სინასტრიული ასტროლოგიის კურსი

astrology school

დაიწყო ახალი ნაკადის მიღება სინასტრიული ასტროლოგიის კურსზე!
კურსი დაიწყება 27 ივნისს.

კურსის ღირებულებაა 300₾

სინასტრიული ასტროლოგიის ინტენსიური ონლაინ კურსი ლია ბარათაშვილთან ერთად

აღმოაჩინეთ ჰარმონიული ურთიერთობების საიდუმლოებები ასტროლოგიური სკოლა „ასტროლოგოსის“ ინტენსიური კურსის მეშვეობით, რომელსაც გაუძღვება ასტროლოგი ლია ბარათაშვილი.

ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ღრმად ჩასწვდეს პარტნიორული ურთიერთობების არსს, გაანალიზოს თავსებადობა და შეისწავლოს ურთიერთობების პროგნოზირების მეთოდები.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?

კურსი იდეალურია როგორც დამწყები ასტროლოგებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ სფეროში, ასევე გამოცდილი პრაქტიკოსებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა სინასტრიულ ასტროლოგიაში.

კურსის ფორმატი და ხანგრძლივობა
ფორმატი: ონლაინ, ვებინარის მეთოდით
ხანგრძლივობა: 24 საათი (8 ლექცია)
განრიგი: ლექციები ჩატარდება ყოველდღიურად
კურსის პროგრამა: რას შეისწავლით?

I. სინასტრიული ასტროლოგიის საფუძვლები:

ჰოლისტური მიდგომა პერსონალური ურთიერთობების ანალიზში.

II. ნატალური რუკა სინასტრიაში:

ფსიქოტიპის განსაზღვრა და პიროვნების რეზონანსული მახასიათებლები.
რუკის კომპენსატორული ელემენტები: სტიქიები, ჯონსის ფიგურები, სახლები და ასპექტები.

III. პიროვნების ანალიზი ურთიერთობებში:

DSC ნიშანში, სახლებისა და პლანეტების როლი სინასტრიაში.
გენდერული პლანეტები და პარტნიორის ხატება ნატალურ რუკაში.

IV. ქორწინება და განქორწინება:

დაუქორწინებლობისა და მრავალჯერადი ქორწინების მაჩვენებლები.
„მომგებიანი“, ანგარებით და ბედნიერი ქორწინების ასპექტები.
დაქვრივების საკითხები.

V. სექსუალური თავსებადობა:

სექსუალური ტემპერამენტისა და პრეფერენციების განსაზღვრა.

VI. სინასტრიული ანალიზი:

სინასტრიული ასპექტები და პლანეტების განლაგება პარტნიორის სახლებში.

VII. “ბედნიერი” და “უბედური” წყვილების ასტროლოგიური განსხვავებები.

VIII. ურთიერთობების პროგნოზირება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
კურსის დაწყების თარიღი: 27 ივნისი
კურსის ღირებულება: 300 ლარი

ვებინარები

სწავლა მიმდინარეობს ონლაინ, ვებინარის საშუალებით, სადაც მოსწავლეს საშუალება აქვს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან დაესწროს სასწავლო პროცესს, როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური მოწყობილობის საშუალებით.

ყოველი ლექცია იწერება და მოსწავლეს საშუალება აქვს მოუსმინოს მოგვიანებით ან მისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ დროს.

ეზოთერული ტური ვარძიაში

11 - 14 აგვისტო

ლია ბარათაშვილთან ერთად

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით