მზე ეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრია, ჰოროსკოპში კი შეიძლება ითქვას, ეს არის ყველა პლანეტის სინთეზი 1 მნათობში. ეს არის ადამიანის სული, სწრაფვა და შინაგანი მამოძრავებლი ენერგია. მზე რომელ ნიშანშიცაა მოხვედრილი, სწორედ იმ ზოდიაქოს ნიშანს მიაკუთვნებენ ადამიანს.
მზე ვერძში
ასეთი ადამიანი გამოირჩევა აქტიურობით და სურვლით გამოავლინოს თავი გარესამყაროში.
ძირითადი პრინციპია – მოქმედება.
ყველა მისი ქმდება გამომდინარეობს პირადი იმპულსებიდან: თავად ცენტრია, გარესამყარო კი მოქმედების არეალი.
მზე ვერძი ხასითდება სწორხაზოვნებით, მის არც ერთ მოქმდებაში გაორება არ არის. სურვილი იყოს ყველაფერში პირველი უბიძგებს იქითკენ, რომ თუ რაიმე საქმე არ გამოსდის, ის მას თავს სამუდამოდ ანებებს და გადადის სხვა საქმეზე. ეჭვიანია და ვერ იტანს მოწინააღდეგეების არსებობას და ცდილობს უხეში ძალის გამოყენებით მოიცილიოს ისნი თავიდან.
გადაწყვეტილებებს იღებს მომენტალურად შინაგანი ინპულსებით და არა ფაქტებზე დაყრდნობით. მზე ვერძი თვლის, რომ ფაქტები მთავრი არ არის, მთავარი იდეებია. ის იმპულსურია, ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს,
ვერძი თავდაჯერებულია (ვერძი მზის ეგზალტაციის ადგილია), ვერ ხედავს საკუთარ შეცდომებს და არ არის თვითკრიტკული. ვერძი ძირითადად ჯგუფის ლიდერია და თუ ლიდერობას ევრ ახერხებს მაშინ მარტო მოქმედებს. ფეთქებადია, უხეში ძალის გამოყენება უყვარს, არ ღირს მასთან კამათი, ის არ აღიარებს საზოგადო წესებს. უყავრს შექება და ქათინაურები.
ღრმა სიბერემდე შინაგანად ბავშვებად რჩებიან. ქალი ვერძი ოჯახის თავია და ყველა და ყველაფერს ხელმძღვანელობს, კაცი პირიქით არ იღებს საოჯახო საქმეებში მონაწილეობას.
ბედნიერებისთვის ვერძს ძალისხმევის გამოვლენა და გამარჯვება სჭირდება.
ურთიერთობებში მათვიის აუცილებელია მუდმივი დინამიკა, წინააღდეგ შემთხვევაში კონფიქტებს ექნება ადგილი. ვერძს აქვს მუდმივი კონკურენციის შეგრძნება, სწორედ ამიტომაც უნდათ პირველობა ყველგან და ყველაფერში. თვიტდრამატიზმიც ახასიათებს.
ცხოვრებაში აკლია სიმსუბუქე, კომპრომისზე წასვლის თვისება, თანსწორობისკენ სწრაფვა ურთიერთობებში.
მზე კუროში
ასეთი ადამიანი მოთბინებით, ამტანიანობით და სიჯიუტით ხასიათდება. ის საიმედო და პრაქტიკულია, მაგრამ ძალიან ნელი. მას კარგი გემოვნება და ჰარმონიის შეგრძნება გააჩნია მატერალურ სამყაროში.
ძირითადი პრინციპი – მატერიალური კეთილდღეობა.
კუროს ბედნიერებისთვის ლამაზი, მოხერხებული და ძვირადღირებული საგნები სჭირდება, დისკომფორტი მისთვის მძიმე ასატანია.
მზე კურო ადამინებს ყოფს ორ ნაწილად: საყვარელი ადამიანები და ყველა სხვა დანარჩენი. საყვარელი და ძვირაფისი ადამინების გამო ის ყველაფერს აკეთებს, ხოლო სხვა დანარჩენის არსებობას ვერც კი ამჩნევს.
ზოგადად კუროს თვისებაა ყველაფრის 2 ნაწილად დაყოფა: „ჩემი“ და „სხვისი“. სიყვარული და მეგობობაც ორი სხვადასხვა თემაა ასეთი ადამინისთვის და მათი ერთმანეთში არევა ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.
