პლუტონი მერწყულში (ნაწილი მეორე)

სანამ ძირითადად ნაწილზე გადავალთ, გავიხსენოთ პლუტონის მთავარი პრინციპები და თვისებები. პლუტონი ტრანსფორმაციების, ცვლილებების და ნგრევების პლანეტაა, იგი ყოველთვის მიმართულია განახლებასა და ნგრევაზე. თუმცა, ის არასდროს ანგრევს ისეთ რამეს, რაც არ არის დასანგრევი, პირიქით- ყოველთვის არასასურველს და ტოქსიკურს გვაშორებს ცხოვრებიდან. უბრალოდ, იმ მომენტში, ეს ადამიანურ ენაზე შესაძლებელია რთული გასაგები იყოს. მე, პირადად, ხშირად ვამბობ: რაც ურანის და პლუტონის ტრანზიტებზე ინგრევა, აქამდეც უნდა დანგრეულიყო, და რადგანაც ამ ტრანზიტებზე მოხდა ნგრევა, ესე იგი არ იყო ეს თემა საკმარისად მყარი და ჩამოყალიბებული- ანუ სატურნის ხერხემალი არ ჰქონდა, ახლა კი უბრალოდ ტრანზიტმა შეუწყო ხელი და ნგრევაც მოხდა. რა თქმა უნდა, იშვიათ შემთხვევაში საბედისწერო ბუნებაც აქვს , რაც პირდაპირი გაგებით სიკვდილია, თუმცა, სამყაროს თვალსაზრისით, ეგეც საჭიროებისამებრ ხდება. პლუტონს რადიკალური ბუნება აქვს, მისთვის ბზარი არ არსებობს, დაე დაინგრეს, ბოლომდე განადგურდეს და უკვე გასტერილებულ ადგილას შეიქმნას რაღაც უფრო მტკიცე, ძლიერი და სრულყოფილი. პლუტონი, ასევე, ჩვენი სინდისის ხმაა, რომელიც ჩვენს ყველაზე ღრმა ნაწილშია და ხშირად არც ცნობიერდება. მისი დაბინძურების შემთხვევაში კი ადამიანში ირთვება თვითგანადგურების პროგრამა, ამიტომაც არიან “დაბალგანვითარებული” მორიელები თვითდესტრუქიაზე ორიენტირებულები. ეს გამომდინარეობს გაუცნობიერებელი სინდისის ქენჯნიდან. რეალურად, ასე სჯიან ისინი საკუთარ თავს. მორიელის მმართველი რეტროგრადული პლუტონია, რაც ნიშნავს, რომ შინაგანად გრძნობენ პლუტონურ ენერგიებს და მათი გამოვლინების მოტივატორიც პლუტონია.

პლუტონი ჩვენგან ყოველთვის მოითხოვს ტრანსფორმაციებსა და ცვლილებებს, გვაიძულებს მოვკვდეთ, გავცამტვერდეთ და თავიდან დავიბადოთ, ყველაფერ არასასურველს და განუვითარებელს ფორმაშევუცვალით, მოვიშოროთ ძველი პროგრამები და მიმართულები გავხდეთ სიახლეებზე. განსაკუთრებით კი ეს პლუტონის ადამიანებს ეხებათ, ანუ მათ, ვისაც რუკაში გამოკვეთილი ჰყავთ პლუტონი, განსაკუთრებით კი დაძაბული ასპქტებით მნათობებზე. ასეთ ადამიანებს, თუ საკუთარი ნებით არ არიან ჩართული პლუტონურ სიტუაციებში და მუდმივად არ ტრანსფორმირებენ, ექმნებათ ისეთი კრიზისული და რთული გარემოებები, რომ იძულებით უწევთ რადიკალური ცვლილებები, მწვავე გამოცდილების ხარჯზე. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ უნდა მიმოვიხილო კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ეს ტრანზიტი განსაკუთრებულად შეეხება.✔️

🔹წინა პოსტში მიმოვიხილეთ ისტორიული ფაქტები, თუ რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც პლუტონი გადიოდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს. ამ დროს მოხდა ორი მთავარი მოვლენა- ამერიკის რევოლუცია და საფრანგეთის რევოლუცია. ისტორია, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გამეორდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა ტენდენციების მომტანი შეიძლება იყოს ეს ტრანზიტი.

