Categories
ახალი ეზოთერია

შამანთა კოდექსი


შამანიზმი წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად,ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს – “ათვინიერებს” სტიქიებს, წარმართავსმსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები “გადაჰყავს” სხვა სამყაროში და ა. შ.
შამანიზმის ტერმინში ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური “შამან”-იდან მოდის, რაც ქართულად სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ყველა სხვა ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, “შამანი არის ტრანსისსპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში.”
ეს ძალიან მოკლედ. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ „შამანთა კოდექსი“, რომელის დაცვაც ყველა შამანს უწევს:

 1. არ განსაჯო არაფერი მისი გარეგნული ფორმის მიხედვით – ჩაწვდი მის არსს.
2. არ შეპირდე ის, რასაც ვერ შეასრულებ – იცოდე შენი შესაძლებლობები.
3. თავიდანვე არ აიღო იარაღი ხელში- მოაგვარე უთანხმოება მშვიდობიანი გზით.
4. სხვებს ნუ მოსთხოვ პასუხიმგებლობას შენს შეცდომებზე – გამოასწორე ისინი თავად.
5. არ მიჰყვე სხვების ქმედებებს, თუ ფიქრობ რომ ეს ქმედებები არასწორია – იყავი ის რაც ხარ.
6. არ ასწავლო სხვებს ის, რაც შენ თვითონ არ გესმის ბოლომდე- დაიმორჩილე შენი სიამაყე.
7. არ აიღო ის რაც არ გჭრდება – იცხოვრე მხოლოდ მოთხოვნილებების შესაბამისად.
8. არ გააკეთო საქმე სხვის მაგივრად- პასუხი აგე მხოლოდ საკუთარი თავის გამო.
9. არავის მოახვიო თავს საკუთარი აზრი – გახსოვდეს ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება.
10. თავში არ შეუშვა ცუდი აზრები – იფიქრე კარგზე, რათა განთავისუფლდე ცუდისგან. ხოლო შემდეგ მოიშორე ერთიც და მაორეც.
11. არ ელოდო შექებას კეთილი საქმისთვის – გააკეთე ის უანგაროდ.
12. არ იდარდო იმაზე, რაც არასოდეს ყოფილა- იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან.
13. არ ეძებო თავის გასამართლებელი გზები – მოძებნე პრობლემების მოგვარების გზა.
14. არასდროს იმოქმედო ნაჩქარევად – გაიაზრე ყოველი შენი ქმედება მის ჩადენამდე.
15. არ ჩაერიო სხვის საქმეში – მიხედე საკუთარ ცხოვრებას.
16. არ დაანახო კეთილგანწყობა ადამიანს, თუ სინამდვილეში ეს ასე არ არის – ისწავლე „არა“-ს თქმა.
17. არ ავნო ბუნებას . გახსოვდეს, რომ დედამიწა – ეს დედაა.
18. არ აიღო არაფერი ვალად. შენი შესაძლებლობები უნდა ემთხვეოდეს შენს სურვილებს.
19. არ გააჩინო შვილები, თუ ვერ შეძლებ მათ აღზრდას. გაზომე შენი შესაძლებლობები..
20. შენი საქმე არასდროს შეასრულო ზერელედ- იყავი კეთილსინდისიერი.
21. არ მოედო ბევრ საქმე ერთად – იპოვე პრიორიტეტები თანმიმდევრობით.
22. არ იფიქრო წარსულზე სინანულით – იცხოვრე აწმყოთი, და უყურე მომვალს.
23. არ შეცვალო სიყვარული სინანულით – მოიშრე შეცოდება თუ სიყვარული უკვე წავიდა.
24. არ შეეხო სხვის სიკეთეს – თუ დაკარგე სხვისი ნივთი, გაეცი შენი სამი ნივთი.
25. არასდროს თქვა ტყული – იცოდე, ყველაზე მეტი უძლურება სიცრუეშია.
26. არ განსაჯო სხვები. – იყავი მშვიდი შენს გრძნობებში.
27. არავის დააძალო პასუხის გაცემა. – ისე იკითხე, რომ არ შეეხო სხვის პირად ცხოვრებას.
28. არასდროს უღალოტო მას, ვისაც შენი ჯერა. – გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
29. არ დაამცირო სხვები, მხოლოდ იმიტომ რომ შენ აღზევდე. – გახსოვდეს, ეს შენი სისუსტეა.
30. არ შეგეშინდეს დამარცხების. – იარე წინ დასახული მიზნისკენ.
31. არ იწუწუნო სხვებთან შენი ცხოვრების გამო – შეცვალე ის უკეთესობისკენ.
32. ნუ შეეცდები აუხსნა ადამიანს ის, რაც მისთვის გაუგებარია – იყავი უბრალო.
33. არ შეგშურდეს – წარმატებას თავად მიაღწიე.
34. არ შეხედე ადამიანებს ზემოდან – მიეცი მათ საშუალება გახდნენ უკეთესები.
35. არ იმსჯელო რაღაც დიდზე, თუ მცირე არ გაქვს შეცნობილი – გაიარე შენი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ.
36. არ გაუკეთო არავის ის, რასაც შენს თავს არ უსურვებდი – გახსოვდეს, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.


მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი ბიოენერგეტიკა ეზოთერია პრაქტიკები

დენდროთერაპია – ხეებით მკურნალობა

დენდროთერაპია – ეს არის მეთოდი, რომელიც მკურნალობისთვის და პროფილაკტიკისთვის გამოიყენებს ხეების ენერგია და თვისებებს. ადამინების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ რომ ყველა ხე (გარდა ალვის ხის, თხმელას და ისამანის) ყველა ზემოქმედებს ჩვენზე და ჩვენს ჯამრთელობაზე. ამისათვის საკმარისია უბრალოდ „ჩაეხუტოთ“ მათ. ხეებს უამრავი ავადმყოფობის და მდგომარეობის განკურნება შეუძლიათ, ალბათ ამიტომაც გვიყვარს გაუცნობიერებლად ტყეში სეირნობა, ტყის „სმენა“, იქ ფაქტიურად სულ სხვა ადამინები ვართ.

