Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

მთვარის ასპექტაცია ნეპტუნთან

ნეპტუნი ეს არის კოლექტიური, არაცნობიერი პლანეტა, იგი აყალიბებს თაობებს, და გვიჩვენებს ამ თაობების წარმოდგენებს სულიერ და რწმენით თემებზე, მათ დამოკიდებულებებს ილუზიებისა და ოცნებების მიმართ. ასევე ნეპტუნი გვიჩვენებს თაობების შემოქმედებით უნარებს და ნიჭებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
ნებისმიერ პლანეტას, რომელსაც ასპექტი აქვს ნეპტუნთან, კონცენტრაცია და რეალობის აღქმა უჭირს თავისთვის დამახასიათებელ თემებში. ასეთი პლანეტა კარგავს უნარს იმუშაოს საზღვრებში და შეუძლია თავისთვის დამახასიათებელი თვისებები უსაზღვროდ გამოავლინოს, ეს გამოვლინება კი, ჰარმონიული იქნება თუ დაძაბული, ასპექტის ხარისხზე და დამუშავებაზეა დამოკიდებული. ხშირად ასეთი პლანეტა თითქოს ბურუსშია, უჭირს რეალობის აღქმა და ფანტაზიებში და ილუზიებშია გადავარდნილი თავისი გამოვლინების ხასიათში. ასევე საფრთხეა ტყუილების და სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის. ნეგატიურ ვარიანტში ნეპტუნი ასეთ პლანეტას აიძულებს იმუშაოს ფარულად, ჩავარდეს გაურკვეველ სიტუაციებში და ხლართოს ინტრიგები, უბიძგებს ტყუილებისკენ, მათ შორის თვითმოტყუებისკენ. ჰარმონიულად განვითარების შემთხვევაში ადამიანი გამოირჩევა მაღალი სულიერებით, ჰარმონიის შეგრძნებით და ინტუიციით.
მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე და ქვეცნობიერულ პროცესებზე აგებს პასუხს. ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარებზე, მის შიშებზე და შფოთვის მიზეზებზე. ნებისმიერი მთვარესთან შეერთებული პლანეტა, დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესებზე, ასეთ პლანეტას მკვეთრი ემოციონალური გავლენა აქვს და მისი გამოვლინების პრინციპიც დამოკიდებულია ადამიანის გუნება-განწყობაზე, მაგალითად როდესაც მთვარესთან არის შეერთებული მარსი, ადამიანის ქმედება დამოკიდებულია თავის ემოციურ რეაქციებზე და განწყობაზე იმ მომენტში როდესაც მოქმედებაა საჭირო. ამ დროს ადამიანი ამ პლანეტის პრინციპების საშუალებით იღებს ემოციონალურ გამოცდილებას და კვებავს სამშვინველს.
მთვარე ნეპტუნის ასპექტებისას ადამიანს გამძაფრებული აქვს ემოციური აღქმა, არის სენსიტიური და ემპათიური. დადებით ვარიანტში თუ ასპექტი დამუშავებულია ადამიანი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, აქვს უსაზღვრო უნარი სიყვარულის და ეგზალტირებული შეგრძნებების განცდის, (თუმცა გააჩნია მთვარის სტიქიასაც). გამძაფრებული აქვთ ინტუიცია და კავშირი აქვთ კოსმოსთან და სულიერ სამყაროსთან, შესაბამისად ეს ასპექტი ხშირად აქვთ მედიუმებს, ექსტრასენსებს, ფსიქოლოგებს, ჰიპნოთერაპევტებს, რელიგიურ მოღვაწეებს და ოკულტისტებს. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ნიჭები შემოქმედების სხვადასხვა დარგში ან შეხება აქვთ ვირტუალურ თემებთან. ძლიერ კავშირს გრძნობენ ბუნებასთან და უნარი აქვთ ემოციური კავშირის დამყარების ყველა ცოცხალ არსებასთან. ხშირად დაკავებულნი არიან დახმარებით, ქველმოქმედებით და მსახურებით. მთვარე რადგანაც ლიბიდო პლანეტაა კაცის ჰოროსკოპში აღწერს ქალებს, დადებით ვარიანტში ასეთ კაცს ყავს გაიდიალებული ქალის ნატურა, რომელთანაც ემოციური და სულიერი კავშირი აქვს დამყარებული.
უარყოფით ვარიანტში ადამიანი არის გადაჭარბებულად ემოციური და ქაოტური, არის ილუზიებში, უჭირს რეალობის აღქმა, არის მეზღაპრე, მიდრეკილება აქვს ტყუილებისკენ და თვითმოტყუებისკენ. ხშირად არის დეპრესიისკენ დეპრესიაში, უჭირს რეაქციების კონტროლი და გადავარდნილია თავის მიერ შექმნილ იდეალისტურ სამყაროში. უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში, შესაძლებელია მივიღოთ მავნე საშუალებებისკენ მიდრეკილება, რეალობის აღქმის უნარის დაკარგვა. ხშირად ასეთ ადამიანებს ყავთ სუსტი, ავადმყოფი, დაუცველი დედა ან შორსაა, მაგალითად ემიგრაციაში, კაცებს ცოლი, ამიტომაც სწორად უნდა აირჩიონ პარტნიორი.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