კარგად აკეთებს მხოლოდ იმას, რაც თავად მოსწონს, კარგად ითვლის ფულს, ძალიან დამოკიდებულია ოჯახზე. გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა იღებს, მაგრამ მირებულ გადაწყვეტილებას არასდროს შეცვლის და არასდროს გადაუხვევს საკუთარ პრონციპებს. არ უყვარს გარისკვა, ბევრი ლაპარაკი და არ ინტერესდება არამატერილური ფასეულობებით. არც სიახლეები უყვარს, ყველაფერი ახალი მისთვის სიძნელეებთან ასოცირდება (იდეებით დაწყებული, ადამინებით დამთვარებული).
მზე კურო ინდივიდუალისტია და თავისი გზით მიდის. უძნელდება პარტნიორების მოსმენა. არ უყვარს დანაკარგები, უყვარს გროვება, ვერ იტანს არასტაბილურობას.
კუროს სამყარო – ეს ნივთების სამყაროა (ყველაფერი მატერიალური და ხელშესახები) და მას მუდმოვი სურვილი აქვს ამ ნივთების ფლობის. მისთვის აუცილებელია საკუთარი კუთხე, სახლი, ნივთები, რათა თავდაჯერებულობა იგრძნოს. ასევე კულინარისთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა, უყვარს კარგი და გამორჩეული საჭმელი და სამსელები.ასევე კურო ძლიერ რეაგირებს სუნზე და არმოატებზე.
კუროს კარგი ტემპერამენტით გამოირცევა, ამიტომ მისთვის ყოვლად გაუგებარია პლატონური სიყვარულის არსი. ზოგადად კი კუროსთვის ყველაფერი გაუგებარი და მიუღებელია, რასაც ხელით ვერ ეხება ან ვერ ხედავს ფიზკურად.
მზე ტყუპებში
ყველაზე მოძრავი და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანია. მისთვის სამყარო ეს არის გარემო, სადაც თანამოქმედება და ურთიერთობა შეიძლება სხვებთან, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალი შესაძლებლობებია. ტყუპებიც ინდივიდუალისტია, მაგრამ პირველი ორი ნიშნისგან განსხვავებით, მას შეუძლია სხვების მოსმენა და გატავლისწინება.
ძირითადი პრინციპი – კომუნიკაცია
კარგად გამოსდის ადამინებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობობის დამყარება და ინფორმაციის გაცვლა. ამასთან მისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის შიინაარსი, მთავარი მისთვის კომუნიკაცია და ურთიერთობის პროცესია. ადვილად ითვისებენ სწავლებებს, მათ ცოდნას ენციკლოპედიური შეიძლება ვუწოდოთ, მათ იციან ყველაფერი ყველაფერზე, მაგრა ძალინ მოკლედ და ზედაპირულად.
მზე ტყუიპებისგან კარგი მწერლები, ორატორები და პოეტები გამოდიან. გიჟდებიან ჭორებზე და ახალ ამბებზე, ყველაფერი ახალის გაგების და შესწავლის მუდმივი სურვილი აქვთ. გამოიჩევიან საოცარი ადაპტაციის უნარით.
ცხოვრებაში აკლიათ სიღრმე: ცოდნაშიც, გრძნობებშიც. ურთიერთბაში მათთვის მთავრია საერთო ინტერესები და ურთიერთგაგება. ყოველთვის ცდილობს არ შექმნას კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ ინტელექტუალურ კამათებზე უარს არასდროს ამბობს.
ბედნიერებისთვის ტყუპებს ჭირდებათ: კონტაქტები, საუბარი, ახალი ინფორმაცია, ახალი ნაცნობობა. ასევე მათ ახასიათებთ ბევრი საქმის ერთად კეთება. ძალინ სწრაფები, მოხერხებულები არიან, არ უყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, უფრო ხშირად ლაპარაკობენ, ვიდრე საქმეს აკეტებენ.
მამაკაცი ტყუპებისთვის აუცილებელია ცხვრებსი თანამგზავრი, რომელიც მუდამ უჩვენებს მიმართულებას, ქალები კი პირიქით სხვების სამართავად არიან გაჩენილები.
.ზოგადად ტყუპების ერთი სიტყვით დახასიათება შეიძლება, როგორც დემოკრატია. ეს წყობა ზედმიწევნით შეესაბამება მათ წარმოდგენებს, სურვილებს და ცხოვრების წესს.
