პროგრესია (secondary progressions) ერთ-ერთი ძველი პროგნოსტიკური მეთოდია, რომელიც დღემდე გამოიყენება პრაქტიკაში. პირადად მე, როდესაც კლიენტისთვის პროგნოზის გაკეთება მიწევს, პირველად პროგრესულ რუკას ვუყურებ, შემდგომ ტრანზიტს, სოლარს და ა.შ. პროგრესული რუკა იშვიათადაა დაკავშირებული გარე, ხილვად მოვლენებთან. იგი ადამიანის შინაგან განწყობებს, გრძნობებსა და ემოციებს გვიჩვენებს და ასახავს, თუ ცხოვრების რომელ ეტაპზე ადამიანი ამჟამად.
პროგრესიაში ყველაზე დიდი ყურადღება მთვარეს ექცევა, რომელიც დაბადების მომენტიდან იწყებს მოძრაობას და ერთ ნიშანს 2.5 წელში გადის. მაგალითად, თუ დაბადების რუკაში პროგრესული მთვარე კუროშია, 5 წლის ასაკში – კირჩხიბში, 10 წლის ასაკში ქალწულში იქნება და აშ… როდესაც პროგრსული მთვარე ნიშანში მოძრაობს, ადამიანი იმ ორ წელიწად – ნახევარში იმ ნიშნის გამოცდილებას იღებს და უფრო სიღრმისეულად იწყებს ნიშნის ენერგიების გაცნობიერებას. მაგალითად, თუ თქვენი პროგრესული მთვარე გადის მერწყულს, თქვენ სწავლობთ საზოგადოებასთან, კოლექტივთან მუშაობას, ინტერესდებით ინოვაციური საკითხებითა და მეცნიერებებით. თუ გადის მორიელს, ეს საკმაოდ ინტენსიური პერიოდია, რადგანაც დიდი ალბათობით, ემოციურად ცუდად გრძნობთ თავს, გიწევთ ტრანსფორმაცია და კრიზისულ სიტუაციებს ეჯახებით.
27 წლის ასაკში კვანძების რევერსული დაბრუნება ხდება. ასევე, ეს არის სატურნის დაბრუნების პერიოდი. ამ დროს ადამიანი ყალიბდება უკვე ზრდასრულ და სტრუქტურირებულ პიროვნებად. გარდა ამ ფაქტებისა, ამ ასაკის მნიშვნელობას ზრდის ის, რომ ამ დროს პროგრესული მთვარე ნატალური მთვარის მდებარეობაზე მიდის, რაც ნიშნავს, რომ მთვარემ თორმეტივე ნიშანი გაირა და ადამიანმაც უკვე ყველა ზოდიაქოს ნიშნის გამოცდილება მიიღო.
პროგრესული მთვარე მოძრაობისას უერთდება ნატალურ პლანეტებს, რა დროსაც ხდება ამ პლანეტის “ჩართვა” და ადამიანი იმ პერიოდიდან იწყებს იმ პლანეტარული ენერგიების სიღრმისეულად გაცნობიერებას. ხშირად, პროგრესული მთვარის ნატალურ პლანეტებთან შეერთება დაკავშირებულია რაღაც მოვლენებთანაც. მაგალითად, თუ პროგრესული მთვარე არის თევზებში, მარსი ლომში, სადღაც 12 წლის ასაკში მარსი ჩაირთვება და ადამიანი უფრო სიღრმისეულად გააცნობიერებს მარსიანულ ენერგიებს. ხშირად ხდება, რომ პირადი პლანეტები გვიან ირთვებიან, რაც მოზრდილობის ასაკში დამაბრკოლებელია ხოლმე. მაგალითად, თუ ნატალური მთვარე დგას კუროში და ვენერა ვერძში, ვენერას ჩართვა მოხდება 25 წლის ასაკში, მაშინ, როცა პროგრესული მთვარე ვერძში შევა. მანამდე კი შესაძლებელია, ადამიანს უჭირდეს პირად ურთიერთობებში, ვერ აყალიბებდეს პრიორიტეტებს და უჭირდეს არჩევანის გაკეთება. ხშირად პრობლემურია, როდესაც გვიან ირთვება სხვა პირადი პლანეტები-მზე, მერკური და მარსი.
აუცილებლად უნდა დააკვირდეთ პროგრესული მთვარე რომელ პლანეტას შეუერთდება პირველად, რადგანაც ამ პლანეტის ენერგიები იდება ადანიანის განვითარების საფუძველში და ხშირად ადამიანიც ამ პლანეტაზე დაყრდნობით აგებს თავის პიროვნებას. მაგალითად, თუ ნატალური მთვარე დგას მშვილდოსანში, სატურნი – თევზებში და მანამდე სხვა პლანეტა არ დგას, მთვარე პირვეად სატურნს შეუერთდება , ანუ ადამიანი საკმაოდ მცირე ასაკში ეჯახება შემზღუდავ გარემოებებს და რთულ დამაბრკოლებელ სიტუაციებს, რაც ღრმად რჩება მის არაცნობიერში. უფრო მეტად სტრესულია როდესაც მთვარე ჯერ უმაღლეს პლანეტებს : ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს რთავს.
მნიშვნელოვანი მომენტია როდესაც პროგრესულ რუკაში ხდება ახალმთვარრეობა ან სავსემთვარეობა.
ამ პოსტში ძირითადი აქცენტი მთვარის მოძრაობაზე გაკეთდა, რადგან ამ მეთოდში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მთვარეს ენიჭება. გარდა მთვარისა, მოძრაობენ სხვა პირადი პლანეტებიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაზეც ვისაუბრებ, თუ პროგრესიების ტექნიკა დაინტერესებას გამოიწვევს.