სინასტრიული რუკა

ხშირად დამწყები ასტროლოგები, რომლებსაც წყვილის შეთავსების შესახებ აინტერესებთ ინფორმაცია პირდაპირ ადებენ ორ რუკას ერთმანეთზე ონლაინ საიტების მეშვეობით და იქვე კითხულობენ ინტერპრეტაციებს, რაც არასრულ ინფორმაციას იძლევა. რადგანაც, წყვილის შეთავსების პოტენციალის გასაგებად პირადაპირ ორი რუკის ერთმანეთზე დადება არასწორია, ეს მხოლოდ ბოლოს უნდა მოხდეს. თავდაპირველად წყვილის რუკები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ, გავიგოთ რა მოლოდინები აქვთ ურთიერთობაში, რა ტიპის ურთიერთობები იზიდავთ და როგორ აკმაყოფილებენ ერთმანეთის პრიორიტეტებს. ასევე უნდა შევხედოთ როგორ ხდება ასპექტების, სტიქიების რეზონირება, შევადაროთ ფიგურები და ვნახოთ რამდენად ავსებს წყვილი ერთმანეთს. ჯგუფში არაერთხელ დაწერილა ინფორმაცია იმაზე, რომ ლიბიდო პლანეტები ქალის რუკაში, არის მზე და მარსი, კაცის რუკაში მთვარე და ვენერა, რომლებიც აღწერენ როგორი ტიპის პარტნიორები იზიდავს ადამიანს და როგორ ხედავს მის მომავალ ცოლს ან ქმარს. ასევე ვითვალისწინებთ მე-7 სახლსაც, მასში მოხვედრილ პლანეტებს ან ნიშანს. სანამ რუკების ერთმანეთზე დადება მოხდება წყვილის ჰოროსკოპში, უნდა შევადაროთ ერთმანეთს ლიბიდო პლანეტები და გავიგოთ რამდენად აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს. მაგალითად კაცის ვენერა არის ვერძში, შეერთებული მერკურისთან, ასეთ კაცს მიიზიდავს: მოძრავი, აქტიური, ინიციატორი, ინტელექტუალური და ჭკვიანი ქალი. ამ დროს ვუყურებთ ქალის ვენერას, რამდენად აკმაყოფილებს ამ კაცის მოთხოვნილებებს. მაგალითად თუ ქალის ვენერა ამდროს იქნება ტყუპებში ტრიგონით მარსთან, მოხდება რეზონირება, ან თუ იქნება ცეცხლის ნიშანში ასპექტით მერკურისთან. თუ ქალის მარსი მოხვდება მაგალითად კუროში, ასპექტით სატურნთან, მიიზიდავს: მყარი, სტრუქტურირებული, მატერიაზე ორიენტირებული მამაკაცი, რომელიც საყრდენი იქნება მისთვის, და თუ ამდროს კაცის მარსია ტყუპებში ოპოზიციით ურანთან, რათქმაუნდა არ მოხდება ამ ქალის პრიორიტეტების დაკმაყოფილება და ურთიერთობაშიც პრობლემა წარმოიქმნება.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – თევზები

