისებაში, მაგრამ თუ აითვისეს – ნამდვილი ექსპერტები ხდებიან. მათი ცხოვრება თავიდან ბოლომდე დაგეგმილია, და თუ გეგმიდან ამოაგდეს– ძალიან იბნევიან. თუ მოხდა გაუთვალისწინებელი ცვლილება გარე პირობების– ეს შესაძლებელია მათი ცხოვრების კრიზისის მიზეზი გახდეს. თუ მუტაბელურ ჯვარში საერთოდ არ გააჩნიათ სეპტენერის პლანეტები, ასეთი ადანიანები ძალიან არათანამედროვეები არიან, ჯიუტები და დოგმატიკოსები, ისინი ძნელად ვითარდებიან. თუ კარდინალურ ჯვარში გააჩნია პლანეტები– ასეთი ადამიანები არიან მკვლევარები.

მუტაბელირ ჯვარში – ფართო ინტერესების ადამიანია. მისი ცხოვრება მრავალფეროვანია. მისი როლი– იდეების გამავრცელებელია. მას სულ ესაჭიროება ახალი შთაბეჭდილებები. მისთვის მნიშვნელოვანია რომ ერთი დღე არ ჰგავდეს მეორეს, სულ ცვლილებების ძიბაშია. თუ მის ჰოროსკოპში არ არის დატვირთული ფიქსირებული ჯვარი, მას მიდგომაში სიღრმისეულობა აკლია. თუ არ გააჩნია კარდინალური– ცხოვრება მიღწევების გარეშეა – „თავში ქარი უქრის“.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლაასტროლოგოსი

Categories
ასტრო-გაკვეთილები

გავრცელებული შეცდომები (ნაწ-3)

ნაკლი ანუ განვითარების საკითხები
თუ გავიგებთ ნებისმიერი საქმისთვის სამი ფაზის (თვისების) აუცილებლობას და იმას, რომ ყველა სტიქიას სამყაროშო თავისი ადგილი გააჩნია, მაშინ ჩვენი განვითარება ხდება ნებაყოფლობითი და მართვადი. ყველა ადამიანი კარგია თავის საქმეში, და მან სამყაროში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს და უნდა სხვასაც მისცეს ამის საშუალება. მაგრამ სანამ ჩვენ დავიწყებთ ამის გაცნობიერებას, ჩვენ ვეჯახებით სერიოზულ პრობლემებს: გარემო გვაიძულებს ზოგად კანონებზე დამორჩილებას, ჩვენ კი ვეწინააღმდეგებით, ვქმნით სერიოზულ კონფლიქტს როგორც შინაგან, ასევე გარეგნულ ცხოვრებაში. გარდა ამისა, სხვა ადამიანების შეფასებისას გამოვდივართ საკუთარი თავიდან: საკუთარი ტემპერამენტიდან, ფასეულობებიდან, რომლებიც აგვყავს ნორმის რანგში. ეს კი არ უწყობს ხელს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას. იგივეა ჩვენთან მიმართებაში: სხვა ადამიანები ითხოვენ ჩვენგან ჩვენთვის არაბუნებრივი როლის შესრულებას.

ამიტომ, მოდით, ერთად განვიხილოთ, რა ნაკლი შეიძლება გაჩნდეს, როცა არ გესმის განვითარების ბუნებრივი კანონები.

კარდინალური ჯვრის პრობლემები: მოუთმენლობა.
თუ კარდინალურ ჯვარს არ ესმის, რომ ნებისმიერ საქმეს სჭირდება სერიოზული მუშაობა და მოვლა (ეს ფიქსირებულის ამოცანაა), და ცხოვრებაში სწორი დანერგვა ( მუტაბელურის ამოცანაა), მაშინ არა მგონია რომ ეს საქმე ვინმეს დაჭირდეს. ის დაუმთავრებელი დარჩება. კარდინალური ჯვრის ენერგია, რომლითაც კარდინალური ნიშანი გზას იკაფავს, იქნება დამანგრეველი თავისი სიხისტითა და მიწოლით. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, იწვევენ გაღიზიანებას და ტოვებენ უსიამოვნოდ აბეზარ შთაბეჭდილებას.
ასეთი პრობლემა შესაძლებელია შეიქმნას (ხშირად ან დროდადრო) მაშინაც, თუ ადამიანს აქვს პლანეტები ფიქსირებულ ან მუტაბელურ ჯვარში: ამას ქვია „პრობლემები საკუთარ თავთან“, როდესაც ადამიანი განიცდის შინაგან კონფლიქტს და ხასიათის თვისებების შეუსაბამობას.