მზე კირჩხიბში
ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი. ძლიერი კავშირი სამშობლოსთან, წინაპრებებან და სახლთან.
ძირითადი პრინციპი – დაცულობის შექმნა.
კირჩხიბის სამყარო – ეს ემოციურად გამდიდრებული ადამიანური ურთიერთობებია. კიჩხიბი ზემგრძნობიარეა და მუდამ დაუცველად გრძნობს თავს, სწორედ ეს აიძულებს მას მიეჯაჭვოს ოჯახს, სამშობლოს, დედას, პარტნიორს.
ახასიათებს ხასიათის ხშირი ცვალებადობა, რაც მის გარშემომყოფებზეც მოქმდებს. ახასიათებს ხანმოკლე დეპრესიაებიც, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ყურადღება მიიქციოს. ადვილად ადტირდება სიტუაციებში. გარედან ყოველთვის ფსიქოლოგიურად სუსტი და სხვაზე დამოკიდებული ჩანს, შინაგანად კი ძალიან ძლიერი და გამძლეა. უყვარს საკუთარი თავის შებრალება. უყვარს შექებაც, მაგრამ გულწრფელი, რადგან სიყალბეს უცებ გრძნობს.
აქვს პატიების უნარი, განსაკუთრებით სუბიექტური მათადმი ვინც ძალინ უყვარს. მისთვის მთვარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, ის ყველაზე დაცულად თავს სახლში გრძნობს, სადაც ემოციონალურად გაწონასწორებულია.
მზე კირჩხიბი ძალიან დაკვირვებულია, იმახსოვრებს ყველა დეტალს, სახეებს, კარგი მეხსიარება აქვს, განსაკუთრებით ეს ვლინდება ემოციურად გადატანილ ვითარებებზე. კირჩხიბებს არ უყვართ ხალხმრავლობა, ხასითდებიან ჩაკეტილობით.
ბედნიერებისთვის კირჩხიბს ჭირდება უაფრთხოების შეგრძნება, სახლი და ძვირფასი ადამინები, რომლებიც მუდამ მის ირგვლივ იქნებიან. მისთვის დამახასითებელია „კოლექციონერობაც“ : პატარა სუვენირიები მოგაზურობებიდან, შეხვედრებიდან წამოღებული ერთჯერადი ყავის ჩხირი ან ნებისმიერი საგანი, რათა შემდეგ მუდამ შეეძლოს იმ ემოციონალური შთაბეჭდილებების მიღება, რაც წარსულში განიცადა.
ქალი კირჩხიბები ოჯახის ლიდერები არიან, მამაკაცებიც აქტიურად მონაწილეობენ საოჯახო საქმეებში, მაგრამ ძალიან ახირებულები არიან. მალავენ შემოსავლის ოდენობას, უყვართ მალულად ფულის დაგროვება, ცრუმორწმუნენბი არიან. ძირითადად კირჩხიბების მთვარი ცხოვრებისერული იარაღი ძლიერი ინტუიციაა.
მზე ლომში
მზე ლომი დაბადებიდან „მეფეა“. ყოველთვის ლიდერის პოზიციაშია არიან დიდი ძალისხმევის გარეშეც კი. ხასითდებიან დამოუკიდებლობით და თვითდაჯერებულობით. ასეთი ადამინისთვის წარმოუდგენელია მეორეხარისხვნად ყოფნა (მან უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს ასეთ პოზიციაში), ცდილობენ ყოველთვის მოეწონოთ სხვებს და გამოიყურებოდნენ კარგად.
ძირითადი პრინციპია – სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა.
ლომი ეს მოთამაშეა და წაგება არ უყვარს. ცდოლობს ყოველთვის იყოს ცენტრალური ფიგურა, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლს და შეცდომებს. ემოციებს გამოხატავს ნათლად და გრანდიოზულად. მისთვის აუცილებელია მუდმოვი პუბლიკა. თუ ვინმე შეიყვარა, ამას მთელი გულით აკეთებს. აქვს გადამდები ემოციები, უყვარს გაფორმება და გაზვიადება საუბრის დროს. მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად, ის ყველაზე კეთილშობილი და სულგრძელი ნიშანია.