ასცენდენტი თევზებში

ცნობიერების ნებისმიერ დონეზე, მათ ეშინიათ კონკურენციის და გაურბიან უფროსის პოზიციას, ამჯობინებენ მარტივი მოვალეობების შესრულებას სასიამოვნო ფანტაზიებისგან განშორების გარეშე. გარეგნული მახასიათებლები: კვადრატული ტიპის ფიგურა, მიდრეკილება ჭარბი წონისკენ, თბილი და მგრძნობიარე გამოხედვა, ხშირად აქვთ ღია ფერის თვალები, მაგრამ ასეც რომ არ იყოს თითქოს ოკეანეა ამ თვალებში, მშვიდი ხმა, ფერმკრთალი კანი, უპირატესობას ანიჭებენ უჩვეულო სამოსს, თანაგრძნობა, გულწრფელობა, სირბილე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, ტოქსიკურ ადამიანებზე დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება. თავისებურება არის განწყობის მიხედვით განსხვავებულად გამოიყურებოდეს და იქცეოდეს. მას უყვარს მისტიკა, ოკულტიზმი, ბუნებაში ყოფნა განმარტოებით, ცხოველები, ცდილობს ჯადოსნური გზით გადაჭრას საკუთარი პრობლემები. ეს მდებარეობა ასევე ხშირად აქვთ ექიმებს და ძალიან სასიამოვნოა ასეთ ადამიანთან ურთიერთბა, რადგან ყურადღებიანია, დელიკატური, თითქოს ანესთეზიას გიკეთებს, მშვიდდები მის გვერდით, დაძაბულობის შეგრძნება აღარ გაქვს. ამ გარეგნული სირბილის უკან შეიძლება საკმაოდ ძლიერი ადამიანი იდგეს, მაგრამ ამის დემონსტრაცია მას არ უყვარს. ისინი გრძნობენ სხვა ადამიანების განცდებს, ემოციებს ძალიან კარგად აღიქვამენ ისე, როგორც საკუთარს. ეს არის ერთდროულად წყევლა და კურთხევა, რაც დამოკიდებულია განვითარების დონეზე. მაღალ დონეზე ადამიანი ამ ემოციებს მიმართავს შემოქმედებისკენ. განვითარების დაბალ დონეზე კი დინებას მიყვება, უჩივის დაბრკოლებებს და ბედის სასტიკ დარტყმებს, მაგრამ არაფერს აკეთებს მათ დასაძლევად. დადებითი თვისებები: ნიჭი ხელოვნებაში, სიკეთე, ინტუიცია, სხეულის პლასტიურობა, დიპლომატია. უარყოფითი თვისებები: გადაჭარბებული ემოციურობა, დაუცველობა, მიდრეკილება საკუთარი თავის მოტყუებისკენ, დამნაშავეების გამართლება, ილუზიები, რეალობის დამახინჯება, საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობა, სიზარმაცე.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – მერწყული

ასცენდენტი მერწყულში

ის არის ალტრუისტი ორიგინალური აზროვნებით, წარმოუდგენლად განვითარებული ინტელექტითა და კარგი მეხსიერებით, რაც საშუალებას აძლევს მას იპოვოს საერთო თემები სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. ისინი ისწრაფვიან მეტი გაიგონ წარმოუდგენელი თავგადასავლებისა და მისტიური გამოცდილების შესახებ, რადგან გატაცებულები არიან ყველაფერი იდუმალით და ამოუცნობით. მას არ შეუძლია ერთ ადგილზე ჯდომა, თავისი ინტერესების მრავალფეროვნების გამო უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული თანამედროვე გაჯეტებით დამთავრებული ყველაფრით ინტერესდება და ძალიან უყვარს სიახლეები. თუ ეს ოპტიმისტი სირთულეებს წააწყდება, მაშინ ის უბრალოდ ჩართავს ფანტაზიას და პოულობს გზას პრობლემის გადასაჭრელად. მისთვის საზღვრები არ არსებობს. დამახასითებელია: უჩვეულო გარეგნობა ან სტილი, რომელიც განასხვავებს მას ბრბოსგან, მაღალი შუბლი, მოუსვენარი – ადამიანი იქცევა ისე თითქოს დენი არტყავს, ინტელექტუალური მზერა, შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი საკითხისადმი, ნიჭი მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში; არტისტულობა, იუმორის გრძნობა და დიპლომატია. მან იცის როგორ მიიპყროს ყურადღება.
დადებითი თვისებები: ორიგინალობა, კარგი აზროვნება, ინოვაციური იდეებით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი, ლიბერალიზმი, ერუდიცია, კომუნიკაბელურობა, მეგობრობისადმი ერთგულება, სამსახიობო უნარები, მრავალმხრივი ინტერესები. ნეგატიური თვისებები: პრაქტიკულობის და შრომისმოყვარეობის ნაკლებობა, იმპულსურობა.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – თხის რქა