ფიქსირებული ჯვრის პრობლემები: დოგმატიზმი და სიხისტე.
ფიქსირებულ ჯვარს არ ესმის ცვლილებების აუცილებლობა (კარდინალური ჯვარი), არ ესმის, რომ ცხოვრება იცვლება და საჭიროა ფეხი აუბა მას (მუტაბელური ჯვარი). ის ჯიუტად მიყვება თავის პრინციპებს და საქმეებს მაშინაც, როცა მიზანი შეიცვალა ან დაკარგა აქტუალურობა. მას უკვე აღარ ახსოვს რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი, მაგრამ აგრძელებს მოქცევას ძველებურად და ითხოვს სხვებისგანაც რომ დაემორჩილონ ძველ წესებს. კითხვები „რატომ“ და „რისთვის“ მას აღიზიანებს: მას არ უნდა ამ თემაზე ფიქრი. ასეთი საქმიანობა ღლის თანამოაზრეებს და ისინი ტოვებენ ადამიანს. და მალე ეს ადამიანი რჩება მარტო, მისი მიღწევები და ცოდნა ხდება მოძველებული და აღარავის ჭირდება. და… ყველაფერი უნდა დაიწყოს ნულიდან.

მუტაბელური ჯვრის პრობლემები: დამანგრეველი არამუდმივობა, რომელიც გარშემო ქმნის ქაოსს.
თუ მუტაბელურ ჯვარს არ ესმის რომ საჭიროა რაღაც წესრიგი (ფიქსირებული), და რომ ნებისმიერ საქმეს უნდა ჰქონდეს რამე აზრი (კერდინალური)- ეს პრობლემაა. ასეთი ადამიანი არ აღიარებს არანაირ წესებს, მისთვის კანონია მხოლოდ საკუთარი სურვილები და წარმოდგენები. თავისი საქციელით შოკში აგდებს სხვა ადამიანებს, მაგრამ ძალიან მალე ბადებენ სხვებში მხოლოდ ერთ სურვილს- არასოდეს არ გქონდეს მასთან საქმე. და აი, მას აღარ ჰყავს მეგობრები, საკუთარი წამოწყებები, მხოლოდ ნანგრევები…
ასეთი პრობლებები საკუთარ თავთან შესაძლებელია გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, ხშირად თუ იშვიათად,- დამოკიდებულია აღზრდაზე, საკუთარ ჰოროსკოპზე და გამრზდელების ჰოროსკოპებზე. ეს ხდება მანამდე, სანამ ადამიანი არ ისწავლის საკუთარი თავის კონტროლს, ანუ არ უნდა მოხდეს თვისებიდან თვისებაზე ენერგიის გადართვა, არამედ ყველა თვისება ერთად უნდა მუშაობდეს.

თუ რომელიმე ჯვარი გამოკვეთილია, მაშინ ადამიანი ცხოვრებაში თამაშობს ამ ჯვრით მოტანილ როლს, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი მცდელობა იქნება უაზრო და დამანგრეველიც კი, თუ ჰოროსკოპის სხვა ჯვრებთან არ იქნება დაბალანსებული .
უფრო უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხასიათში არ გააჩნიათ რამე თვისება ( ჯვარში არ არის სეპტენერის პლანეტები). მათ უნდა ამოირჩიონ შესაბამისი პროფესია, იმისათვის რომ მათ ხასიათს ჰქონდეს სასარგებლო გამოყენება.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლაასტროლოგოსი