Categories
ასპეტები ასტროლოგია მთვარის კვანძები პლანეტები

აღმავალი კვანძი სასწორი – დაღმავალი კვანძი ვერძი

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი მთვარის კვანძი (რაჰუ) –სასწორში
დაღმავალი მთვარის კვანძი (კეტუ) – ვერძში

მთვარის კვანძების ეს მდებარეობა იმ ადამიანთა ნათლურ რუქაშია, რომლებიც დაიბადნენ:
12.09.1939-23.05.1942, 17.06.1958-15.12.1959, 08.01.1977-05.07.1978, 01.08.1995-24.01.1997


სასწორი – ეს ჰაერის სტიქიის ნიშანია, თანაც „ზრდასრული“ (რადგან ზოდიაქოს რკალის მე-3 კვადრატშია). მისი ეს მდგომარეობა და თვისებები თქვენ გაძლევთ კომუნიკაბელურობას და უშუალობას ურთიერთობებში.
დაღმავალი კვანძი ზოგადად მიგვითითებს იმ თვისებებზე, რაც თანდაყოლილი გვაქვს, რაც გვიადვილდება, ხოლო აღმავალი კვანძი პირიქით რაც ამ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ და შევითვისოთ.
წინა ცხოვრებაში თქვენ ვერძის პროგრამა გაქვთ დამუშავებული, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა გეკრძალებათ ვერძობა. ანუ არ უნდა იყოთ მოუთბენელი, უხეში, ზემეტად აქტიური, სნობი, არ არის საჭირო პირველობისთვის სწრფვა და ამის ფონზე სხვებზე „ჩლიქებით“ გადავლა. ამ ეტაპზე თქვენი მისიაა შეინარჩუნოთ და გამოიყენოთ ვერძის მხოლოდ დადებითი და ჰარმონიული თვისებები (სიმამაცე, დამოუკიდებლობა, მუდმივი მზადყოფნა დაეხმაროთ სხვებს), რომლებიც დაგეხმარებათ დაამუშავოთ სასწორის პროგრამა.

