წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს, რადგან ისინი განსაზღვრავენ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს ჩვენი სასწავლო პლატფორმის გამოყენებისას.
- 1. ანგარიშის შექმნა და გამოყენება
• პლატფორმაზე წვდომის მისაღებად საჭიროა ანგარიშის შექმნა.
• თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ მიწოდებული ანგარიშის ინფორმაციის სიზუსტესა და მის კონფიდენციალურობაზე.
• თქვენ არ გაქვთ უფლება გაუზიაროთ თქვენი ანგარიში სხვა პირებს.
• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ ან გავაუქმოთ ნებისმიერი ანგარიში, რომელიც არღვევს ამ წესებსა და პირობებს. - 2. ინტელექტუალური საკუთრება
• პლატფორმაზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის კურსები, ტესტები, ვიდეოები და სხვა, დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების კანონებით.
• ლექციების ჩანაწერების ან/და სხვა მასალის გაზიარება გარე/მესამე პირებისთვის არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და ჩვენი წერილობითი ან სიტყვიერი თანხმობის გარეშე, არ არის დაშვებული.
• თუ მოსწავლე დაარღვევს ამ პირობებს და ლექციების ჩანაწერები გაუზიარებს გარე/მესამე პირებს, ის არამხოლოდ დაარღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, არამედ შესაძლოა გაავრცელოს პირადი ინფორმაცია, რამაც შეიძლება შესაძლებელი გახადოს პიროვნების იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული რისკები, რაც ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონდებლობას; - 3. გადახდა
• გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებლის სტატუსი შეჩერდება და სწავლის გაგრძელება გახდება შეუძლებელი.
• თუ გადაუხდელობის შემთხვევაში ვერ ხერხდება მოსწავლესთან დაკავშირება, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ მისი ანგარიში ყველანაირი გაფრთხილების გარეშე.
• თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს საფასურის დროულად გადახდას, მან უნდა მიმართოს ადმინისტრაციას, რათა სწავლის გაგრძელება შესაძლებელი იყოს შეთანხმების საფუძველზე.
• თუ მოსწავლე არ ახორციელებს კურსის ფარგლებში მასზე დაკისრებული საფასურის გადახდას, უფლებას ვიტოვებთ შევუზღუდოთ მოსწავლეს წვდომა ან/და არ დავუშვათ მიმდინარე ან სამომავლოდ სხვა კურსებზე, დავალიანების საფუძველზე. - 4. სწავლის შეწყვეტა
• თუ მოსწავლე საკუთარი სურვილით წყვეტს სწავლას/კურსს ვალდებულია ამის თაობაზე ამცნობოს ადმინისტრაციას ან კურსის უშუალო ორგანიზატორს.
• მოსწავლის მიერ საკუთარი სურვილით სწავლის/კურსის შეწყვეტის შემდგომ უქმდება ყველანაირი წვდომა პლატფორმაზე, რაც ასევე მოიაზრებს განვლილ მასალაზე წვდომის დაკარგვას, მათშორის ლექციების ჩანაწერზე, ტექსტურ და ფოტო მასალაზე. - 5. სერტიფიცირება და დიპლომი
• კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს შეეძლებათ სერტიფიკატის მიღება, თუ ამას კურსი ითვალისწინებს, რაზეც მოსწავლე კურსის დაწყებამდეა ინფორმირებული. ზოგიერთი კურსის შემთხვევაში სერტიფიკატი გაიცემა ავტომატურად, ხოლო სხვებზე საჭირო იქნება ტესტირების წარმატებით გავლა.
• ტესტირების საჭიროება დამოკიდებულია კურსის აღწერილობაზე და ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული კურსის მიხედვით.
• დიპლომის მისაღებად (თუ ამას კურსი ითვალისწინებს) მოსწავლეს სჭირდება ტესტის ჩაბარება და საკურსო ნაშრომის დაწერა.
• საკურსო ნაშრომის თემა და მოთხოვნებზე შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. - 6. მომხმარებლის ქცევა
• თქვენ ვალდებული ხართ გამოიყენოთ პლატფორმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და პატივი სცეთ სხვა მომხმარებლებს.
• აკრძალულია შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან არაეთიკური ქცევა.
• აკრძალულია პლატფორმის უსაფრთხოების ან ფუნქციონირების დარღვევის მცდელობა. - 7. ლექციების ჩანაწერები
• ლექციების ჩანაწერები დამხმარე საშუალებაა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გაცდენილი ლექციის ანაზღაურებაში ან სწავლების განმეორებაში (გადამეორებაში).
• ჩანაწერები ხელმისაწვდომია კურსის დასრულებიდან წინასწარ განსაზღვული პერიოდი, საშუალოდ ჩანაწერებზე წვდომა გრძელდება 1 წლის განმავლობაში.
• კურსის საფასურის გადახდა არ მოიცავს ლექციების ჩანაწერების შეძენას; ეს სერვისი დამატებით ხელმისაწვდომია კურსის ფარგლებში.
• თუ მოსწავლე შემჩნეული იქნება ლექციების ჩანაწერის გაზიარებაში ან იმ პირებისთვის გადაცემაში, რომელთაც შეხება არ აქვთ კურსთან ან სასწავლო პლატფორმასთან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ შევუჩეროთ მოსწავლის სტატუსი და გავაუქმოთ მისი ანგარიში. - 8. პირადი ინფორმაციის დაცვა ჩატში
• პლატფორმაზე, სადაც ტარდება ლექციები (webinar.astrology.ge), აქტიურია ჩატის ფუნქცია. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩატში განთავსონ პირადი ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების მონაცემები ან სხვა პირის ინფორმაცია, რომელზეც თავად არიან პასუხისმგებელნი.
• სხვა მოსწავლეებს ეკრძალებათ ეს ინფორმაცია გამოიყენონ ან გააზიარონ გარე/მესამე პირებთან.
• ამ წესის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რაც მოიცავს მომხმარებლის სტატუსის შეჩერებას ან ანგარიშის გაუქმებას. - 9. პირადი მონაცემების გამოყენება
• რეგისტრაციის დროს შეგროვებული ინფორმაცია, როგორიცაა სახელი და გვარი, გამოიყენება კურსის მსვლელობის დროს მოსწავლის იდენტიფიცირებისთვის.
• ელ. ფოსტა გამოიყენება ავტორიზაციისთვის, პაროლის აღდგენისთვის ან ალტერნატიული კომუნიკაციისთვის.
• ეს ინფორმაცია არ გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის ან სხვა სახის კომუნიკაციისთვის, რომელიც არ უკავშირდება სწავლებას.
• მოსწავლის მიერ საკუთარი პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (პერსონალური მონაცემი) სასწავლო პლათფორმის გამოყენების მიზნით გაცემის მომენტიდან ითვლება, რომ ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, რაზეც მას პრეტენზია არ გააჩნია; - 10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
• ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას პლატფორმის უწყვეტი ან შეცდომების გარეშე მუშაობაზე.
• ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოშვას პლატფორმის გამოყენებამ ან მასზე წვდომის შეუძლებლობამ. - 11. ცვლილებები წესებსა და პირობებში
• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს.
• ცვლილებები ძალაში შევა მათი პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე. - 12. დავების გადაწყვეტა
• ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ წესებიდან და პირობებიდან ან პლატფორმის გამოყენებიდან, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
• თუ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდება, დავა გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს;
რესურსის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. თუ რომელიმე პუნქტთან არ ხართ თანახმა, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს პლატფორმას.
გამოქვეყნების თარიღი:
03.09.2024
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
გისურვებთ წარმატებას!