Categories
ასტრო-პროგნოზი ასტროლოგია

თებერვლის სავსემთვარეობა (ვენერას კვადრატურა მარსთან)

“ცვლილებებთან ადაპტაცია”

5 თებერვალს, თბილისის დროით, 22:28-ზე, გვექნება სავსემთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამ დროს მზე და მთვარე, ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებში ხვდებიან, მზის სხივები მთვარეს ბოლომდე ეცემა და მთვარეც ბოლომდე ხილული ხდება, რაც დედამიწაზე მთვარის გავლენის მეტად გამძაფრებას იწვევს. ამ პერიოდში ადამიანების მგრძნობელობა ძალიან მაღალია, გამძაფრებულია ემოციური ფონი, შესაძლებელია უაზრო დეტალებზე მარტივად გაღიზიანდეთ და ენერგეტიკული დისბალანსის განცდა გაგიჩნდეთ. თუმცა, სავსე მთვარე ყოველთვის იმ ადგილს სადაც რუკაში მოხვდება გვინათებს და უფრო მკაფიოს ხდის. შესაბამისად იმ საკითხების მიმართ ყურადღებით უნდა იყოთ, რასაც სავსე მთვარე შეეხება. რადგანაც, ამ პერიოდში შანსიგაქვთ, გააცნობიეროთ და დაამუშაოთ ის საკითხები, რაც სავსე მთვარეობისას გაგიაქტიურდებათ. სავსე მთვარეზე,იმ საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და კულმინაცია ხდება, რომლებიც ახალ მთვარეზე დაიწყეთ. ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენი სურვილების და საჭიროებების, ცნობიერის და არაცნობიერის მოთხოვნილებებს შორის დაძაბულობა იგრძნოთ. სავსე მთვარის დღეებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი საქმეების მიღება-წამოწყება რეკომენდებული არ არის.

სავსემთვარეობა ლომის ნიშანში გვაქვს, შესაბამისად შეეცადეთ ისეთი თვისებები არ გამოავლინოთ-როგორიცაა: ქედმაღლობა, აპარტავნობა, ეგოიზმი, გადაჭარბებული ამბიციები და თავის წარმოჩენის გადაჭარბებული სურვილი. კარგი იქნება თუ შემოქმედებითი საქმიანობებით, ხელოვნებით დაკავდებით, რადგან ოპოზიცია შემოქმედებით ღერძზე გვაქვს. ჯანმრთელობის კუთხით, ამ დღეებში ის ადამიანები იყავით ფრთხილად, ვისაც წნევები გაწუხებთ ან გულზე გაქვთ პრობლემები.

სავსემთვარეობა ურანთან ტაუ-კვადრატზე გადის, რაც იმას ნიშნავს რომ, ეს თვე მოულოდნელ ცვლილებებთან, ნგრევებთან და სიახლეებთან იქნება დაკავშირებული. შესაძლებელია თავისუფლების გადაჭარბებული სურვილი გაგიჩნდეთ, ნერვულმა დაძაბულობამ, გაღიზიანებამ, შფოთვამ და მოუსვენრობამ იმატოს. შესაბამისად, შეეცადეთ ეს პერიოდი მშვიდად გაატაროთ, დაკვირვებულად გადადგათ ნაბიჯები და მოზღვავებულ იმპულსებს არ აჰყვეთ. შეეცადეთ, კრეატიული, ინოვაციური და მეცნიერული საქმიანობებით დაკავდეთ. რთული პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნერვოზი ან მენტალური პრობლემები აქვს. საბედნიეროდ, მზე-მთვარე ასევე ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს მარსთან ტყუპებში, რაც გონივრულად და დაკვირვებულად მოქმედების საშუალებას გაძლევთ.

ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც, დაბნელების შუა წერტილია. შესაბამისად ამ თვეში შესაძლებელია იმ საკითხების კულმინაცია მოხდეს, რომლებიც 2022 წლის აპრილი-მაისის და ოქტომბერი-ნოემბრის დაბნელებებისას დაიწყეთ.

საქართველოს რუკაში, სავსემთვარეობა მე-2, მე-8 სახლებში ხვდება, რაც ნიშნავს რომ, ამ პერიოდში შესაძლებელია ქვეყანაში ისეთი ცვლილებები მოხდეს, რაც დაკავშირებული იქნება ფინანსურ და მატერიალურ საკითხებთან, ბიზნესთან და მოძრავ ქონებასთან.

ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებულ ზეგავლენას მათზე მოახდენს, ვისაც, პირადი პლანეტები ლომში, მერწყულში, კუროში და მორიელში 15, 16 და 17 გრადუსებში ჰყავთ. შესაბამისად, ასეთი ადამიანები განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით.

ამავე დღეს, გარდა სავსემთვარეობისა, გვაქვს ვენერა-მარსის ზუსტი კვადრატი, რაც პირად და სოციალურ ურთიერთობებში დაძაბულობას, კონფლიქტს, ინტენსიურობას გამოიწვევს. ეს ასპექტი დაახლოვებით 5-6 დღე იმუშავებს, შესაბამისად ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით კი პარტნიორულ ურთიერთობებში, რადგანაც გაუგებრობების და კამათისდიდი შანსი არსებობს. შეეცადეთ, დიპლომატია გამოჩინოთდა უფრო კომპრომისულები გახდეთ, რათა ამ ასპექტის ნეგატიურ გამოვლინებას თავი აარიდოთ.