რას ნიშნავს სასწორის პროგრამის დამუშავება?
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავათ, თქვენ მოგიწევთ დაემსგავსოთ სასწორს. უნდა ისწრაფვოდეთ შინაგანი წონასწორობისკენ, სიმშვიდისკენ, სამრთლიანობისკენ, ჰარმონიისკენ ყველგან და ყველაფერში. უნდა შეეცადოთ არ იყოთ სულსწრაფი, არ გაასწროთ მოვლენებს. თვენთვის აუცილებელია გამოიმუშავოთ მოთბინების უნარი (რაც საკმაოდ ძნელი იქნება). უნდა იყოთ მუდამ კეთილგანწყობილი. თქვენი მთვარი ამოცანა ამ ცხოვრებაში არის გახდეთ ბრძენი, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და შედეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
ასევე მნიშვნელოვანია შეიცნოთ რა არის თავგანწირვა სხვა ადამინებისთვის. დაივიწყეთ ეგო, ის ხელს გიშლით კარმის დამუშავებაში. დაღმავალი ვერძში ეს არის თქვენი წინა ცხოვრების გამოცდილება, სადაც პირველობა გევალებოდათ, სადაც მთვარი იყო „მე“, ახლა ყველაფერი პირიქითაა. და თქვენში თუ მაინც ვერძი „იბრძვის პირველობისთვის“ ეს ძალიან მტკივნეულეად და უხეშად აისახება თქვენს ახლანდელ ცოხვრებაზე, როდესაც სასწორი ურთიერთთანამშრომლობას და სხვების აზრის გათვალისწინებას გთხოვთ. სწორედ ამიტომაა ეგოს მაქსიმალურად დაქვეითება საჭირო. შეეცადეთ პრობლემები რადიკალური ზომების მიღების გარეშე გადაჭრათ, რადგან სწორედ მოთბინებაშია თვენი ბედნიერება. საბოლოო ჯამში, მთვარია გააცნობიერთ, რომ ძლიერი იდივიდუალობის შეგრძნება, რომელიც წინა ცხოვრებიდან გაქვთ თანდაყოლილი პირადი ცხოვრების მოსაწყობად კი არა, სხვა ადამინებისთვის ჰარმონიული გარემო პირობების შექმნაში გამოიყენოთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ასეთი კვანძების მდებარეობით სიჯიუტით და თვითენბობით გამოირჩევიან, სხვების აზრის გათვალისწინება მათტვის უცხოა და გონიათ, რომ ეს ხელს უშლით წინსვლაში.
სინამდვილეში, ნებსმიერი კარმული კვანძების მდებარება გავძლევს იმას, რომ დაღმავალი უფრო აქტიურად გამოვლინდება და ცდილობს ამ რეინკარნაციაშიც წინა ცხოვრების პრონციპებით იცხოვროს, საბოლოო ჯამში როცა გონია, რომ მიზნისკენ მიდის, ან მიზანს მიაღწია, სწორედ მაშინ ხვდება რომ აღარ ადგება ძველი ცხოვრების გამოცდილება და საჭიროა რაღაც ახალი მიდგომა. სასწორი-ვერძის შემთხევავშიც ასეა: როცა თქვენში ვერძის წინ გარბის, მიზნისკენ და ცდოლობს მარტომ და პირვლმა გადალახოს ბარიერები, მიზანთან მისვლისას აღმოაჩენს, რომ მაინც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, რადგან სასწორი მისგან კომუნიკაციას და სხვა ადაინებთან ყველაფრის გაზიარებას ითხოვს.
მთვარის კვანძების ასეთი მდებარეობით ადამინანების უმრავლესობა ჯიუტი და ზედმეტად თავდაჯერებულია. ახლა მათ უწევთ ამ თვისებებზე უარის თქმა, რათა უფრო მეტი ურთიერთობები დაამყარონ და სხვისი აზრის გაითვალისწინონ. წინააღდეგ შემთხვევაში ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში ძალინ მტკივნეულ შედეგებს იძლევა – მაგალითად ის რაც ყველაზე ძალინა სურს ან ჭირდება, ყოველთვის სხვას ხვდება წილად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სურვილებში სხვებს არ ითვალისწინებს და ვერძულად იქცევა. ხშირად ასეთ შემთხვევებში ძალინ ეჭვიანები და მესაკუტრეები ხდებიან, ძალისხმევას არ იშურებენ სასურველის მისაღებად, მაგრამ შედეგი ისევ უარყოფითია და უარყოფითი იქნება მანა, სანამ არისწავლიან სხვა ადამინებთან თანაარსებობას.
ცნობილი ადამიანები: მოდილიანი (37), ივანე მრისხანე, ტოლსტოი (82).

ტრანზიტულად: 18.02.2014-დან 12.11.2015-მდე აღმავალი კვანძი იქნება სასწორში, ხოლო დაღმავალი ვერძში.
ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე წამოიწევა სასწორის სფერობი და მათი ათვისება, მათში პრობლემების მოგვარება და ჰარმონიის დამყარება. ეს სფეროებია – პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, სასამრთლო სფერო და ყველაფრის კანონის ფარგლებში მოგვარება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია როგორც პირად, ისე სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რადგან წლის განმავლობაში კარდინალურ ჯვართან ( მარსი-ურანის ოპოზიცია და პლუტონი-იუპიტერის ოპოზიცია) კვანძების ასპექტები საკმაოდ ფატალურ შედეგებს გამოიღებს, თუ ყურადღება არ მიექცა სამრთლიანობის, ადამინაის უფლებების და უსაფრთხოების საკითხებს.

მომაზადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ასპეტები ასტროლოგია

ზოდიაქოს გრადუსები – ვერძი

[01.01]

„იმპულსი“. ძლიერი ნებისყოფა, დიდი აქტივობა, ხშირად არასაკმარისი გააზრება. სწრაფვა სამხედრო სამსახურისადმი ან არტისტული ცხოვრების მიმართ.

[01.02]

„აგრესია“. სიფიცხე, ეჭვიანი ადამიანი. კარგი ორგანიზატორი და მმართველი. ნიჭი მათემატიკის და მეცნიერებისკენ არის მიმართული.

