ასცენდენტი ნიშნებში მორიელი

ასცენდენტი ნიშნებში მორიელი

ასცენდენტი მორიელში

პირველივე გაცნობისას იგრძნობა ვნება მის თვალებში, ის ძლიერად მოქმედებს გარემოზე, მაგრამ არ ახასიათებს ისეთივე მიმწოლობა, როგორც მაგალითად ასცენდენტ ვერძს ის უფრო მეტად დახურულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღრმა ემოციურობა, მგრძნობიარობა, დაუცველობის გრძნობაც კი იმალება იმ იმიჯის უკან, რომელსაც თვითონ ქმნის ამ ყველაფრის დასამალად. ეს ადამიანი თითქოს გამადიდებელი შუშით აკვირდება საკუთარ შინაგანს სამყაროს. ეს არის დეტექტივი, რომელიც მზად არის სხვა ადამიანების საიდუმლოებების ამოსახსნელად. განსაკუთრებით მოხიბლულია კატასტროფებისა მიზეზების, დაბადებისა და სიკვდილის, დანაშაულთა მოტივების გამოძიებით. მაგნიტური და გამჭრიახი ხალხია, ყოველთვის იცავს თავის პოზიციას ყველაფრის მიუხედავად. ისინი თითქოს ყველას ხედავენ და მათი მოტყუება შეუძლებელია, ხშირად ასეც არის, მაგრამ ამავდროულად, მათი ნდობა ახლო ადამიანების მიმართ დიდია და მთავარ ტრავმებს იღებენ იმ ადამიანების ღალატისგან, ვისაც მეგობრებად და ოჯახად თვლიდნენ. არაერთხელ დაზარალდება იმ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი დაკარგავს კონტროლს და საკუთარი იმპულსურობის მსხვერპლი გახდება. გარეგნობა და ქცევა: ჰიპნოზური მზერა, დახვეწილი მანერები, ორი სახის გამომეტყველება: პირქუშ-პესიმისტური ან დამცინავი, მუქი თვალები გაფართოებული გუგებით, მიმზიდველობა და მაცდურობა, სარკასტული იუმორი, შეუპოვრობა, ძალიან მომთხოვნები არიან საკუთარი თავის მიმართ. დადებითი თვისებები: ნებისყოფა, მონდომება, რისკზე წასვლის და გამარჯვების უნარი, სიყვარული და დახმარება, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა. უარყოფითი თვისებები: მრისხანება, წყენა, შურისძიება, დესტრუქციულობა. მათ აქვთ მიდრეკილება მანიპულირებისკენ და უნარი გავლენა მოახდინონ ადამიანებზე, გარემოზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს უნარი არ გამოიყენონ სხვა ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ, იდენტობა ვლინდება სტრესულ სიტუაციებში – გმირული ქმედებები სუსტების გადასარჩენად, ასევე სპორტი, ცეკვა, ზუსტი მეცნიერებები, ხატვა, ფოტოგრაფია, ბიზნესი, სასამართლო ექსპერტიზა, კარგია ასევე ეს მდებარეობა პოლიტიკოსებისთვისაც.

ასევე საინტერესოა

სატურნი პირად ურთიერთობებში ასტროლოგია
13.08.2024

სატურნი პირად ურთიერთობებში

რატომ არის უმჯობესი 29 წლის შემდეგ ქორწინება, როდესაც ლიბიდო პლანეტები ან მე-7 სახლი სატურნითაა...

ასცენდენტი ნიშნებში კირჩხიბი ასტროლოგია
03.02.2022

ასცენდენტი ნიშნებში კირჩხიბი

ასცენდენტი კირჩხიბშიასცედენტი კირჩხიბში ადამიანს წყლის ელემენტის ხიბლს ანიჭებს. ოთახში...

ვენერა მარსის შეერთება ასტროლოგია
16.02.2024

ვენერა მარსის შეერთება

თებერვალი-მარტის თვის მთავარი თემა ცაზე უკვე რამდენიმე დღეა, გავლენიანია ასპექტი – ვენერას...

წითელი და ფერადი ძაფები მაჯაზე დამცავი თილისმები ახალი
12.01.2021

წითელი და ფერადი ძაფები მაჯაზე დამცავი თილისმები

წითელი ძაფი და ზოგადად ძაფი შემბული მაჯაზე ბევრ ძველ ხალხებში და კულტურაში ითვლებოდა დამცავ...