მთვარის ასპექტაცია სატურნთან

სატურნი ეს არის საზღვრების, ჩარჩოების, წესებისა და კანონების პლანეტა. სატურნის მდებარეობა ნატალურ რუკაში გვიჩვენებს, რა თემებში აქვს ადამიანს შეზღუდვები და დაბრკოლებები, სად შეუძლია ყველაზე კარგად სტრუქტურირება და რა თემებში უნდა მიიღოს გამოცდილება, რომ შედგეს დამოუკიდებელ პიროვნებად. ასევე სატურნის მდებარეობა რუკაში გვიჩვენებს ადამიანის მიზნებს, ამბიციებს, კონსტრუქციულობისა და სოციუმში თავის დამკვიდრების უნარებს.
მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე და ქვეცნობიერ პროცესებზე აგებს პასუხს. ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარებზე, მის შიშებზე და შფოთვის მიზეზებზე.
როდესაც ბუნებით რბილ და ქალურ მთვარეს, ეხება ხისტი და ცივი სატურნი, ადამიანის შინაგანი და ემოციური მდგომარეობაც შეზღუდულია. სატურნი, მთვარეს, აიძულებს თავისი რეალური ბუნება დათრგუნოს და მარწუხების ქვეშ მოაქციოს.
დაძაბული ასპექტაციისას (შეერთებისასაც) ადამიანს კომპლექსი აქვს ემოციების გამოხატვის. შინაგანად შესაძლებელია ბევრი განცდა ჰქონდეს, მაგრამ საკუთარ თავს აიძულებდეს ეს ყველაფერი არ გამოხატოს და ბოლომდე მართოს საკუთარი ემოციები, რის გამოც ცივი და მკაცრი ადამიანი ჩანს. შესაძლებელია ასეთ ადამიანს ნაადრევად მოუწია ოჯახში, პასუხისმგებლობების აღება ან ძალიან მკაცრ ოჯახში იზრდებოდა, მკაცრი დედა ჰყავდა რომელიც, მის ბავშურ და ემოციურ ბუნებას სერიოზულად თრგუნავდა და აიძულებდა პატარა ასაკში დიდი ადამიანივით მოქცეულიყო. შესაძლებელია არც არავინ აიძულებდა ამ ყველაფერს, მაგრამ გარემოებები შეექმნა შესაბამისი რომ ასე მოქცეულიყო. ასეთ ადამიანს ცხოვრებაში აქვს ბევრი დაბრკოლება, შეზღუდვა, ხვდება მძიმე სიტუაციებში და უწევს ამ ყველაფრის გადალახვა. მიღებული ემოციური გამოცდილების ხარჯზე კი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანი ყალიბდება ძლიერ, მყარ და სტრუქტურირებულ პიროვნებად, რომელსაც ვერაფერი ვეღარ შეარყევს.
უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში გხვდება პესიმიზმი, მძიმე ხასიათი, დეპრესიისკენ მიდრეკილება, ეგზისტენციალიზმი, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ასოციალურობა. ასევე შეიძლება მოგვცეს სუსტი ჯანმრთელობა, ქრონიკული დაავადებებისაკენ მიდრეკილება, კუჭის პრობლემები, კარგია თუ ადამიანს ამ ასპექტით განსაზღვრული ექნება კვების რაციონი.
ჰარმონიული ასპექტებისას ან თუ დაძაბული ასპექტია დამუშავებული ვიღებთ: ძლიერ, სერიოზულ, მიზანმიმართულ, სტრუქტურირებულ, მყარ და მოწესრიგებულ პიროვნებას. ასეთი ადამიანი გამოირჩევა სიმშვიდით, რომელსაც ექსტრემალურ და კრიზისულ სიტუაციაშიც არ კარგავს და ყოველთვის იცის რა გააკეთოს. არის ამბიციური და აქვს კარგი სოციალური ადაპტაცია.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