
ლია ბარათაშვილი
ასტროლოგი
მინდა წარმოგიდგეთ – მე ვარ ლია ბარათაშვილი. პირველი განათლებით ვარ მათემატიკოსი – 1984 წელს დავამთარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.ასტროლოგიური განათლება მივიღე კლასიკური ასტროლოგიის მოსკოვის უმაღლეს სკოლაში და კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზირების ცემტრში. მაქვს ასტროლოგ–კონსულტანტისა და ეკონომიკური და პოლიტიკური პროგნოზირების სპეციალისტის დიპლომები. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ სფეროში საქართველოში ვარ ერთად ერთი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია აკადემიური განათლება.2000 წელს კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში დავიცავი მაგისტრის ხარისხი. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ქართველი ერის ნატალური რუქის რეკტიფიკაციასა და ანალიზს ეძღვნება. იგი გამოქვეყნდა რუსეთის ასტროლოგიურ პერიოდიკაში და, კამათის შემდეგ, ევროპისა და ამერიკის წამყვანი ასტროლოგიური სკოლების მიერ იქნა აღიარებული. ამ ნაშრომში ჩემს მიერ მიკვლეული პირველი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი დღესაც მიღებულია მუნდანურ ასტროლოგიაში.თბილისში ვსაქმიანობ 2001 წლიდან. ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ასტროლოგიურ სკოლაში არა ერთმა ქართველმა ასტროლოგმა მიიღო განათლება.მაღალი კურსებიდან კოსმოლოგიის და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში ვკითხულობდი ლექციებს, ვატარებდი სემინარებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებში.

აკაკი გოგოლაძე
ასტროლოგი
ჩემთან კონსულტაციისას თქვენ შეიტყობთ თქვენი პიროვნული შესაძლებლობების შესახებ, გამოვკვეთთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რაზე გაქვთ სამუშაო და რა უნდა გამოასწოროთ. ვისაუბრებთ პირადი ურთიერთობების, სიყვარულისა და დაოჯახების შესახებ, გავარკვევთ რა გიშლით ხელს, პირად ურთოერთობებში, როგორ შეიძლება მოაგვაროთ ეს პრობლემა და როგორი პარტნიორია საჭირო, თქვენს გვერდით. განვსაზღვრავთ კარიერულ, პროფესიულ და ფინანსურ შესაძლებლობებს, რომელ სფეროში მიაღწევთ წარმატებასა და რა დაგეხმარებათ ამაში. ასევე, ტრანზიტებსა და სხვა პროგნოსტიკურ მეთოდებში მიმოვიხილავთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც დაგვეხმარება სამომავლო ტენდენციების განსაზღვრაში, შეგვიძლია, კონკრეტული მოვლენისთვის შევარჩიოთ, შესაბამისი, თარიღი. ასევე, თუ საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლას აპირებთ, შეგვიძლია გავიგოთ რომელი ქვეყანაა თქვენთვის წარმატების მომტანი, კარიერული, ფინანსური, თუ პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. კონსულტაციისას მიმოვიხილავთ კარმულ საკითხებს, გავიგებთ რა არის თქვენი კარმული მისია, რა პროგრამით ხართ მოსული და როგორ უნდა განვითარდეთ კარმული თვალსაზრისით.