მზე ლომს გააჩნია თავის შინაგანი განაწესები და სხვებს ნაკლებად შეუძიათ ამაზე ზეგავლენის მოხდენა. არ შეიძლება მას მიუთითო, ლომებს უნდა მიეჩვიო და მოერგო, რადგან თავად არ შეუძიათ ეს. დანაკარგებს მძმედ განიცდის. ურთიერთობებშიც წუნიაა, მხოლოდ გამორჩეულ, ნიჭიერ და ლამაზ ადამინებთან აქვს კონტაქტი.
ბედნიერებისთვის ლომებს საკუთარი ტალანტის დემონსტრირება სჭირდებათ და პუბლიკა, რომელიც სულ ტაშს დაუკრავს ამ ტალანტს.
ლომებს ძალინ უყვართ ბავშვები. ოჯახიში სტაბილურობით გამოირჩევიან. მამაკაცები განსაკუთრებით ანებივრებენ საყვარელ ადამინებს, ქალები კი პირიქით ძალიან ახირებულები არიან. უყვართ საზოგადოებრივ ადგილებში გრანდიოზულად გამოჩენა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მათთვის ცხოვრების მთავარი სტიმულია, ლომმა შეიძლება დანაშაული მარტო იმიტომ გაპატიოს, რომ დიდი გაწვ-გამოწევის შედეგ მოვიდეს, თავზე ხელი გადაგისვას და უფრო ამაღლდეს საზოგადოების თვალში.
ლომების მთვარი ნაკლი ეგოიზმია.
მზე ქალწულში
ასეთი ადამიანი ძალიან პრაქტიკულია. ყველა უკეთ გამოსდით საქმის ბოლომდე მიყვანა, განასაკუთრებით სხვისი გაკეთებული მონახაზის დეტალებში დამუშავება. იდეებიი იმდენად არ მოსდით თავში, რადენადაც სხვისი იდეები სრულყოფილად გადმოაქვთ პრაქტიკაში. აქვთ კარგი ანალიტიკური მონაცემები, ყველაფერს აღიქვას დეტალურად და წვრილმანებში.
ძირითადი პირინციპია – მოიტანოს სარგებლი.
არასდროს მოქმედებს წინაწარი ფიქრის და ანალიზის გარეშე, მისთვის მთავარია დაგეგმილი შედეგის მიღება. ხანდახან ამ მეწვრილმანეობით უჭირთ გლობალური აღქმა. ადვილად სწავლობს, კონტაქტურია მხოლოდ როცა საქმე მოითხოვს, გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით. არის ძალინ კრიტიკული და სერიოზული.
ასეთი ადმიანისთვის აუცილებელია ძლიერი პარტნიორი, არ უყვარს მარტობაა, არც ხალხმრავლობა. შეუძია აპატიოს მხოლოდ იმათ, ვინც მოსწონს. განსაკუთრებულად იცის მიჩვევა ადამინზე და ხდება ძალინ მზრუნველი, ყოველთვის მზად არის დაეხმაროს (პრაქტიკულად და არა ემოციონალურად). უჭირს მოდუნება, სულ მუშაობს, აქვს დაბალი თვითშეფასება და ხშირად იდანაშაულებს თავს. არ უყვარს ფილოსოფიური საუბრები.
მზე სასწორში
მთავრი პრინციპი – კონტაქტების დამყარება და მათი ჰარმონილი შენარჩუნება.
ისინი მუდამ მზად არიან თანამშორომლობისათვის, მაგრამ ამვდროულად საკუთარი კრიტერიუმებით ირჩევენ პარტნიორს. მათ ყოველთვის იციან რა უნდათ, უარის თქმაც კარგად გამოსდით.
არიან არისტოკრატულები. უყვართ როცა კარგად გამოიყურებიან, ისინი ყველაფერ ლამაზს ეტრფიან. მათ აქვთ სამართლიანობის და დიპლომატიის თანდაყლილი შეგრძნება, გაურბიან პირდაპირ და უხეშ პასუხებს და ყოველთვის კომპრომისებს ეძებენ. მაგრამ უკან დახევის ჰგარკვეული ზღვარი აქვთ, რადგან შნაგანად ყოველთვის იციან სადამდე უნდა დაიხიონ უკან.
არასდროს იძახიან უარს ისეთ რამეებზე, რაც უყვართ. ხალხმრავლობას მცირე კომპანია ან 1-1ზე საუბარი ურჩევნიათ. ყოფითი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, ამიტომ პასუხისმგებლობას თავის პარტნიორთან ერთად იღებს საკუთარ თავზე. არიან რომნტიულები, მაგრამ არ უყვართ ამის დემონსტრირება. უყვართ ეტიკეტის დაცვა.
