ასტროლოგიის სკოლა “ასტროლოგოსი” წელიწადში ორჯერ აცხადებს მოსწავლეების მიღებას.
უახლოესი ჯგუფი დაგეგმილია 2023 წლის შემოდგომაზე, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, ხოლო სწავლის დაწყების წინ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
სწავლის ხანგრძლივობაა 9 თვე, რომელიც მოიცავს კოსმოლოგიის საწყისებს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლემ სირღმისეულად შეძლოს ნატალური რუკის წაკითხვა და მისი ფსიქო ანალიზი, ხოლო 9 თვიანი კურსის დასრულების შემდგომ მოსწავლის სურვილისამებრ შეუძლია განარგძოს სწავლა 2 წლიან პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ჰუმანისტურ კოსმოლოგიას, რისი წარმატებით დასრულების შემდეგ ექნება საშუალება მიიღოს დიპლომი.
სწავლის მსურველებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ სკოლის Facebook ჯგუფში, საიდანაც შეიტყობთ აქტუალური სიახლეების შესახებ.
სწავლა მიმდინარეობს ონლაინ, ვებინარის საშუალებით, სადაც მოსწავლეს საშუალება აქვს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან დაესწროს სასწავლო პროცესს, როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური მოწყობილობის საშუალებით.
ყოველი ლექცია იწერება და მოსწავლეს საშუალება აქვს მოუსმინოს მოგვიანებით ან მისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ დროს.