Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

პლუტონი მესამე სახლში

ასტროლოგიურად პლუტონი არის სიკვდილ-სიცოცხლის, გარდაქმნების, კრიზისების, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა. მისი მდებარეობა სახლებში გვიჩვენებს სად არის მოსალოდნელი კრიზისები, სად მოგვიწევს მტკივნეული სიტუაციების გადალახვა და რა გარემოებებში მოგვიწევს ტრანსფორმაცია. ამ ყველაფრის ინტენსიურობა კი განისაზღვრება პლუტონის ასპექტაციით პირად პლანეტებთან: დაძაბულია თუ ჰარმონიული. პლუტონი ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ქირურგს, რომელიც სხეულისთვის გამოუსადეგარ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ორგანოს გვაჭრის. ჩვენთვის მტკივნეულია ეს პროცესი, გვსტრესავს და ფსიქოლოგიურად გვამძიმებს, თუმცა ეს ჩვენივე კეთილდღეობისათვისაა საჭირო. პლუტონი ყოველთვის კლავს და ძირფესვიანად ჭრის არასასურველს, რაც ჩვენი განვითარებისთვის დამაზიანებელია. ბოლომდე ანგრევს და ასტერილირებს სიტუაციებს. შემდეგ კი, უკვე დანგრეულ და განადგურებულ არეალზე ბადებს ახალ სიცოცხლეს. იგი პასუხისმგებელია ციკლურ პროცესებზე. ხშირად კი,პლუტონი ისეთ მდგომარეობებში და გარემოებებში გვაგდებს, ისეთ რაღაცებს გვართმევს, რაც ადამიანური გაგებით რთულად აღსაქმელია. პლუტონი ძალიან ღრმა პლანეტაა და ადამიანში მიმდინარე ძალიან ძირეულ და არაცნობიერ პროცესებზე აგებს პასუხს. მისი გამოკვეთა რუკაში აქტუალიზირებს სინდისის თემებს და ხშირად რთავს თვითგანადგურების პროგრამას, რაც ხშირად გამოიხატება დესტრუქციულობით, თვითგვემითა და სადო-მაზოხიზმით. პლუტონი ასოცირდება ძალიან მძაფრ, მძლავრ და ინტენსიურ ენერგიებთან რისი რეალიზაციაც აუცილებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანს რუკაში გამოკვეთილი ყავს პლუტონი.

პლუტონი მესამე სახლში.

დადებით ვარიანტში თუ პლუტონი რუკაში ჰარმონიულია, ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, გამჭრიახე გონებით, კარგი ინსტიქტებითა და ინტუიციით. ინფორმაციაში ხედავენ ზუსტ დეტალებს, აქვთ სიღრმეებში წვდომის შესაძლებები და კარგი ანალიტიკური უნარები. მიღებულ ინფორმაციას მუდმივად ფილტრავენ და ანალიზს უკეთებენ, მარტივათ შეუძლიათ დაიჭირონ მიღებულ ინფორმაციაში მთავარი აზრი, რა იგულისხმებოდა ამაში და რა პათოსით არის ნათქვამი. ასეთი ადამიანები მათი მენტალური შესაძლებლობებით ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენენ სხვებზე, მარტივად შეუძლიათ დაინახონ სხვისი ყველაზე მტკივნეული და სტრესული სიტუაციები, ხშირად კითხულობენ სხვის ფიქრებსაც. მათ ნათქვამ სიტყვებს დიდი ძალა აქვს და გარშემომყოფებზეც დიდ ზეგავლენას ახდენენ თავიანთი საუბრის ინტონაციითა და მანერით. ძალიან ხშირად დიდი ზეგავლენა აქვთ გარშემომყოფებზე და ხშირად მათი ახლო გარემოსთვის წარმოადგენენ ავტორიტეტს. ასევე ასეთ ადამიანებს შესაძლებელია ყავდეთ ძლიერი და გავლენიანი და-ძმები ან ნათესავები. პლუტონი მესამე სახლში ხშირად ყავთ მკვლევარებს, ანალიტიკოსებს, ფსიქოლოგებს, ჟურნალისტებს, ისეთ ადამიანებს რომლებსაც მასიურ ინფორმაციებთან აქვთ შეხება, ასევე ქირურგებსაც რადგანავ მესამე სახლი ხელებით მუშაობასთან ასოცირდება, პლუტონი კი ბასრი საგნებია.
უარყოფით ვარიანტში შესაძლებელია იყოს ნეგატიურ აზრებზე ჩაციკვლა, დეპრესიულობა, ჩაკეტილობა კონტაქტებში, გარყვნილი აზრები რის გამოც შემდგომ სინდისი ქენჯნის, ბილწსიტყვაობა, ბასრი და მწარე ენა რითიც ანადგურებს გარშემომყოფებს და რაც მიზეზია ხშირი კონფლიქტების. რთული ურთიერთობა და-ძმებათან, ნათესავებთან, მეზობლებთან. სხვა ასპექტებთან ერთად შესაძლებელია იყოს დის ან ძმის სიკვდილი.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