საქმიანობაში ყოველთვის ისეთ პარტნიორს ეძებენ ვისაც საქმის დაწყება არ უჭირს, მათ კარგათ შეუძლიათ ატაცება და აყოლა.
სასწორის მიზანია – ცხოვრებაში მოძებნოს ჰარმონიული პარტნიორი.
ყველა სიტუაციას უყურებენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ პარტნიორის პოზიციიდანაც. სასწორი – ეს თანასწორი ურთიერთობაა, მაგრამ კამათში მათ ბადალი არ ჰყავთ.
უყვართ ინტრიგა, არ უყვართ ფიზიკური და რთული სამუშაო. ყოველთვის მსჯელობენ ფაქტებით, იმ მომენტადე სანამ არ მობეზრდებათ, შემდეგ სუბიექტურები ხდებიან. მათი პირადი ცხოვრბეა და შინაგანი სამყარო სხვებისათვის დაფარულია. ცხოვრბეაში აკლიათ ოპტიმიზმი.
მზე მორიელში
ასეთ ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს სხვების ენერგიის გარეშე. გარეგნულად მშვიდი ადამინის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად კი ძალინ აქტიური და დაძაბულია. ზოგადად მისი მიჯაჭვულობები ძალიან ძლიერი და ღრმაა, გრძნობები მუდმივი, აზრს და ფასეულობებს ძალინ იშვიათად იცვლის. უჭირს ემოციების გამოხატვა, აქვს ძიერი ეგო.
ეჭვიანია, მიჯაჭვულია ოჯახზე და ბავშვებზე, ძირითადად მზე მორიელები არიან „გიჟი და შვილზე გადამკვდარი დედები“. ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ამ ყველაფერს მალავს. შეუძლია აგრესიული შურისძიება. მუდმივ ეჭვებშია, რაც ძირითადად პარტნიორის მიმართ ზეწოლაში და მესაკუთრეობაში გამოიხატება. ხანდახან ძალიან იმდენად ჭარბ ენერგიას იგროვებენ, რომ ვეღარ ასწრებენ დახარჯვას და მაშინ ძალიან მოდუნებულები ხდებიან. ამიტომ საჭიროა ყოველთვის არაადამინურად გადატვირთულები იყვნენ ნებისმიერ საქმეში. სტაბილურობ, ეს მათთვის არ არის.
მზე მორიელი საკმაოდ ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა, შეუძია აწვდეს ყველაზე დაფარულ მოტივებს და ფარდა ახადოს ყველა საიდუმლოს.
მთავრი პრონციპია – საზოგადოების და სოციუმის „გამწმენდი“.
მორიელებს იმდენად ძლირი ნებისყოფა აქვთ, რომ მუდამ ლიდერების როლში გვევლინებიან. კარგად გამსდით ადამინებთან ურთიერთობა.
ცხოვრებაში მათ მოთბინება და დისციპლინა აკლიათ. არ აღიარებენ ავტორიტეტებს და სხვის დაწერილ ნორმებს. მათ სამყაროს შავ-თეთრი აღქმა აქვთ, ყველა და ყველაფერი მათთვის ან კარგია ან ცუდი. არ შუძიათ იყონ ნეიტრალურები. თუ უყვარს უყავრს მთელი გულით, თი სძულს ამასც იგივე მონდომებით აკეთებს. შეუძლია სიყვარულისთვის თავგანწირვაც.
მზე მშვილდოსანში
ასეთი ადამიანი აქტიურია და მგრძნობიარეა. მშვილდოსანს ყველაზე უკეთ შეუძლია პერსპექტივის დანახვა. უყვარს ამორჩევა და გამორჩევა, მარტო საჭირო და პერსპექტივასთან კავშირში მყოფ ადმიანებთან კონტაქტობს. უყვარს ავტორიტეტების, წესიერებითაც გამოირჩევა, ტყუილი არ უყვარს და ცდილობს ყოველთვის დაიცვას ქცევის კოდექსი.
მშვილდოსანი იღებს ფასეულობების იმ სისტემას, რომელიც საზოგადოებში დახვდა და რომელიც გაბატონებულია სოციუმში, თავისით ახალს არ ქმნის. დიდი ინტერესი გააჩნია რელიგიის მიმართ, ფილოსოფიის მიმართ და შესბამისად მოგზაურობა მისი ერთ ერთი მთვარი თვისებაა. ისწრაფვის იყოს გამორჩეული, ოპტიმისტია. შეუძილა ნებისმიერ რამეში გადარგწმუნოთ. აქვს ცოცხალი წარმოსახვა და ცნობისმოყვარეა.
