გავრცელებული შეცდომები (ნაწ-1)

იმის გამო, რომ ადამიანის აზროვნება ასოციაციურია, ხშირად ჩვენ ვურევთ სხვადასხვა წარმოშობის ცნებებს და ვავრცელებთ რაღაცას, უკვე კარგად ნაცნობს უცნობზე, მაგრამ მსგავსზე. ამიტომ აღწერებში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, რომელიმე ელემენტს ვანიჭებთ სხვა ელემენტის თვისებებს, მსგავსს, მაგრამ მაინც განსხვავებულს, ზოგჯერ ძალიან განსხვავებულს მნიშვნელოვან დეტალებში.

ცეცხლის სტიქია
მაგალითად, ერთ სახელმძღვანელოში ასე იყო აღწერილი ცეცხლის სტიქია: “სხვა ადამიანებისგან სწავლა არ უყვართ და ცდილობენ ყველაფერში თვითონ გაერკვნენ“. ასეთი დახასიათება კარგია ვერძისა და ლომისთვის, მაგრამ აბსოლუტურად არ უხდება მუტაბელურ მშვილდოსანს. რა თქმა უნდა, ცეცხლის ნიშნები ძალიან დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ მუტაბელური ჯვრის ბუნება მიმართავს მშვილდოსნის ინტერესებს სხვისი იდეებისაკენ და მიღწევებისაკენ. სხვა წიგნებში კი მშვილდოსანი აღწერილია, როგორც ძალიან ცნობისმოყვარე ნიშანი, რომელსაც უყვარს სწავლა და პატივს სცემს ავტორიტეტებს. რა თქმა უნდა ასეთმა განსხვავებულმა ინფორმაციამ შესაძლებელია ძალიან დაგვაბნიოს.
შემდგომ: „როდესაც ცეცხლი ხვდება სერიოზულ დაბრკოლებას, ის ცდილობს ერთი გაბედული ნახტომით გადალახოს ის…ცეცხლი ვერ საზღრავს თავის ძალებს გრძელ დისტანციებზე“. აქ ადვილად გამოვიცნობთ კარდინალური ჯვრის დახასიათებას დადებულს ცეცხლის ბუნებაზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ვერძის დახასიათებაა. მაგრამ ფიქსირებული ლომი, ჯვრის ბუნებიდან გამომდინარე, უდრეკი და ჯინიანია. მიმართულია ზუსტად გრძელ დისტანციებზე, ყოველთვის ახსოვს თავის მიზანი, დაბრკოლებას კი შეუძლია გააბრაზოს ლომი, მაგრამ ვერ გააჩერებს მას.

წყლის სტიქია
ვკითხულობთ წყალზე: „…ისინი განსხვავდებიან გრძნობების მუდმივობით“. მაგრამ რა ვუყოთ მუტაბელურ თევზების ნიშანს: თუ ის იქნება მუდმივი თავის გრძნობებში, ვერ გაუმკლავდება თავის მთავარ ამოცანას – შეაფასოს, განიხილოს სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები და გრძნობების დონეზე თავის თავში გაატაროს. თევზები ეკუთვნის ყველას და არავის კონკრეტულად, და ამიტომ საუბარი გრძნობების მუდმივიბა-არამუდმივობაზე აქ უადგილოა.
შემდგომ: „მიწის ნიშნები ნელა ითვისებენ ახალს…“ და მაშინ ქალწული, რომელსაც ხშირად შერლოკ ჰოლმს ადარებენ? თხისრქასაც ვერ დაარქმევ კონსერვატორს: ეს „კონსერვატორები“ მართავენ წარმოებას და ხშირად ნოვატორების როლში გამოდიან. აქ აშკარად კუროს აღწერაა.