[01.03]

„გონებამახვილობა“. იუმორის გრძნობა, გაცნობიერებული გამოვლინება ინტელექტუალური შესაძლებლობების, მშვიდობისმოყვარეობა, სიმამაცე, მიდრეკილება თავის თავის გადაფასების. ექიმები, მწერლები.

[01.04]

„სისწრაფე“.სწრაფი ქმედებებისადმე ტენდენცია. წარმატებები, მაგრამ სისწრაფის გამო შესაძლოა იყოს გართულებები. ლოიალური და სანდო ადამიანი, და თუ მოხდება თავის კონტროლი, ასეთი ადამიანი გახდება ლიდერი ნდობით აღჭურვილი თავის კოლექტივში. მიდრეკილება მათედმატიკისკენ, ფინანსები ან მხატვრობის ნიჭი.

[01.05]

„ელეგანტურობა“. კარგი გემოვნება, მიდრეკილება განდიდების მანიისაკენ და შფოთვისკენ. ენერგიულობა. ეს გრადუსი ხშირად აქვთ დალაქებს და კოსმეტოლოგებს.

[01.06]

„გაუბედაობა“. ეს გრადუსი მიანიშნებს ნერვიულ ადამიანზე, რომელიც მუდმივად განცდებშია. შესაძლოა იყოს ფიზიკური ან გონებრივი ნაკლი.

[01,07]

„დაუღლელობა“. პიროვნება, რომელიც ცდილობს იყოს მუდმივ მოძრაობაში. ხანდახან ასეთ ადამიანს არააქვს მიზანი ცხოვრებაში. ასეთი ადამნიანები ხშირად ხდებიან ვაჭრები, დამტარებლები(მიმტანები) და მათი სამსახური ტყესთანაა კავშირში.

[01.08]

„წინდახედულობა,სიფრთხილე“. კონსერვატიული ხედვა, გატაცება ნადირობით. ადამიანი, რომელიც ხან ხმას არ იღებს ხან კი მთელი დღე ლაპარაკობს. ხდებიან დანტისტები ან მოქანდაკეები.

[01.09]

„მბრძანებლობა“. მიანიშნებს მბრძანებელ ადამიანზე ან სულელ ადამიანზე ორი უკიდურესობაა.ეს გრადუსი გვხდება შეარარებული ძალების სამსახურში მყოფ ხალხთან.

[01.10]

„სიამაყე“. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთგული მეგობარი და საშიში მტერი, ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულია. შეუძლია მიაღწიოს თავის მიზანს მეგობრების დახმარების საშუალებით. ეს გრადუსი არის პოლიტიკოსების და სამხედრო ხალხის გრადუსი.

[01.11]

„გამარჯვება“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც წარმატებულია ფილოსოფიაში და მეცნიერებაში, კარიერა იქნება არაორდინალური შესაძლოა იყოს კავშირი რკინიგზასთან, და ასევე დენთან.

[01.12]

„ცვალებადობა“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც უკიდურესობაში ვარდება, შეუძლია იყოს ან ძალიან განსჯადი ან სრულიად განუსჯელი. სანტექნიკოსების და მეთუნუქეების გრადუსი.

[01.13]

„ინსტინქტური“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ინტუიცია გაძლ;იერებული აქვს. აქვს პატრიოტიზმის მაღალი გრძნობა. აქვს ადგილია არაბუნებრივ ფიზუკურ ძალას. ათლეტების, ექიმებისა და იურისტების გრადუსი.

[01.14]

„გამოცდა“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ბევრი გამოცდფა ხვდება ცხოვრებაში. ადრეულს ასაკში გამოცდებს თუ ჩააბარებს, სიბერეში დაჯილდოვდება. ასტროლოგების და ფეხბურთელების გრადუსი.

[01.15]

„ერთი“. მიუთითებს ადამიანზე, როიმელიც ცხოვრების მრავალ ასპექტში მარტოს უმკლავდება პრობლემებს. აქვს ბევღი შესაძლებლობა, მაგრამ მიდრეკილია „მორიდებულებისკენ“.