ვითარებას და მოვლენებს აღიქვამს მთლიანობაში, ამიტომ დეტალები ხშირად ეპარება.
მოქმედების მთვარი პრონციპია – დიდი, ვრცელი, შორი.
საკვანძო სიტყვა– პრესტიჟი.
სასიყვარულო თავაგადასვლები და გამარჯვევები ეს მისთვის თვითდამკვიდრების გზაა, თანაც სხვა ადმაინების განწყობას ვერ აღიქვას (სხვა ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის მიუწვდომელია) და შესაბამისად უჭირს ნადვილი ურთიერთობის დამყარება და ერთუგულებითაც ნაკლებად გამოირჩევა.
ცხოვრების თანამგზავრი აუცილებად სოციუმის მხრიდან დაფასებული ადამიანი უნდა იყოს. უყვარს ფუფუნება, არ უყვარს სტაბილურობა, სიახლეებისკენ მისსწრაფვის.
მშვილდოსნისთვის მთვარია მენტალური გამრჯვება. ავტორიტებებიც მნიშვნელოვანია მსთვის და ყოველთვის ცდილობს სხვებზე მაღლა დადგეს, ვერ იტანს კრიტიკას.
მშვილდოსანი ძლიერია, როცა მიზანი გააჩნია. მისი მთავარი მიზანი კი როგორც წესი არის იყოს სხვებზე მაღალ საფეხურზე. მხოლოდ იქ მოღვაწეობს სადაც გამორჩეულობის პერსპექტივა აქვს.
მზე თხის რქაში
თხი რქისთვის სამყარო ეს კარგად ორგანიზებული სტრუქტურაა, სადაც ყველას საკუთარი ადგილი აქვს. ის მკაცრად იცავს წესებს და კანონებს. ისწრაფვის ძალაუფლებისკენ. ძალინა პრაქტიკული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარეა. და ამას ითხოვს გაშემომყოფებისგან. კონსერვატულია, თვლის რომ წესრიგი ქაოსისგან თავდაცვის საშუალებაა. მიზნები ყოველთვის კონკრეტული და რეალური.
საკვანძო სიტყვა– მიზნისკენ სვლა
ყველაფერ ამასთან ერთად მგრძნობიარეც არის, მაგრამ ეს გრძნობები ღმად აქვს საკუთარ თვაში დამალული და ვერ გამოხატავს მათ. არ პატიობს არც ღალატს და არც ზუგრსუკან ქმედებებს. სამართლინად უყვართ სხვისი დასჯა.
სუსტი ინტუიცია აქვს, ფანტაზიასთანაც არ მეგობრობს. ბავშვებთან ემოციების ნაცვლად ინტელექტუალური კავშირი აქვს. უჭირს თანაგრძნობის გამოხატვა. მაგრამ თხის რქას ყველაზე რელური ცხოვრებისეული შეხედულებები აქვს, შეუძლია გამოყოს მთვარი მეორეხარისხოვანისგან და დასახაოს მიზანი. მინის მისაღწევად ბევრ რამეს თმობს.
ბედნიერებისთვის თხის რქას სჭირდება მიზანისკენ სიარული.
არ უყვარს დასვენება, რადგან დროის ფუჭ ხარჯვად მიაჩნია. მისი ძირითადი მიზანი კარიერულ საფეხურზე აღმასვლაა. კავშირებსაც თავად ირჩევს. იშვიათად არის ღრმად რელიგიური. ცხოვრებისეულად ის მარტოსუილია, მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, ერთგულება ბოლომდე შეუძლია.
მზე მერწყულში
საკვანძო სიტყვა – თავისუფლება.
მერწყული ნოვატორია, მისთვის მომავალი უფრო რეალურია, ვიდრე აწმყო. ცხოვრობს გარდაქმნებით, აქვს დამოუკიდებლობის ძლიერი შეგრძნება. არის საოცრად კომუნიკაბელური, მეგობრული, კოლექტივში შედის ინტერესის საფუძველზე და მყარდება მაყარი კავშირი. მისთვის ნებისმიერ კოლექტივში მთავრია თანსწორობა. აფასებს ადამინის ნების თავისუფლებას, აზრს და თავისუფლებას. არასდროს გახვევთ თავს საკუთარ თავს.