შვილოსნობა ნატალურ რუკაში

ნატალურ რუკაში შვილოსნობაზე პასუხისმგებელია მთვარე, მე-4 და მე-5 სახლები. მე-4 სახლი პასუხისმგებელია უშუალოდ ჩასახვაზე, მე-5 სახლი უკვე არსებულ ნაყოფზე აგებს პასუხს, მთვარე კი ორსულობის პერიოდზე და ზოგადად ნაყოფიერებაზეა პასუხისმგებელი.
მთვარე ნაყოფიერად ითვლება თუ არის წყლის ნიშანებში: კირჩხიბში, მორიელსა და თევზებში, ასევე კუროში. უნაყოფოდ ითვლება თუ არის ქალწულში, ტყუპებსა და ლომში. მთვარის თხის რქაში ყოფნაც პრობლემურად ითვლება, განსაკუთრებით თუ დაზიანებულია, თუმცა, ეს პრობლემა მოგვარებადი ხდება სატურნის ციკლის შემდეგ (28 წელი), როდესაც პიროვნება აცნობიერებს პასუხისმგებლობებს და შესაბამისი ემოციური გამოცდილება აქვს მთვარის თემებში. (დანარჩენ ნიშნებში ნეიტრალურია, გააჩნია ასპექტებს).
უნაყოფო ნიშნებში მთვარე ხშირად გვაძლევს ერთ შვილს, ან არცერთს, გააჩნია ასპექტაციას. დაზიანებული მთვარე უნაყოფო ნიშნებში ხშირად იძლევა უშვილობასაც. მთვარე დაზიანებულად ითვლება თუ კვადრატი, ოპოზიცია ან შეერთება აქვს ბოროტ პლანეტებთან: მარსთან, სატურნთან, ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან, თუმცა, გააჩნია დანარჩენ ასპექტებსაც. ჩასახვაზე ასევე პრობლემა ჩნდება როდესაც ბოროტი პლანეტა არის მე-4 სახლში, განსაკუთრებით კი თუ არის უნაყოფო ნიშანში და დაზიანებული. მაგალითად: მარსი მე-4 სახლში და ტყუპებში, ოპოზიიციით სატურნთან, ამ კომბინაციამ შესაძლებელია ჩასახვის პრობლემა წარმოშვას, თუ სხვა გამანეიტრალებელი ასპექტი არ აქვს, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მთვარის მდგომარეობასაც. თუ მთვარე უნაყოფო ნიშანშია და ჰარმონიული ასპექტები აქვს შესაძლებელია პრობლემა არ იყოს ნაყოფიერებასთან დაკავშირებით მაგალითად: მთვარე ქალწულში, ტრინით იუპიტერთან კუროში. იუპიტერის ნებისმიერი ასპექტი მთვარესთან მათ შორის დაძაბულიც პოზიტიურია ნაყოფიერების თემაში. ასევე პოზიტიური ვარიანტია როდესაც მთვარეს კეთილ პლანეტებთან აქვს ჰარმონიული ასპექტები ვენერასთან, მზესთან და იუპიტერთან. უნაყოფობა შესაძლებელია მოგვცეს ნაყოფიერმა მთვარემაც თუ დაძაბულ ასპექტაციაშია, მაგალითად: მთვარე მორიელში, შეერთებული სატურნთან, ოპოზიციაში პლუტონთან. თუ მე-4 სახლი ხელს არ უწყობს ამ კომბინაციამაც შესაძლებელია პრობლემა მოგვცეს ჩასახვასთან დაკავშირებით. თუ განაყოფიერება ხდება თუმცა, ორსულობის დროს ჩნდება პრობლემები ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ მე-5 სახლს. მუცლის მოშლას ხშირად გვაძლევს მე-5 სახლში მყოფი ბოროტი პლანეტები: მარსი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, განსაკუთრებით კი მარსი, ურანი და პლუტონი, თან თუ ამ ყველაფერთან ერთად სუსტი მთვარეა. ასევე ამ პლანებისგან დაზიანებული ნებისმიერი მე-5 სახლში მყოფი პლანეტა, თუ სხვა გამანეიტრალირებელი ასპექტი არ აქვს. თუ მე-4 და მე-5 სახლში პლანეტები არ გყავთ ყურადღება მიაქციეთ ამ სახლების მმართველები რა მდგომარეობაში არიან. მაგალითად: თუ მე-4 სახლის კუსპიდი არის ტყუპებში და მე-5 სახლის კუსპიდი არის კირჩხიბში დააკვირდით მერკურის და მთვარეს.