მთვარის ასპექტაცია ნეპტუნთან

ნეპტუნი ეს არის კოლექტიური, არაცნობიერი პლანეტა, იგი აყალიბებს თაობებს, და გვიჩვენებს ამ თაობების წარმოდგენებს სულიერ და რწმენით თემებზე, მათ დამოკიდებულებებს ილუზიებისა და ოცნებების მიმართ. ასევე ნეპტუნი გვიჩვენებს თაობების შემოქმედებით უნარებს და ნიჭებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
ნებისმიერ პლანეტას, რომელსაც ასპექტი აქვს ნეპტუნთან, კონცენტრაცია და რეალობის აღქმა უჭირს თავისთვის დამახასიათებელ თემებში. ასეთი პლანეტა კარგავს უნარს იმუშაოს საზღვრებში და შეუძლია თავისთვის დამახასიათებელი თვისებები უსაზღვროდ გამოავლინოს, ეს გამოვლინება კი, ჰარმონიული იქნება თუ დაძაბული, ასპექტის ხარისხზე და დამუშავებაზეა დამოკიდებული. ხშირად ასეთი პლანეტა თითქოს ბურუსშია, უჭირს რეალობის აღქმა და ფანტაზიებში და ილუზიებშია გადავარდნილი თავისი გამოვლინების ხასიათში. ასევე საფრთხეა ტყუილების და სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის. ნეგატიურ ვარიანტში ნეპტუნი ასეთ პლანეტას აიძულებს იმუშაოს ფარულად, ჩავარდეს გაურკვეველ სიტუაციებში და ხლართოს ინტრიგები, უბიძგებს ტყუილებისკენ, მათ შორის თვითმოტყუებისკენ. ჰარმონიულად განვითარების შემთხვევაში ადამიანი გამოირჩევა მაღალი სულიერებით, ჰარმონიის შეგრძნებით და ინტუიციით.
მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე და ქვეცნობიერულ პროცესებზე აგებს პასუხს. ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარებზე, მის შიშებზე და შფოთვის მიზეზებზე. ნებისმიერი მთვარესთან შეერთებული პლანეტა, დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესებზე, ასეთ პლანეტას მკვეთრი ემოციონალური გავლენა აქვს და მისი გამოვლინების პრინციპიც დამოკიდებულია ადამიანის გუნება-განწყობაზე, მაგალითად როდესაც მთვარესთან არის შეერთებული მარსი, ადამიანის ქმედება დამოკიდებულია თავის ემოციურ რეაქციებზე და განწყობაზე იმ მომენტში როდესაც მოქმედებაა საჭირო. ამ დროს ადამიანი ამ პლანეტის პრინციპების საშუალებით იღებს ემოციონალურ გამოცდილებას და კვებავს სამშვინველს.
მთვარე ნეპტუნის ასპექტებისას ადამიანს გამძაფრებული აქვს ემოციური აღქმა, არის სენსიტიური და ემპათიური. დადებით ვარიანტში თუ ასპექტი დამუშავებულია ადამიანი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, აქვს უსაზღვრო უნარი სიყვარულის და ეგზალტირებული შეგრძნებების განცდის, (თუმცა გააჩნია მთვარის სტიქიასაც). გამძაფრებული აქვთ ინტუიცია და კავშირი აქვთ კოსმოსთან და სულიერ სამყაროსთან, შესაბამისად ეს ასპექტი ხშირად აქვთ მედიუმებს, ექსტრასენსებს, ფსიქოლოგებს, ჰიპნოთერაპევტებს, რელიგიურ მოღვაწეებს და ოკულტისტებს. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ნიჭები შემოქმედების სხვადასხვა დარგში ან შეხება აქვთ ვირტუალურ თემებთან. ძლიერ კავშირს გრძნობენ ბუნებასთან და უნარი აქვთ ემოციური კავშირის დამყარების ყველა ცოცხალ არსებასთან. ხშირად დაკავებულნი არიან დახმარებით, ქველმოქმედებით და მსახურებით. მთვარე რადგანაც ლიბიდო პლანეტაა კაცის ჰოროსკოპში აღწერს ქალებს, დადებით ვარიანტში ასეთ კაცს ყავს გაიდიალებული ქალის ნატურა, რომელთანაც ემოციური და სულიერი კავშირი აქვს დამყარებული.
უარყოფით ვარიანტში ადამიანი არის გადაჭარბებულად ემოციური და ქაოტური, არის ილუზიებში, უჭირს რეალობის აღქმა, არის მეზღაპრე, მიდრეკილება აქვს ტყუილებისკენ და თვითმოტყუებისკენ. ხშირად არის დეპრესიისკენ დეპრესიაში, უჭირს რეაქციების კონტროლი და გადავარდნილია თავის მიერ შექმნილ იდეალისტურ სამყაროში. უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში, შესაძლებელია მივიღოთ მავნე საშუალებებისკენ მიდრეკილება, რეალობის აღქმის უნარის დაკარგვა. ხშირად ასეთ ადამიანებს ყავთ სუსტი, ავადმყოფი, დაუცველი დედა ან შორსაა, მაგალითად ემიგრაციაში, კაცებს ცოლი, ამიტომაც სწორად უნდა აირჩიონ პარტნიორი.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