ასცენდენტი თხის რქაში

ეს ადამიანი რეალისტია, რომელიც მყარად დგას მიწაზე, აფასებს სანდოობას, საკმაოდ ამბიციურია. მისთვის უმთავრესია საზოგადოებაში მაღალი თანამდებობა, რისთვისაც დაუღალავად მუშაობს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში საკუთარ თავს დააჯილდოებს უძრავი ქონებისა და მიწის შეძენით. ემოციებში თავშეკავებულია, ურთიერთობებში დახურულია და ფორმალური.  საკუთარი თავის აფიშირება არ უყვართ, სტილი ცხოვრების და მუშაობის ძალიან დახურულია. ამ პოზიციის მქონე ადამიანები გარეგნულად რა თქმა უნდა სხვადასხვანარიები გვხვდებიან, მაგრამ ყველას აქვს გარკვეული სიცივე და სოლიდურობა, რაც პატივისცემას იწვევს სხვების მხრიდან. გარეგანი სერიოზულობის გამო თავის ასაკზე უფრო ხანდაზმულები ჩანან, მაგრამ ასაკის ზრდასთან ერთად უფრო ლამაზდებიან ან უბრალოდ დიდხანს ინარჩნებენ ამ სილამაზეს. ასევე, დამახასიათებელი, რაც აქვს ამ ასცენდეტს მშობიარობა მიმდინარეობს ნელა და მძიმედ.
მძიმე პროფესიის მაჩვენებელია: სამხედრო, ქირურგი, მშენებელი. დაკავებულები არიან ხშირად მეცნიერებით, მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში ან უძრავი ქონების ბიზნესში. ხასიათის დადებითი თვისებები: სანდოობა, შრომისუნარიანობა, გამძლეობა, ორგანიზაციული ნიჭი, ამბიციურობა, პატივით და სინდისით ცხოვრება. უარყოფითი თვისებები: შიშები, იზოლაცია, დაღლილობა, პესიმიზმი, სასოწარკვეთილება, შეზღუდული აზროვნება.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – მშვილდოსანი

