მერკური ნათალურ რუკაში

მერკური ნათალურ რუკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ის იღებს ყველანაირ ინფორმაციას რაც გარემოშია და ფილტრავს, ასევე ეს არის ადამიანის გონება, ინტელექტუალური შესაძლებლობები და მოკლედ ყველაფერი ის რაც თქვენ წარმოგიდგებათ სიტყვა „ტვინის“ ხსენებაზე.
მერკურის ფუნქციაა ინფორმაცია გაამარტივოს, მისაწვდომი, გასაგები და პრაქტკული გახადოს.
ადამიანი გამოხატული მერკურის ენერგიით ძალიან მარტივად, უშალოდ და გასაგებად ხსნის ურთულეს თემებს, შეუძლია სხ/სხ ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა.
„მასწავლებელია“ რომელიც ინფორმაციას ანაწევრებს მსმენელისთვის მისაღებ (სასარგებლო) ნაწილებად და ფაქტიურად „დაღეჭლს უდებს პირში“ . ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ ღეჭვის რეფლექსიც მერკურის თემაა.
მერკურის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია ჯანსაღი კრიტიკა და კონკრეტიკაა (დანაწევრება და გასუფთავება). სწორედ ამისთვისაა კრიტიკა საჭირო, დიდი და ზღვა ინფორმაციიდან მხოლოდ საუკეთესო დაიტოვოს და უმნიშვნელო გადადოს გვერდით. ანუ მარტივად რომ ავხსნათ – როცა ადამინი კარგი მერკურით უყურებს ცუდს ფილმს, ის აუცილებლად მონახავს ფილმში ისეთ მონაკვეთს რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება დ პრაქტიკაში გამოადგება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ მას ფილმი მოეწონა.
თუ მერკური დაზიანებულია და ცუდად მუშაობს: ეს ნიშნავს რომ ადამიანს არ შეუძლია კრიტკულად შეხედოს ინფორმაციას ( ანუ დაანაწევროს და გაფილტროს) და შესაბამისად მას ბრმად ჯერა ყველაფრის რასაც ტელევიზორში უყურებს ან სტატიებში კითხულობს. „ყველა ასე ამბობს და ყველა ასე ფიქრობს – ე.ი. ეს არის სწორი“.
განვითარების დაბალ საფეხურზე მერკური ადამიანს უყალიბებს შეხედულებებს, რომელიც ამოკრიფა სხვა ადამინებისგან (ეს ძირითადად შაბლონები და სტერეოტიპებია)- ამ შემთხვევაში, როცა გარე შეხედუებები ძალინ ბევრია ადამიანს აღარ აქვს სურვილი ჩართოს ლოგიკა. განსაკუთრებით ჩვენს თანამედროვეობაში ეს ძალიან გავრცელებული „დაავადება“.
მერკური გამტარია – „შუამავალი ღმერთებს და ადამიანებს შორის“ – არქტიპულად ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის – შესაბამისად თუ მერკური სწორად ვერ მუშაობს და თავის ფუნქციებს ვერ ასულებს, ცნობიერი ფიქრობს ერთს, ქვეცნობიერი მეორეს. ავიღოთ ყველაზე გავრცელებული მაგალითი, როცა ადამიანს არ მოსწონს თავისი სამსახური, მაგრამ ვერ მოდის რადგან არ იცის სად წავიდეს – არააქვს ვარიანტები, შინაგად იცის რომ არასწორ ადგილას არის, მაგრამ შინაგანი სისწორე და ვარიანტები ვერ ამოაქვს ზედაპირზე მერკურის უფუნქციობის გამო. როგორც კი დაიწყებს მერკურის ენერგიაზე და დასტაბილურებაზე მუშაობას, მაშინვე წამოვა უამრავი ახალი იდეა, რომელიც მანამდე ფანტასტიკის სფერო იყო მისთვის.
არააქვს მნიშვნეობა რამდენად ცუდი მდებარეობა აქვს თქვენს მერკურის რუკაში, მთვარია იმუშაოთ ამ საკითხზე, დატვირთოთ თქვენი ყოველდღიურობა მერკურის ენერგიით, თორემ რაც უფრო დაბალ დონზე ვლინდება მერკური მით ნაკლებია კონკრეტიკა, მით მეტია ამღვრეული რეალობა, აზრი რომელზეც ფიქრის დროსაც ენერგია არ გყოფნით რომ დაასრულოთ ლოგკურად, ეგერვე გადადიხართ სხვა აზრზე, მერე ეძებთ რამე მარტივ საკვებს ტვინისთვის, რაღაცას ფასტფუდივით, შედიხართ სწრაფი კვების ობიექტში – სოციალური ქსელები, მესენჯერები, მარტივი სერიალები – ფაქტიურად ჩაკეტლ წრეზე მოძრაობთ.
