სიტყვა აქვამარინი შედგება ორი ლათინური სიტყვისგან – წყალი (aqua) და ზღვა (mare).
ეს ქვა ითვლება სიბრძნის, გონების და მეგობრობის სიმბოლოდ.მიიჩნევენ, რომ ის თავის პატრონს იცავს ტყუილისგან. ასევე ქვა იცვლის ფერს მეპატრონის ხასიათის მიხედვით (მუქდება, როცა ადამიანი ცუდ გუნებაზეა და ღიავდება, როცა თავს კარგად გრძნობს). მასზე არაერთი ლამაზი ლეგენდა დადის.
სამკურნალო თვისებები:
თანამედროვე ევროპულ ლითოთერაპიაში ითვლება, რომ აქვამარინი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ფსიქო-ემოციონალურ სფეროზე, ადამიანს ეხმარება დაძლიოს ნევროზი და ფობიები, წმენდს მენტალურ დონეზე და აჩერებს შინაგან დიალოგს.
აქვამარინი არის სულიერი მდგომარეობის ინდიკატორი და მისი სტაბილიზატორი, ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ეს ქვა მუდამ თან გექნებათ.
ის კარგია ყველასათვის, როგორც ბუნებრივი ბიოსტიმულატორი, ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის.
ქვა აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, ასუსტებს ალერგიულ რეაქციებს, აყუჩებს ტკივილს, კურნავს სასუნქთი გზებისა და კანის დაავადებებს.
აქვამარინი დადებითად მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, აძლიერებს თირკმლების მუშაობას.
თუკი ქვას დიდხანს დააკვირდებით, ის გააუმჯობესებს მხედველობას და მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს.
ინდოელ იოგებს მიაჩნიათ, რომ აქვამარინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ყელის ჩაკრა ვიშუდჰასთან, რომელიც ახდენს მის სტიმულირებას.
მაგიური თვისებები:
აქვამარინი არის წრფელი სიყვარულის თილისმა. ის მფარველობს მეგობრობას და მის მფლობელს უბედურებისა და უსამართლობისგან იცავს. ისევე, როგორც ყველანაირი ნეგატიური ზეგავლენისგან.
ენერგია:
აღქმადი „ინ“ ენერგია.
ასტროლოგიური მხარე:
ეს ქვა ყველაზე კარგია მორიელის, კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის და თევზის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულთათვის.
პლანეტა: მთვარე.
მოამზადა: ნიკა დვალიშვილმა
“ტაროს სახლი”