Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

სექსი ნატალურ ასტროლოგიაში

კლასიკურ ასტროლოგიაში, მიიჩნეოდა რომ, სექსუალურ კავშირებზე პასუხისმგებელი იყო მე-8 სახლი, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, სამყარო განვითარდა და ხალხის შეხედულებებიც შეიცვალა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად ცვლილებები მოხდა ასტროლოგიაშიც. თანამედროვე ასტროლოგიაში სექსის სახლად განიხილება მე-5 სახლიც და ბევრი ასტროლოგი დაობს ამ საკითხზე სექსი მე-8 სახლია თუ მე-5. ახლა კი შევეცდები ის მოსაზრება გაგიზიაროთ რასაც მე ვეთანხმები. სექსუალური კავშირი როგორც ენერგო ცვლა, ორ ადამიანს შორის არის მე-2 და მე-8 სახლები. მე-2 სახლი ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი, მე-8 სახლი პარტნიორის ენერგეტიკული პოტენციალი, და მათი კავშირები გვიჩვენებს როგორ ხდება ჩვენი და ჩვენი პარტნიორის ენერგოცვლა. მე-8 სახლი არის მე-7 სახლის შემდეგი სახლი, ანუ მე-8 სახლის სექსი გულისხმობს ისეთ სექსუალურ კავშირს, სადაც უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში ხარ და გარკვეული სახის მოვალეობები გაკისრია. მე-8 სახლის სექსის დროს ადამიანი პარტნიორთან ამყარებს ღრმა ემოციურ კავშირს და დაკავშირებული ხდება ენერგეტიკულადაც.

ჩემი აზრით მე-5 სახლიც არის სექსი, თუმცა განსხვავდება მე-8 სახლის სექსისგან,
მე-5 სახლის სექსში არ გაქვს მოვალეობები პარტნიორის მიმართ, ეს არის თავისუფალი სექსი როგორც გართობა და სექსი როგორც შემოქმედება. ამასთან ერთად მე-5 სახლი არის შვილები და არის მე-8 სახლიდან მე-10 სახლი ანუ შედეგი მე-8 სახლის ქმედების.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

მე-2 სახლი

დღეს მინდა გესაუბროთ მე-2 სახლზე და მის მნიშვნელობაზე ვრცლად ნატალურ რუკაში.
მე-2 სახლზე ძირითადად შეგხვდებათ ინფორმაციები, რომ ეს არის ჩვენი მატერიალური მდგომარეობა, ფინანსური შემოსავლები, საკუთრება, ფასეული ნივთები, ძვირფასეულობა და ძირითადად ფიზიკური და მატერიალური თემები. ეს ყველაფერი კი შედის მე-2 სახლის დახასიათებაში.

თუმცა მე-2 სახლი ასევე არის ჩვენი ფასეულობები, ჩვენი თვითშეფასების უნარი, როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს “რა ვღირვარ მე”. მაგალითად: მე-2 სახლს მშვილდოსანში საკუთარი თავის შეფასება მაღალი აქვს ის არ იმუშავებს დაბალ ხელფასზე, მისთვის შეუფერებელ ან ისეთ საქმეზე, რომელიც არ არის მისთვის მორალური და რომელიც წვრილმან საკითხებს ეხება. იგივე შეიძლება არ ქნას მე-2 სახლმა ტყუპებში და წვრილმან თემებს დათანხმდეს პატარა ხელფასზე.
თუმცა შესძლებელია ქონდეს რამოდენიმე შემოასავალი, სწორედ ამიტომაა კავშირში მე-2 სახლი მატერიალურ თემებთან რადგან ეს ფასეულობებია. ზოგისთვის მთავარი ფასეულობა ფულია, ზოგისთვის კი სხვა რამე.
მე-2 სახლი ასევე ეს არის ადამიანის ეთიკური მხარე. მე-2 სახლი ასევე კავშირშია ადამიანის ნიჭებთან და ხშირად მასში მოხვედრილი პლანეტა ან ნიშანი გვიჩვენებს ნიჭებს ამ პლანეტის ან ნიშნის თემებში.
მე-2 სახლი ასევე კავშირშია ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალთან და მის “ენერგო რეზერვუართან”, გვიჩვენება ადამიანის ენერგიას და მატერიალური სიამოვნებით ტკბობის უნარს. ასევე მონაწილეობს სექსუალურ თემებშიც, მე-2 სახლი ეს არის ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი და მე-8 სახლი პარტნიორის ენეგეტიკული პოტენციალი, მათი ურთიერთობა კი ერთმანეთთან გვიჩვენებს თუ როგორ ხდება ენერგომიმოცვლა.