წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს, რადგან ისინი განსაზღვრავენ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს ჩვენი სასწავლო პლატფორმის გამოყენებისას.

1. ანგარიშის შექმნა და გამოყენება
• პლატფორმაზე წვდომის მისაღებად საჭიროა ანგარიშის შექმნა.
• თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ მიწოდებული ანგარიშის ინფორმაციის სიზუსტესა და მის კონფიდენციალურობაზე.
• თქვენ არ გაქვთ უფლება გაუზიაროთ თქვენი ანგარიში სხვა პირებს.
• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ ან გავაუქმოთ ნებისმიერი ანგარიში, რომელიც არღვევს ამ წესებსა და პირობებს.

2. ინტელექტუალური საკუთრება
• პლატფორმაზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის კურსები, ტესტები, ვიდეოები და სხვა, დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების კანონებით.
• ლექციების ჩანაწერების ან/და სხვა მასალის გაზიარება გარე/მესამე პირებისთვის არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და ჩვენი წერილობითი ან სიტყვიერი თანხმობის გარეშე, არ არის დაშვებული.
• თუ მოსწავლე დაარღვევს ამ პირობებს და ლექციების ჩანაწერები გაუზიარებს გარე/მესამე პირებს, ის არამხოლოდ დაარღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, არამედ შესაძლოა გაავრცელოს პირადი ინფორმაცია, რამაც შეიძლება შესაძლებელი გახადოს პიროვნების იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული რისკები, რაც ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონდებლობას;

3. გადახდა
• სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება პერიოდულად, ჩატარებული ლექციების ბლოკის მიხედვით (მაგალითად, ყოველი 8, 4 ან კურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული სხვა რაოდენობის ლექციის დასრულების შემდეგ). გადახდა ფარავს მომდევნო, ანალოგიური რაოდენობის ლექციების ბლოკს.
• მიმდინარე ლექციების ბლოკის დასრულებისას, მოსწავლე მიიღებს შეტყობინებას მომდევნო ლექციების ბლოკის საფასურის ოდენობის, გადახდის დეტალებისა და ზუსტი ვადების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება/გადაიცემა კურსის დაწყებამდე შეთანხმებული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით (მაგალითად, სასწავლო ჯგუფთან ასოცირებულ Facebook ჯგუფში ან სხვა შეთანხმებულ პლატფორმაზე). იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ რეაგირებს აღნიშნულ შეტყობინებაზე (მაგ., არ ახორციელებს გადახდას დადგენილ ვადაში და არ უკავშირდება ადმინისტრაციას), ადმინისტრაცია დამატებით შეეცდება მასთან პირადად დაკავშირებას.
• აღნიშნული (პირველადი) შეტყობინების მიღებიდან, ან გადახდის შესახებ ინფორმაციის შეთანხმებულ საკომუნიკაციო არხზე განთავსების დღიდან, მოსწავლეს ეძლევა ერთკვირიანი ვადა (7 კალენდარული დღე) მომდევნო ლექციების ბლოკის საფასურის სრულად დასაფარად.
• გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებლის სტატუსი შეჩერდება და სწავლის გაგრძელება გახდება შეუძლებელი მომდევნო ბლოკის საფასურის დაფარვამდე.
• თუ გადაუხდელობის შემთხვევაში ვერ ხერხდება მოსწავლესთან დაკავშირება განსაზღვრულ ვადაში (მათ შორის, პირადი დაკავშირების მცდელობის შემდეგ), ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ მისი ანგარიში ყველანაირი დამატებითი გაფრთხილების გარეშე.
• თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს საფასურის დროულად გადახდას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ადმინისტრაციას (შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ან პირადად), რათა განიხილულ იქნას სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
• თუ მოსწავლე არ ახორციელებს კურსის ფარგლებში მასზე დაკისრებული საფასურის გადახდას დადგენილ ვადებში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეაჩეროს ან/და შეუზღუდოს მოსწავლეს წვდომა პლატფორმასა და სასწავლო მასალებზე, ასევე არ დაუშვას იგი მიმდინარე ან სამომავლო კურსებზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე.

4. სწავლის შეწყვეტა
• თუ მოსწავლე საკუთარი სურვილით წყვეტს სწავლას/კურსს ვალდებულია ამის თაობაზე ამცნობოს ადმინისტრაციას ან კურსის უშუალო ორგანიზატორს.
• მოსწავლის მიერ საკუთარი სურვილით სწავლის/კურსის შეწყვეტის შემდგომ უქმდება ყველანაირი წვდომა პლატფორმაზე, რაც ასევე მოიაზრებს განვლილ მასალაზე წვდომის დაკარგვას, მათშორის ლექციების ჩანაწერზე, ტექსტურ და ფოტო მასალაზე.