მერკური ეს მსახურის არქეტიპია – ჩვენი გონება უნდა გვესახუროს ჩვენ (მზეს) და არ უნდა მართოს ის. მერკური ეს სისფთავეა (გაფილტრული, გაწმენდილი, დახარისებული ინფორმაცია) – იმუშავეთ იმაზე რომ გონება მუდამ სუფთა გქონდეთ. დაასვენეთ ხოლმე ტვინი ფასტფუდისგან ^_^
✔️მერკური ასტროლოგიაში გარდა გონებრივი შესაძლებლოებისა ეს არის გადაადგილება, გზები.
ნეოროფიზიოლოგიურ დონეზე (ისევ ტვინს თუ დავუბრუნდებით) ეს არის ნეირონები. რაც უფრო კარგად მუშაობენ ნეირონები – მით უფრო მეტ დენს ატარებენ და მით უფრო იზრდება შანსი ახალგაზრდობის გახანგრძილვების J)) (მითოლოგიურად მერკური უბერებელი ახალაგაზრდა ბიჭია),
როგორც კი ნეირონები კარგავენ პლასტიურობას, ორგანიზმში ნერვული აქტივობა ეცემა და იწყება დაბერების პროცესი (როგორც ფიზიკურად, ისე ფსქოლოგიურად). ნერვული უჯრედები ანელებენ ზრდას ( მითი იმის შესახებ რომ ნერვული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება, თითქმის 20 წლის წინ დაიმსხვრა, ასე რომ მივხედოთ მერკურის).
ჩვენი მოვალეობაა ხელი შევუწყოთ ნერონების მუშაობს და მერკურის ენერგიის დაბალანსებას ჩვენს ცხოვრებაში.
„ახალი მარშუტები“ ძველი ადგილების მოსანახულებლად, ანუ ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებდით, მაგრამ ახალი მეთოდებით – ეს არის ტვინის ყველაზე კარგი სავარჯიშო.
თქვით, რომ დღეში მინიმუმ 10 წუთი ყოველ საღამოს წაიკითხავთ რაიმე ახალს, არააქვს მნიშვნელობა რას, მთვარია ახალი იყოს. ნებისმიერი თამაშები სიჩქარეზე (მაგარამ არავითარ შემთხვევაში არ გახდეთ დამოკიდებული ერთ რომელიმე თამაშზე – ეს ტვნისთვის ნაცნობი გზებით სიარულს ნიშნავს). დალაგება – ფიკურად რარაცის წმენდა, გასუფთავება, გადახარისხება.
სტიქია, რომელშიც მერკურია მიუთითებს ნეირონების სტიმულაციის საუკეთესო ვარიანტებს.
?ცეცხლის ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდი)-სავარჯიშოები ჩქარ აზროვნებაზე, ჩქარი კითხვის ტექნიკა, ხელების მოტორიკის განვითარება სისწრაფეზე (დაშლა-აწყობა კოსტრუქტორის).
?წყლის ნიშნებში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) – წარმოსახვითი სავარჯიშოები თუნდაც მოგონენებზე, წერა შეგრძნბებზე – რას ვხედავ, ნეიროგრაფკა, ძერწვა.
?ჰაერის ნიშნებში (ტყუპები, სასწორი, მერწყული) – სპონტანური ნახატების ტექნიკა, დეტექტიური თამაშები, მათემატიკური გაანაგრიშებები ზეპირად. აქ განასკუთრეით მნიშვნელოვანი ახალი გზები და მიმართულებებია – ახალი ნაცობობა, ინფორმაციის გაცვლა.
?მიწის ნიშნებში (კურო, ქალწული, თხისრქა)- ხელის მოტორიკა, ხელის ბურთები, ძერწვა, სპონტანური ცეკვები, სადაც მოძრაობები არ მეორდება.
გაახალგაზრდავეთ თქვენი მერკური

მოამზადა : ნინა გეგეჭკორი
“ეზოთერული სახელოსნო”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