ასევე ნიშნების აღწერაში გვხვდება შეცდომები:

კირჩხიბი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც დაუცველი, და აქედან აკეთებენ დასკვნას, რომ ჩაკეტილი ნიშანია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აქტიური ნიშანია, თუმცა მართლაც დაუცველი. რა თქმა უნდა, როგორც წყლის ნიშანი, ის ძალიან ემოციური და დაუცველი, და დროებით შეუძლია ჩაიკეტოს თავის თავში, რომ ნაიარევი მოირჩინოს, მაგრამ მხოლოდ დროებით, ვინაიდან მისი ჩაკეტილობა შეუშლის ხელს თავისი როლის (მოთხოვნილების) შესრულებაში- გაამტკიცოს და დაიცვას პრინციპები და მოთხოვნილებები თავისი და თავის საზოგადოების. და ვინც ფიქრობს, რომ ადვილია კირჩხიბის მოშორება- აწყენინებ და მორჩა, მიიღებს მოულოდნელ შედეგს: კირჩხიბის ნიშანი ორმაგი ძალით დაიცავს თავის მოთხოვნილებებს.

ქალწულის სწორი დახასიათება დიდ იშვიათობაა. როგორც წესი ქალწულის მთავარ თვისება ითვლება მისი შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, კიდევ საუბრობენ მის პედანტიზმზე და მეწვრილმანეობაზე. შრომისმოყვარეობა- ფიქსირებული და არა მუტაბელური ჯვრის თვისებაა. რა თქმა უნდა, მიწის ნიშნები მართლია შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ ქალწული მათში ყველაზე ნაკლებად, ვინაიდან მუტაბელური ნიშანია. როგორც ჩანს, ასტროლოგებზე ასეთ შთაბეჭდილებას იმიტომ ტოვებს, რომ მუტაბელურ ჯვარს აქვს თვისება სწრაფად, დამოუკიდებლად და კარგად გაერკვეს ნებისმიერ საქმეში იმისთვის, რომ ეს საქმე ხარისხიანად იყოს შესრულებული. მაგრამ ეს ნიშანი სულ არ ცდილობს გათიშვამდე მუშაობას- ეს მისი როლი არ არის, ეს ფიქსირებული ნიშნების როლია; ქალწულს მეტ სიამოვნებას ანიჭებს საქმეში გარკვევის პროცესი, ვიდრე მონოტონური მუშაობა. დიახ, ქალწული შრომისმოყვარეა, მაგრამ მხოლოდ იმ სფეროებში, რაც დაკავშირებულია ღრმა ანალიზთან, დანარჩენ შემთხვევებში ეს კარგად დაფარული ხალტურაა. კარგი შენიღბვა- მუტაბელური ჯვრის საქმეა. პედანტიზმი და მეწვრილმანეობა ასევე არ არის ქალწული თვისებები. ქალწულის უყვას ბუზღუნი და უყვარს მსჯელობა. ეტყობა ასტროლოგები ამას შეჰყავს შეცდომაში. პედანტიზმი- უფრო თხისრქის თვისებაა. ქალწულის როლი- მიზეზების და შედეგების ცნობაშია. დავუშვათ, თქვენ ხშირად აგვიანებთ სამსახურში – ქალწული, თავის როლის შესრულების კონტექსტში, სიამოვნებით მოგახსენებთ რა შედეგები გამოიწვია თქვენმა დაგვიანებებმა და კიდევ იმდენ წვრილმანს მოგახსენებთ- მოგეჩვენებათ, რომ სამყარო აყირავდა. მადრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ თვითონ ქალწული ამ წვრილმანებში იქნება აკურატული. მან უბრალოდ იცის იმდენი, რომ არჩევა შეუძლია კონკრეტულად რაში უნდა იყოს აკურატული დროის ამ მომენტში. უფრო სწორად- მას ესმის რომელი მოვლენისთვის რა არის საჭირო, ამასთან თვითონ ძალიან ადვილად იცვლის თავის აზრს, ვინაიდან მუტაბელურია: „უნდა იფიქრო და არა ჯარისკაცი იყო“- მისი დევიზია.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა-ასტროლოგოსი

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