5. სერტიფიცირება და დიპლომი
• კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსწავლეს შეუძლია სერტიფიკატის მიღება, თუ ეს კონკრეტული კურსის პირობებით არის გათვალისწინებული. ინფორმაცია სერტიფიკატის არსებობისა და მისი მიღების პირობების შესახებ მოსწავლეს მიეწოდება კურსის დაწყებამდე. ზოგიერთი კურსის შემთხვევაში, სერტიფიკატი გაიცემა ავტომატურად კურსის დასრულებისთანავე, ხოლო სხვა კურსებზე შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი ტესტირების წარმატებით გავლა ან/და საკურსო ნაშრომის მომზადება და წარდგენა.
• ტესტირების ან საკურსო ნაშრომის საჭიროება დამოკიდებულია კურსის აღწერილობაზე და ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული კურსის მიხედვით.
• დიპლომის მისაღებად (თუ ამას კურსი ითვალისწინებს) მოსწავლეს სჭირდება ტესტის ჩაბარება და საკურსო ნაშრომის დაწერა.
• საკურსო ნაშრომის თემა და მოთხოვნებზე შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

6. მომხმარებლის ქცევა
• თქვენ ვალდებული ხართ გამოიყენოთ პლატფორმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და პატივი სცეთ სხვა მომხმარებლებს.
• აკრძალულია შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან არაეთიკური ქცევა.
• აკრძალულია პლატფორმის უსაფრთხოების ან ფუნქციონირების დარღვევის მცდელობა.

7. ლექციების ჩანაწერები
• ლექციების ჩანაწერები დამხმარე საშუალებაა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გაცდენილი ლექციის ანაზღაურებაში ან სწავლების განმეორებაში (გადამეორებაში).
• ჩანაწერები ხელმისაწვდომია კურსის დასრულებიდან წინასწარ განსაზღვული პერიოდი, საშუალოდ ჩანაწერებზე წვდომა გრძელდება 1 წლის განმავლობაში.
• კურსის საფასურის გადახდა არ მოიცავს ლექციების ჩანაწერების შეძენას; ეს სერვისი დამატებით ხელმისაწვდომია კურსის ფარგლებში.
• თუ მოსწავლე შემჩნეული იქნება ლექციების ჩანაწერის გაზიარებაში ან იმ პირებისთვის გადაცემაში, რომელთაც შეხება არ აქვთ კურსთან ან სასწავლო პლატფორმასთან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ შევუჩეროთ მოსწავლის სტატუსი და გავაუქმოთ მისი ანგარიში.

8. პირადი ინფორმაციის დაცვა ჩატში
• პლატფორმაზე, სადაც ტარდება ლექციები (webinar.astrology.ge), აქტიურია ჩატის ფუნქცია. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩატში განთავსონ პირადი ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების მონაცემები ან სხვა პირის ინფორმაცია, რომელზეც თავად არიან პასუხისმგებელნი.
• სხვა მოსწავლეებს ეკრძალებათ ეს ინფორმაცია გამოიყენონ ან გააზიარონ გარე/მესამე პირებთან.
• ამ წესის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რაც მოიცავს მომხმარებლის სტატუსის შეჩერებას ან ანგარიშის გაუქმებას.

9. პირადი მონაცემების გამოყენება
• რეგისტრაციის დროს შეგროვებული ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, გამოიყენება კურსის მსვლელობის დროს მოსწავლის იდენტიფიცირებისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში მასთან ოპერატიული დაკავშირებისთვის.
• ელ. ფოსტა გამოიყენება ავტორიზაციისთვის, პაროლის აღდგენისთვის ან ალტერნატიული კომუნიკაციისთვის.
• ეს ინფორმაცია არ გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის ან სხვა სახის კომუნიკაციისთვის, რომელიც არ უკავშირდება სწავლებას.
• მოსწავლის მიერ საკუთარი პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (პერსონალური მონაცემი) სასწავლო პლათფორმის გამოყენების მიზნით გაცემის მომენტიდან ითვლება, რომ ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, რაზეც მას პრეტენზია არ გააჩნია;

10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
• ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას პლატფორმის უწყვეტი ან შეცდომების გარეშე მუშაობაზე.
• ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოშვას პლატფორმის გამოყენებამ ან მასზე წვდომის შეუძლებლობამ.

11. ცვლილებები წესებსა და პირობებში
• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს.
• ცვლილებები ძალაში შევა მათი პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.

12. დავების გადაწყვეტა
• ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ წესებიდან და პირობებიდან ან პლატფორმის გამოყენებიდან, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
• თუ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდება, დავა გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს;

რესურსის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. თუ რომელიმე პუნქტთან არ ხართ თანახმა, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს პლატფორმას.

განახლების თარიღი:
12.05.2025

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გისურვებთ წარმატებას!