ზემაღალი მიზნების აქვს ძირითადად და ხშირად მის თანამედროვეობაში განუხორციელებელი, მაგრამ ამს ნაკელებად განიცდის. აზროვნებენ არასტანდარტულად და ორიგინალურად, აქვთ გონების განათებები. მერწყულები ნიჭიერი და კრეტიული გამომგონებლები არიან.
გრძნობებში მერწყულისთვის სიყვარულზე მთავარი პატივისცემა და მეგობრობაა, რადგან შეზღუდვები და ვინმეზე დამოკიდებულება მისთვის სიყვარულშიც კი მიუღებელია. საკუტარი თავის მიმართ მომთხოვნია. ჩვეულებრივში – არაჩვეულებრივს ხედავს.აქვს პარადოქსული გონება. ძველი სისტემების ნგრევით ის სიამოვნებას ღებულობს.
პრაქტიკული ცხოვრებიდან მოწყვეტილია. მერწყულს აქვს ყველაზე სწორი აღქმა ბუნების კანონების და საზოგადოებრივი კანონების და ყველაზე სწორად მიჯნავს მათ. ხშირად უცნაურებს და გჟებს ეძახიან. მერწყულში ყოველთვის არის რაღაც ამოუცნობი, მისი გადაწყვეტილებები კი მუდამ აოცებს გარშემომყოფებს.
მერწყული – ეს დაბადებით ექსპერიმენტატორია, სწორედ მათ გააკეთეს კაცობრიობის მნიშვნელოვანი აღმოჩენების უმრავლესობა მეცნიერებაში და ტექნიკაში.
ბედნიერებისთვის მერწყულს თავისუფლება სჭირდება (ნებისმიერ მის გამოვლინებაში)!როგორც კი შეეცდებით მოათვასოთ ჩარცოებში და დააკისროთ ვალდებულება, ის მაშინვე მიიდის და თუ ვერ მიდის, მაშინ მასში „კვდება ყვლეფაერი ის რაც ასე მოგწონდათ მასში.“.
მზე თევზებში
ზოდიაქოს ყველაზე ამოუცნობი ნიშანი, გარედან სულ სხვა შტაბეჭდიელბას ტოვებს, შინაგანად სულ სხვა ცხოვრება აქვს. ზოდიაქოებიდან ყველაზე ძლიერი ინტუიიცით გამოირჩევიან.
მათ შეუძლიათ საკუთარ თავში გააერთიანონ საპირისპირო თვისებები. ძალინ მგრძნობიარეები არიან, ამასთან ძალინ ჩაკეტილები. აქვთ სამყარო თავისებული აღქმა, რომელსაც მათ მეტი ვერავინ გებულობს. შინაგანი ცხოვრება მათთვის უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე გარესამყარო, მათი ლოგიკა ხშირად ალოგიკურია.
თევზებს აქვთ თანაგრძნობის უნარი, მუდამ მზად არიან თვგანწირისათვის. ძალინ დამოკიდებულები არიან ნათესავებზე და მეგობრებზე. უყვართ ყველაფერი ცოცხალი. ასევე შუძლიათ სხვების მანიპულირება და მიმართლად თავისშეცოდება.
არ უყვართ კონფლიქტები. ყოფით ცხოვრებაში ამის გამო ხშირად იტყვილებიან, ასევე არიან ჯიუტებიც, განსაკუთრებით წვრილმანებზე იციკლებიან. ხედავენ მარტო იმას რაც მოსწონთ. ყველაფერს მალულად აქკეთებენ. მეოცნებნი არიან, რომანტიულები, უყვართ მოდუნება და საკუტარ თავში ჩაძირვა. არ უყვართ დისციპლინა და რეჟიმი. მათ არ აქვთ ნებისყოფა.
გარესამყაროში კარგი ადაპტაცია შეუძლიათ და ადვილად ეგუებიან ახალ საარსებო პირობებს, მაგრამ შინაგანად არასდროს იცვლებიან. მათ აქვთ მისწრაფება განიცადონ იშვიათი და უცნაური, არჩვეულებრივი შეგრძნებები. მათთვის მთვარია ჯადოსნურობის და მაგიის შეგრძნება ყველაფერში. კარგად ესმით სხვა ადამინების შინაგანი განცდები. ქალი თევზებისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია.
მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”