ასცენდენტი მშვილდოსანში

ისინი შესანიშნავი ორგანიზატორები და ლიდერები არიან. იუპიტერისთვის ლიდერობა ნიშნავს საყოველთაო პატივისცემას და აღფრთოვანებას მათი გამოცდილებით. ეს გრძნობა უბიძგებს ყოველთვის სიზარმაცის დაძლევას საზოგადოებაში პრესტიჟის შესანარჩუნებლად. სიხარულის მეორე წყაროა თავგადასავალი და მოგზაურობა თანამოაზრე ადამიანების გარემოცვაში. გარშემორტყმულია მეგობრებით, რომლებსაც იზიდავს თავისი ორიგინალურობით, უშიშრობით, ოპტიმიზმით და თავდაჯერებულობით.მშვილდოსანი ცეცხლოვანი ბუნების ნიშანია. ეს კვალს ტოვებს ადამიანის ხასიათზე. ის არის პირდაპირი და გულწრფელი (შესაძლობა უტაქტოც). რეალობას აღიქვამს უმაღლესი ჭეშმარიტებებისა და იდეალების მეშვეობით. ხმაურიანი, ხმამაღალი ადამიანია, სწრაფად ბრაზდება. ამბიცია აქვს საზოგადოებაში თვითგამოხატვის, ეს არის მათი მამოძრავებელი და ჩანს კიდევაც სხვების თვალში, როგორც ავტორიტეტი. თუ ის ლიდერი არ არის, მაშინ თრგუნავს საკუთარ ბუნებას და ბლოკავს წარმატებას. კომუნიკაბელურია, მაგრამ ღირსეულად იქცევა და არ მოითმენს კრიტიკას ან კამათს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ისინი იბადებიან სინათლის მეომრებად. მათ არ შეუძლიათ ჩრდილის მხარეს სიარული, რადგან იუპიტერი მკაცრად ითხოვს მათგან პატივისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას. მამაცი და კეთილია, მზად არის დაეხმაროს მათ, ვინც უფრო სუსტია და მკვეთრად გრძნობს ნეგატივს. გარეგნულად ძალიან ენერგიული, მოძრავი ადამიანია, შესაძლობა ფიზიკურადაც მაღალი იყოს. არ უყვარს მოწყენილობა, ყველაფერს ბავშვური აღტაცებით აკეთებს. ადრეული ასაკიდანვე სწავლობს საზოგადოებისა და რელიგიის კანონებს. ისინი შესანიშნავი ადვოკატები, მასწავლებლები, მღვდლები და სპორტსმენები არიან. შეიძლება გამოირჩეოდეს სპორტის ნებისმიერ სახეობაში. უყვართ ცხოველები და თავს კარგად გრძნობენ ბუნებაში. ბუნებით არის მშვიდობისმოყვარე და ალტრუისტი, რომელსაც სურს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ და შემდეგ სიამოვნებით შეხვდეს თაყვანისმცემლების აღტაცებასაც, იცის როგორ მიიღობს სიამოვნება საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციით, არ ერიდება ემოციების საჯაროდ გამოხატვას. განუწყვეტლივ ლაპარაკობს და მთელ ყურადღებას თავისკენ იქცევს. ახალ ადგილებში მოგზაურობა განვითარების საუკეთესო საშუალებაა. წარმატებები ელის საერთაშორისო ურთიერთობებსა თუ ტრენინგთან დაკავშირებულ გრძელვადიან მოგზაურობებში.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – მორიელი

ასცენდენტი მორიელში

პირველივე გაცნობისას იგრძნობა ვნება მის თვალებში, ის ძლიერად მოქმედებს გარემოზე, მაგრამ არ ახასიათებს ისეთივე მიმწოლობა, როგორც მაგალითად ასცენდენტ ვერძს ის უფრო მეტად დახურულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღრმა ემოციურობა, მგრძნობიარობა, დაუცველობის გრძნობაც კი იმალება იმ იმიჯის უკან, რომელსაც თვითონ ქმნის ამ ყველაფრის დასამალად. ეს ადამიანი თითქოს გამადიდებელი შუშით აკვირდება საკუთარ შინაგანს სამყაროს. ეს არის დეტექტივი, რომელიც მზად არის სხვა ადამიანების საიდუმლოებების ამოსახსნელად. განსაკუთრებით მოხიბლულია კატასტროფებისა მიზეზების, დაბადებისა და სიკვდილის, დანაშაულთა მოტივების გამოძიებით. მაგნიტური და გამჭრიახი ხალხია, ყოველთვის იცავს თავის პოზიციას ყველაფრის მიუხედავად. ისინი თითქოს ყველას ხედავენ და მათი მოტყუება შეუძლებელია, ხშირად ასეც არის, მაგრამ ამავდროულად, მათი ნდობა ახლო ადამიანების მიმართ დიდია და მთავარ ტრავმებს იღებენ იმ ადამიანების ღალატისგან, ვისაც მეგობრებად და ოჯახად თვლიდნენ. არაერთხელ დაზარალდება იმ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი დაკარგავს კონტროლს და საკუთარი იმპულსურობის მსხვერპლი გახდება. გარეგნობა და ქცევა: ჰიპნოზური მზერა, დახვეწილი მანერები, ორი სახის გამომეტყველება: პირქუშ-პესიმისტური ან დამცინავი, მუქი თვალები გაფართოებული გუგებით, მიმზიდველობა და მაცდურობა, სარკასტული იუმორი, შეუპოვრობა, ძალიან მომთხოვნები არიან საკუთარი თავის მიმართ. დადებითი თვისებები: ნებისყოფა, მონდომება, რისკზე წასვლის და გამარჯვების უნარი, სიყვარული და დახმარება, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა. უარყოფითი თვისებები: მრისხანება, წყენა, შურისძიება, დესტრუქციულობა. მათ აქვთ მიდრეკილება მანიპულირებისკენ და უნარი გავლენა მოახდინონ ადამიანებზე, გარემოზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს უნარი არ გამოიყენონ სხვა ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ, იდენტობა ვლინდება სტრესულ სიტუაციებში – გმირული ქმედებები სუსტების გადასარჩენად, ასევე სპორტი, ცეკვა, ზუსტი მეცნიერებები, ხატვა, ფოტოგრაფია, ბიზნესი, სასამართლო ექსპერტიზა, კარგია ასევე ეს მდებარეობა პოლიტიკოსებისთვისაც.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – სასწორი