[01.16]

„თავისჭკუის“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ხშირად კარგი სურვილებით იღებს ტავის ტავზე მეტს ვიდრე შეუძლია აიღოს, ან ასეთი ადამიანი სხვებს არ ენდობა.ხშირად მათი საქმიანობა საჯარო ხასიათს ატარებს: მუსიკანტი, იურისტი, ორატორი.

[01.17]

„ბუნება“. მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც ბუნება უყვარს, ადამიანზე, რომელიც მეტაფიზიკით არის დაინტერესებული. წარმატებულები არიან სამეურნეო სფეროში ან სხვა სფეროებში, რომლებიც ბუნებასთანაა კავშირში.

[01.18]

„თავგადასავალი“. მიუთითებს რომენტიულ ადამიანზე, რომელსაც ყველაფერში გარისკვა უყვარს. ხშირად მწერლების ჰოროსკოპში გვხვდება.

[01.19]

„ღირსეულობა“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ძალიან თავშეკავბებულია, რომლებსაც პოეტური ნიჭი აქვთ. ხშირად ხდებიან: ორატორები, მსახიობები და ხალხი, რომლის სამსახური დენთანაა კავშირში.

[01.20]

„დაკვირებული“. მიუთითებს ზალიან დაკვირვებულ ადამიანზე, რომელიც ერთ რამეზეა ჩაციკლული: მისტიკები, მჭედლები, მემანქანეები.

[01.21]

„რისკი“. მიითითებს მამაც ადამიანზე, რომელიც ხშირად რისკავს ცხოვრებაში. ეს გრადუსი მწერლების რუკაში გვხვდება.

[01.22]

„ღირსეული“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც წარმოუდგენლად აქტიურია და რომლის ნდობა თვალდახუჭული შეიძლება. აქვს ადგილი უბედურ შემთხვევებს. ხშირად მუსიკანტების რულკაში გხვდება.

[01.23]

„გართობა“. ფიზიკურად აქტიური ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ არც შესაძლებლობა და არც სურვილი არააქვთ „გაზრდისკენ“. უდარდელია, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი. უმართელებთ გართობის სფეროებში.

[01.24]

„ფატალისტი“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ან ძალიან მომთმენია ან სუსტი ნების ადამიანზე, მიუთითებს ადამიანზე, რომელიც თავბისი ფიქრების ტყვეა. ეს ერთერთი კარმული გრადუსია.

[01.25]

„თავისებური“. სოციოპატიისკენ მიდრეკილება ეს სიტყვა სრულიად ასახავს ასეთ ადამიანს. გვხვდება პილიციელების რუქაში.

[01.26]

„მიღწევა“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ან გააცნობიერა თავისი სულიერი საწყისი ან გახდა ეგოისტი. რაღაც დონეზე რელიგიურია ან სჭირდება რელიგია. გხვდება ფილოსოფოსების ხელოვნებათმცოიდნეების ეზოთერიკების და სასულიერო პირების რუქაში.

[01.27]

„გამძიება“. მიუთითებს ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანზე, რომელიც ან ძალიან საინტერესო რამეს აღმოჩენს ან „ცხვირს მოიმტრევს“. ასეთ ადამიანს აქვს მეცნიერების Nიჭი. ხშირად გამომძიებლების და გამომგონებლების რუკაში გვხვდება.

[01.28]

„ოპტიმისტი“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ყოველთვის ოპოზიციურია და რომელიც ყოველთვის წარმატების სჯერა. გვხვდება იურისტების რეფორმატორების და სპორცმენების რუქაში.

[01.29]

„სიახლე“.მიუთითებს ახლებური ხედვის ადამიანზე, რომელიც მეცნიერულ აღმოჩენებს აკეთებს. გხვდება ფიზიკოსების და პარანორმალური კვლევების მუსაკების რუქაში.

[01.30]

„გარჯა“.მიუთითებს ადამიანზე, რომელიც თავაუღებვლივ შრომობს, რომელიც თავისთავზე მეტს იღებს ვიდრე სხვები და სრულიად არ წუწუნებს ამისგამო. გხვდება მეცნბიერების და ორგანიზატორების რუქაში.

მოამზადა: ნიკა დვალიშვილი
“ტაროს სკოლა”