 როგორ დავკავდეთ დენდროთერაპიით?

• ხეებთან ურთიერთობისას უნდა იყოთ მარტო, ძალიან გულწრფელი და არ იჩქაროთ.
• თუ ადამიანი არ ენდობა ხეს-უკეთესია მაშინ არ გამოიყენოს ამ ხის ენერგია, რადგან ყველა ჩვენ ფიქრს და გრძნობას ხე კარგად აღიქვამს.
• ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში ადამინმა ხისგან უნდა აიღოს ენერგია. ამისათვის არსებობს „დონორი-ხეეები“- მათი ენერგეტიკა დადებითია: მუხა, არყი ხე, ფიჭვი, აკაცია, ნეკერჩხალი, ვაშლი, წაბლი, იფანი, ცაცხვი და ა.შ. იმისათვის რომ ხისგან ავიღოთ ენერგია, უნდა მივუახლოვდეთ, დავდგეთ ზურგით და აზრობრივად ვთხოვოთ დახმარება. შემდეგ მოდუნდით და წარმოიდგინეთ, როგორ გადმოდის თქვენში თბილი ენერგია ზევიდან ქვევით. ამასთან აუცილებელია ისუნთქოთ რიტმულად, შემდეგი სქემით: 4-8 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ, შმედეგ 4 წამი შეიკავეთ სუნთქვა და ბოლოს ისევ 4-8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ.
• არის დაავადებები, როცა ადამიანი პირიქით, ხეს აძლევს ენერგიას. ამისთვის ბუნებაში არსებობენ „მომხმარებელი-ხეები“. მათი ბიოენერგეტიკა უარყოფითია. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ასპენის, ვერხვი, ნაძვი, სოჭი, ღვია, ველური ალუბლის, ტირიფი, მურყანი და ა.შ. არ თერაპიის ტექნიკა ცოტა განსხვავებულია, ხეს უნდა მივუახლოვდეთ 20 სმ-ის დაშორებაზე და დავდგეთ პირისპირ და ზრობრივად ვთხოვოთ დახმარება. შემდეგ მოდუნდით და წარმოიდგინეთ, როგორ გადმოდის თქვენში თბილი ენერგია ზევიდან ქვევით. ამასთან აუცილებელია ისუნთქოთ რიტმულად, შემდეგი სქემით: 4-8 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ, შმედეგ 4 წამი შეიკავეთ სუნთქვა და ბოლოს ისევ 4-8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ.

როგორ ავირჩიოთ ხე?

• მუხა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დადებითი ენერგიის გენერატორია და აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას. ასევე აქვს ანტისტრესული თვისებები, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ავადმოყოფობის პერიოდს, მუხის ტყეში ყოფნას ნორმაში მოყავს წნევა და ასევე კარგია ჰიპერტონიკებისთვის.
• არყის ხე. ესეც ერთ-ერთი ძლიერი ენერგეტიკული ხეა. მას შეუძლია თავის თავზე აიღოს ნებიმიერი დაავადება. ის არის სასიცოცხლო ენერგიის მატარებელი, ადამინს ეხმარება გრიპის და გაციების დროს, ასევე ხელს უწყობს ყურადრების და კონცენტრაციის ამაღლებას.

• წიწვიანა კურნავს ნერვულ აშლილობას, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს მელაქოლიის და დეპრესიის სიმპტომები. მისი ზეგავლენა გეხმარებათ უფრო მკაფიოდ დაინახოთ ცხოვრების დადებითი მხარეები. თუ ადამინს აწუხებს ქრონიკული ბრინჰიტი ან ასთმა, მაშინ რეკომენდირებულია მან იცხოვროს წიწვინასგან აშენებულ სახლში.

• ფიჭვი, წიფელი, იფანი და ვაშლის ხე – ისინი ამაღლებენ საერთო ტონუსს და იმუნიტეტს, ებრძვიან დაღლილობას და პოსტსტრესულ მდგომარეობას. თუ ადამიანი დიდხანს იმყოფება ფიჭვის ტყეში, მისთვის უცხო იქნება ხველება და სურდო.

• ვერხვი, ტირიფი და ალვის ხეც მათ შორის, აწყნარებს ნერვულ სისტემას, ადამინს მატებს საღად აზროვნების და პრესპექტივების დანახვის უნარს. მაგრამ მათი ხანგრძლივი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მათ პარალელურად აქვთ ძლიერი ვამპირული ენერგეტიკა.


შენიშვნა:

✿ ხესთან დგომა 2-3 წუთზე მეტი რეკომნდირებული არ არის (იზრდება არტერიული წნევის არასტაბილურობის ალბათობა).
✿ თუ თქვენ გადაწყვიტავთ დაკავდეთ დენდროთერაპიით, მაშინ გახსოვდეთ ეს გააკეთეთ ან დილით ადრე , ან 16-დან 18-საათამდე. ეს ყველაზე კარგი დროა, თუ მაინც ვერ ახერხებთ მაშინ გაითვალისწინეთ, რომ თერაპიის შემდეგ 2-3 ძილი რეკომენიდრებული არ არის.
✿ გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ფოთლებიანი ხის ენერგეტიკული პოტენციალი ეცემა 50-70%-ით , ხოლო მარადმწავნე ხეების 15-25 %-ით. ამიტომ აუცილებლია ზამთარში გაზარდოთ სენასი ხანგრძლივობა 5-7 წუთამდე.

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”