ასცენდენტი სასწორში

ვენერა გულუხვად აჯილდოვებს ამ ადამიანს გარეგნული სილამაზით და შინაგანი ქარიზმით. ხასიათდება: სასიამოვნო გარეგნობით, თანდაყოლილი დახვეწილი მანერებით, სახე ოვალურია, ნაკვთები კი სიმეტრიული, გლუვი, თბილი კანის ფერი და მელოდიური ხმა, ლამაზად ჯდომის, ჭამის, დალევის, თანდაყოლილი უნარი, სიარული ჰაეროვანი, მოხდენილი, კომუნიკაციაში მარტივი და სასიამოვნო თანამოსაუბრე, იუმორით პასუხობს რთულ კითხვებზეც კი. მას არ სურს დიდხანს დარჩეს ჩრდილში, მიისწრაფვის მიაღწიოს მატერიალურ წარმატებას, რაც საშუალებას მისცემს ააწყოს ცხოვრება მაღალი ესთეტიკური მოთხოვნების შესაბამისად. სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა და დახვეწილი მხატვრული ნიჭი იზიდავს მას მაღალგანვითარებულ კულტურულ ადამიანებთან, თუნდაც დაბადებული იყოს დაბალ სოციალურ წრეში. უბრალოდ ხშირად ენერგია და საკუთარი თავის რწმენა არ ჰყოფნის. პარტნიორი სჭირდებათ ენერგიული, მიმწოლი, რომელიც აიძულებს მოქმედებას. ამ ადამიანებს ურჩევნიათ სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება მათ მაგივრად. მნიშვნელოვანია შეიქმნას ღირებულებებისა და ნორმების ძლიერი სისტემა, რომელიც უნდა დაიცვას. ეს მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა, დაპირისპირება არ უყვართ. ჩხუბის დროს თავს ცუდად გრძნობენ, მაგრამ პრინციპებზეც არ სურთ უარის თქმა.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – ქალწული

ასცენდენტი ქალწულში

ეს ადამიანები სამყაროს და მოვლენებს ისე ხედავენ, თითქოს მიკროსკოპით ყოველ დეტალს ამჩნევენ. პერფექციონიზმი და მაღალი სტანდარტები ხელს უშლიან ჩუმად ყოფნას დაუდევარი სამუშაოს ან ადამიანების მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობის წინაშე. ისინი პოზიტიური ადამიანები არიან, რომლებიც ისწრაფვიან თვითგანვითარებისა და დისციპლინისკენ. მმართველი რა ნიშანშიც არ უნდა იყოს ადამიანს ეს მდებარეობა მაინც აძლევს გარკვეულ რაციონალურობას. მათ უყვართ სიების წერა და მომავლის დაგეგმვა. ანალიტიკოსი, რომელიც მიჩვეულია ფაქტების შედარებას და ნებისმიერი სიტუაციის უპირატესობების გამოთვლას. ის ისწრაფვის მატერიალური სიმდიდრისკენ და დამოუკიდებლობისკენ, ამიტომ გეგმებს საიდუმლოდ ინახავს და მოთმინებით ელოდება შედეგს. გარეგნული მახასიათებლები: მოხდენილი კლასიკური სახის ნაკვთები, თხელი ტუჩები, ჭკვიანი, ყურადღებიანი მზერა, უპირატესობას ანიჭებს მოკრძალებულ კლასიკურ სამოსს. სერიოზული, პასუხისმგებლიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. საქმეს მხოლოდ მაშინ იღებენ, თუ დარწმუნებულნი არიან, რომ ბრწყინვალედ შეასრულებენ და ცდილობენ საუკეთესო შედეგის დადებას. ასეთი ადამიანი აზროვნებს მაღალი სტანდარტებით, აკრიტიკებს იმას, რაც მისი აზრით შორს არის სრულყოფილისგან. თუმცა, სხვების მხრიდან კრიტიკისა და დაგმობის შიში აფერხებს მათი ოცნებებისა და სურვილების რეალიზებას. ლაპარაკის დროსაც ფრთხილად ირჩევენ სიტყვებს, იწყებენ თავიდან, მაშინვე არ პასუხობენ, ბევრს ფიქრობენ. ისინი არიან შესანიშნავი მწერლები, ჟურნალისტები, უცხო ენების მასწავლებლები, პროგრამისტები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, დეტექტივები. უყვართ თავსატეხების ამოხსნა. დადებითი თვისებები: სიტყვისადმი ერთგულება, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, კარგი მეხსიერება, ადამიანებისადმი ყურადღებიანობა, შრომისუნარიანობა. უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, კრიტიკულობა, საყოფაცხოვრებო სამუშაოსადმი ზიზღი, მეწვრილმანეობა.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

