ასცენდენტი ნიშნებში მერწყული

ასცენდენტი ნიშნებში მერწყული

ასცენდენტი მერწყულში

ის არის ალტრუისტი ორიგინალური აზროვნებით, წარმოუდგენლად განვითარებული ინტელექტითა და კარგი მეხსიერებით, რაც საშუალებას აძლევს მას იპოვოს საერთო თემები სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. ისინი ისწრაფვიან მეტი გაიგონ წარმოუდგენელი თავგადასავლებისა და მისტიური გამოცდილების შესახებ, რადგან გატაცებულები არიან ყველაფერი იდუმალით და ამოუცნობით. მას არ შეუძლია ერთ ადგილზე ჯდომა, თავისი ინტერესების მრავალფეროვნების გამო უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული თანამედროვე გაჯეტებით დამთავრებული ყველაფრით ინტერესდება და ძალიან უყვარს სიახლეები. თუ ეს ოპტიმისტი სირთულეებს წააწყდება, მაშინ ის უბრალოდ ჩართავს ფანტაზიას და პოულობს გზას პრობლემის გადასაჭრელად. მისთვის საზღვრები არ არსებობს. დამახასითებელია: უჩვეულო გარეგნობა ან სტილი, რომელიც განასხვავებს მას ბრბოსგან, მაღალი შუბლი, მოუსვენარი – ადამიანი იქცევა ისე თითქოს დენი არტყავს, ინტელექტუალური მზერა, შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი საკითხისადმი, ნიჭი მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში; არტისტულობა, იუმორის გრძნობა და დიპლომატია. მან იცის როგორ მიიპყროს ყურადღება.
დადებითი თვისებები: ორიგინალობა, კარგი აზროვნება, ინოვაციური იდეებით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი, ლიბერალიზმი, ერუდიცია, კომუნიკაბელურობა, მეგობრობისადმი ერთგულება, სამსახიობო უნარები, მრავალმხრივი ინტერესები. ნეგატიური თვისებები: პრაქტიკულობის და შრომისმოყვარეობის ნაკლებობა, იმპულსურობა.

ასევე საინტერესოა

ჰორარული ასტროლოგია ასტროლოგია
14.12.2023

ჰორარული ასტროლოგია

ასტროლოგია მოიცავს ბევრ მიმართულებას. მაგალითად, ადამიანის ხასიათისა და მისი ცხოვრებისეული...

იუპიტერი-ურანის შეერთება ასტროლოგია
14.04.2024

იუპიტერი-ურანის შეერთება

გაზაფხულის მთავარი თემა ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული ტრანზიტები გავიარეთ, ჯერ თევზების სეზონი და...

სატურნის დაბრუნება. ნაწ I ასტროლოგია
22.01.2022

სატურნის დაბრუნება. ნაწ I

რა არის სატურნის დაბრუნება, რატომ ეშინიათ მისი და როგორ შევამსუბუქოთ ნეგატიური ენერგიები ამ...

ასცენდენტი ნიშნებში თხის რქა ასტროლოგია
05.02.2022

ასცენდენტი ნიშნებში თხის რქა

ასცენდენტი თხის რქაშიეს ადამიანი რეალისტია, რომელიც მყარად დგას მიწაზე, აფასებს სანდოობას,...