ასტრო სკოლაში მივიღე ასტროლოგიის ფუნდამენტალური ცოდნა. ქალბატონმა ლიამ, საკუთარი მრავალწლიანი პრაქტიკით ასტროლოგიაში, გაგვიზიარა საკუთარი ფასდაუდებელი დაკვირვებები და მოგვცა ღრმა ცოდნა, ისეთი, რომელსაც ვერ ამოიკოთხავ ასტროლოგიურ წიგნებში და ვერ ნახავ ინტერნეტ საიტებზე. სკოლა იძლევა საკმაოდ ღრმა საბაზისო განათლებას, რაც მომავალში საჭიროებს მუდმივ პრაქტიკას, მის გასამყარებლად. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, სასწავლო პროცესში ნასწავლი მასალის მეტი გადამოწმება, საკონტროლოების, გამოცდების ან პრაქტიკული ლექციების საშუალებით.
დ. ჭ.ასტრო სკოლა XII ჯგუფი
Read More
დიდიხანია ასტროლოგიით ვარ დაინტერესებული და მინდოდა პროფესიონალურად შემესწავლა.
როცა გავიგე რომ ონლაინ შემეძლო სწავლა პროფესიონალი ასტროლოგის სკოლაში, რომელსაც მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს და თან ლექციების ჩანაწერი მუდმივად იქნებოდა ხელმისაწვდომი, არც დავფიქრებულვარ.
ასე სტრუქტურულად და საფუძვლიანად დალაგებულმა ლექციებმა და პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა სრულყო ჩემი ცოდნა.
დიდი მადლობა “ასტროლოგოსს” რომ მომცა პროფესიონალური ცოდნა და შევიძინე თანამოაზრეთა ჯგუფი, რამაც ძალიან სასიამოვნო გახადა სწავლის პროცესი.
ნატო ლოჩოშვილიასტრო სკოლა XII ჯგუფი
Read More
ასტროლოგია ყოველთვის მაინტერესებდა... ამ ინტერესისკენ ნაბიჯის გადასადგმელად 2020 წ. ძლივს გამოვნახე დრო.. გამოვნახე და არც მინანია... მითხრეს საქართველოში დიდად ასტროლოგიას ვერსად ისწავლიო... რა კარგია, რომ ასე არ აღმოჩნდა...არსებობს ასტროლოგიის სკოლა „ასტროლოგოსი“, რომელსაც ქ. ლია ბარათაშვილი უძღვება, მართლაც შესანიშნავი სკოლა და გარემოა -თანამოაზრეთა შესაშური წრე, მასწავლებელი ხომ საუკეთესო -მხოლოდ პროფესიონალი კი არ არის ბევრად მეტია...სულ სხვა თვალით დაინახავთ საკუთარ თავსაც და გარშემო ადამიანებსაც...მარტოდენ ასტროლოგიას კი არ ისწავლით, ცოტა იმაზე უკეთესი გახდებით ვიდრე ხართ ან გუშინ იყავით...
აკაკი გოგოლაძეასტრო სკოლა XII ჯგუფი
Read More
2020 წელს ასტროლოგიის სკოლა “ასტროლოგოსში”დავიწყე ასტროლოგიის სწავლა. ყველაზე მეტად ამ სკოლაში ის მომწონდა რომ, ჩვენი ასტროლოგიის მასწავლებელი-ქალბატონი ლია ლექციებს მხოლოდ წიგნის ენაზე არ გვიხსნიდა, ის ასევე თავის პრაქტიკას და მრავალწლიან დაკვირვებას გვიზიარებდა. ასტროლოგიისადმი ისეთ მიდგომებს გვასწავლიდა, რაც პირადად მე სხვაგან არ შემხვედრია. ეს სკოლა და ქალბატონი ლიას მრავალწლიანი პრაქტიკა ცოდნის გაღრმავებაში და ასტროლოგიის აკადემურ დონეზე სწავლაში ძალიან დამეხმარა.