პლუტონი ტრანსფორმაციების ნიშანია, მერწყული ცვლილებების და პროგრესის ნიშანია, ამ კომბინაციამ კი, შესაძლებელია, სერიოზული, მასშტაბური ცვლილებები მოახდინოს საკაცობრიო საკითხებში. პლუტონი მერწყულს 2023 წლის მარტში ეწვევა და იმოძრავებს 2044 წლამდე. როდესაც პლუტონი ახალ ნიშანში შედის, ყოველთვის მძაფრი და რადიკალური ცვლილებები შემოაქვს, თავდაპირველად ის ანგრევს იმ ნიშნის თემებს, სადაც გადადის და შემდეგ უკვე გასუფთავებულ ადგილას ბადებს რაღაც ახალს. მერწყული საზოგადოების ნიშანია, შესაბამისად, პლუტონი პირველად გამოავლენს, რა არის უკვე ძირგამოჭმული და უსარგებლო ჩვენს საზოგადოებაში, შემდეგ მოსპობს ამ თემებს და დაიწყებს ცვლილებებს. არაა გამორიცხული, ამ პერიოდში ძალაუფლება აღმოჩნდეს ხალხისა და კოლექტივის ხელში და მსოფლიოში წამყვანი თემა გახდეს კოლექტიური იდეა, ან შეიქმნას ისეთი ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლის ხელშიც აღმოჩნდება ძალაუფლება. სერიოზული ცვლილებები მოხდება მეცნიერებების, კოსმოსურ და ტექნოლოგიურ საკითხებში. შესაძლებელია, მოხდეს ტექნიკის უმაღლეს დონეზე განვითარება და გამოიგონონ ორმაგად გაუმჯობესებული ხარისხის რობოტები, რაკეტები, მანქანები და საომარი საშუალებები. ბევრი ინოვაციური სიახლე იქნება კოსმოსთან დაკავშირებულ საკითხებში. არ გამოვრიცხავ ახალი პლანეტის აღმოჩენის ალბათობასაც.

ხალხის მასა უფრო მეტად დამოკიდებული გახდება სოციალურ ქსელებზე, ყველაფრის გაკეთება მოხდება ინტერნეტით, ასევე მოხდება ცვილებები სოციალურ ქსელებში და მსხვილი სოციალური ქსელების კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებში.✔️

🔹პლუტონის შესვლა მერწყულში ყველაზე მძაფრ და ინტენსიურ გავლენას მოახდენს ფიქსირებულ ნიშნებზე, პირველ რიგში- მერწყულებზე, ლომებზე, კუროებზე და მორიელებზე. სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში ეს ნიშნები ჰყავთ გამოკვეთილი, მოუწევთ ტრანსფორმაცია, ცვლილებები, ექნებათ ნგრევები და მნიშვნელოვან კრიზისულ სიტუაციებსაც გადალახავენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მთელი 20 წელი არ გაგრძელდება, პლუტონის ტრანზიტი მუშაობს მხოლოდ ერთი წელი და კონკრეტულად ის ერთი წელია კრიზისული, როდესაც ტრანზიტული პლუტონი იმავე გრადუსზე მივა რომელზეც ნატალური პლანეტაა ამ ნიშნებში. ამჯერად კი 2023 წლის მარტიდან-ივნისამდე პლუტონი შეეხება მათ, ვისაც ამ ნიშნებში გყავთ პლანეტები 0 და 1 გრადუსებზე. სწორედ ამ პერიოდში გააჟღერებს პლუტონი იმას, თუ რა გაქვთ შესაცვლელი ცხოვრებაში და რისი ნგრევაა მოსალოდნელი. კარგი პერიოდია, ვისაც პირადი პლანეტები 0 და 1 გრადუსზე გყავთ სასწორში, ტყუპებში, ვერძში და მშვილდოსანში. თქვენ ამ პერიოდში გეძლევათ ძალა და დიდი ენერგეტიკა, რაც უნდა გამოიყენოთ იმ პლანეტის თემების პოზიტიურ რეალიზაციაში, რომელსაც პლუტონი შეეხება.✔️

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