ასცენდენტი ნიშნებში მშვილდოსანი

ასცენდენტი ნიშნებში მშვილდოსანი

ასცენდენტი მშვილდოსანში

ისინი შესანიშნავი ორგანიზატორები და ლიდერები არიან. იუპიტერისთვის ლიდერობა ნიშნავს საყოველთაო პატივისცემას და აღფრთოვანებას მათი გამოცდილებით. ეს გრძნობა უბიძგებს ყოველთვის სიზარმაცის დაძლევას საზოგადოებაში პრესტიჟის შესანარჩუნებლად. სიხარულის მეორე წყაროა თავგადასავალი და მოგზაურობა თანამოაზრე ადამიანების გარემოცვაში. გარშემორტყმულია მეგობრებით, რომლებსაც იზიდავს თავისი ორიგინალურობით, უშიშრობით, ოპტიმიზმით და თავდაჯერებულობით.მშვილდოსანი ცეცხლოვანი ბუნების ნიშანია. ეს კვალს ტოვებს ადამიანის ხასიათზე. ის არის პირდაპირი და გულწრფელი (შესაძლობა უტაქტოც). რეალობას აღიქვამს უმაღლესი ჭეშმარიტებებისა და იდეალების მეშვეობით. ხმაურიანი, ხმამაღალი ადამიანია, სწრაფად ბრაზდება. ამბიცია აქვს საზოგადოებაში თვითგამოხატვის, ეს არის მათი მამოძრავებელი და ჩანს კიდევაც სხვების თვალში, როგორც ავტორიტეტი. თუ ის ლიდერი არ არის, მაშინ თრგუნავს საკუთარ ბუნებას და ბლოკავს წარმატებას. კომუნიკაბელურია, მაგრამ ღირსეულად იქცევა და არ მოითმენს კრიტიკას ან კამათს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ისინი იბადებიან სინათლის მეომრებად. მათ არ შეუძლიათ ჩრდილის მხარეს სიარული, რადგან იუპიტერი მკაცრად ითხოვს მათგან პატივისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას. მამაცი და კეთილია, მზად არის დაეხმაროს მათ, ვინც უფრო სუსტია და მკვეთრად გრძნობს ნეგატივს. გარეგნულად ძალიან ენერგიული, მოძრავი ადამიანია, შესაძლობა ფიზიკურადაც მაღალი იყოს. არ უყვარს მოწყენილობა, ყველაფერს ბავშვური აღტაცებით აკეთებს. ადრეული ასაკიდანვე სწავლობს საზოგადოებისა და რელიგიის კანონებს. ისინი შესანიშნავი ადვოკატები, მასწავლებლები, მღვდლები და სპორტსმენები არიან. შეიძლება გამოირჩეოდეს სპორტის ნებისმიერ სახეობაში. უყვართ ცხოველები და თავს კარგად გრძნობენ ბუნებაში. ბუნებით არის მშვიდობისმოყვარე და ალტრუისტი, რომელსაც სურს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ და შემდეგ სიამოვნებით შეხვდეს თაყვანისმცემლების აღტაცებასაც, იცის როგორ მიიღობს სიამოვნება საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციით, არ ერიდება ემოციების საჯაროდ გამოხატვას. განუწყვეტლივ ლაპარაკობს და მთელ ყურადღებას თავისკენ იქცევს. ახალ ადგილებში მოგზაურობა განვითარების საუკეთესო საშუალებაა. წარმატებები ელის საერთაშორისო ურთიერთობებსა თუ ტრენინგთან დაკავშირებულ გრძელვადიან მოგზაურობებში.

ასევე საინტერესოა

მე-4 ჩაკრა ანაჰატა (გულის ჩაკრა) ეზოთერია
07.09.2020

მე-4 ჩაკრა ანაჰატა (გულის ჩაკრა)

ანაჰატა /ზოგადი განხილვა/ -ნაწილი 1ფერი – მწვანეკრისტალი – ავანტიურინი, ვარდისფერი კვარცისტიქია...

ლაზურიტი მინერალური ქვები
22.01.2022

ლაზურიტი

სამკურნალო თვისებები ლაზურიტი აძლიერებს სხეულს, გონებას, ცნობიერებას და გამოიყენება მთელი...

ასცენდენტი ნიშნებში მერწყული ასტროლოგია
05.02.2022

ასცენდენტი ნიშნებში მერწყული

ასცენდენტი მერწყულშიის არის ალტრუისტი ორიგინალური აზროვნებით, წარმოუდგენლად განვითარებული...

ასცენდენტი ნიშნებში ლომი ასტროლოგია
03.02.2022

ასცენდენტი ნიშნებში ლომი

ასცენდენტი ლომშიის არის ლიდერი, მეთაური დაჯილდოებული ქარიზმითა და ცეცხლოვანი ენერგიით,...