კარმული კვანძები, ქალწული-თევზების ღერძი.

?ასტრონომიულად კარმულ კვანძებს ფიზიკური სხეული არ აქვთ, ისინი არიან მთვარისორბიტისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილები.

➡️ჩრდილოეთ წერტილს ეწოდება აღმავალი კვანძი, (შეგვიძლია ვუწოდოთ ჩრდილოეთისკვანძი) გვაძლევს ინფორმაციას, რა გზით უნდა მოახდინოს ადამიანმა, ამ ინკარნაციაშიგანვითარება და რა გამოცდილების მიღება ჭირდება, ანუ აღმავალი კვანძი გვიჩვენებსადამიანის კარმულ მისიას. მის კარმულ ამოცანას რომელიც აუცილებლად უნდა ამოხსნას.

ხოლო დაღმავალი კვანძი , (შეგვიძლია ვუწოდოთ სამხრეთის კვანძი) გვაძლევსინფორმაციას, ადამიანის წარსულ ცხოვრებაზე და წინა ინკარნაციებში დაგროვილგამოცდილებაზე. ახლა კი დავიწყოთ მიმოხილვა, როგორ იმუშავებენ კარმული კვანძებიზოდიაქოს ღერძებზე, თუმცა გაითვალისწინეთ რომ კვანძებზე შეერთებული პლანეტები დაკვადრატები რაღაც დონეზე ცვლიან კარმულ ამოცანას.

აღმვალი კვანძი ქალწულში,♍️ დაღმავლი კვანძი თევზებში.♓️

ასეთ ადამიანს, შესაძლებელია ინკარნაციული გამოცდილება ქონდეს, სულიერ და რწმენითთემებში. შესაძლებელია შეხება ქონდა რელიგიურ საკითხებთან, არამიწიერ თემებთან, იყოეზოთერიკაში ან მაგიურ თემებში, რის გამოც არ იყო ორიენტირებული პრაქტიკულ და მიწიერთემებზე. ასევე შესაძლებელოა იყო, ქველმოქმედების თემებში და უანგაროდ ეხმარებოდახალხს. ასევე შესაძლებელია შეხება ჰქონდა ხელოვნებასთან და შემოქმედებით თემებთან, იყო მუსიკოსი ან მხატვარი ან მუშაობდა სითხეებთან, ან უბრალოდ წყალთან, მაგალითად იყომეზღვაური. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია იყოს ლოთი, მავნე საშუალებებისკენმიდრეკილი, ბომჟი ადამიანის რეინკარნაციაამ ცხოვრებაში კი, ადამიანი, უნდა გახდეს უფრო პრაქტიკული, პრაგმატული და ორიენტირებული მიწიერ თემებზე. პრიორიტეტული მისთვის უნდა გახდეს სამსახური, ფიზიკური რუტინა, უნდაისწავლოს საკუთარ თავზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და ეცადოს გაწეულისამუშაოსთვის ყოველთვის რაღაც მიიღოს, ანუ ზომიერად იყოს ანგარებიანიც. ასეთმა ადამიანმა, უნდა ისწავლოს წესრიგი და აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიური წვრილმანებისმოგვარებაში.