ენერგეტიკული მიჯაჭვულობა

ენერგეტიკული ბმა (კავშირი) – ეს ის თემაა, რომელზეც ძალინ ბევრი დაწერილა და ძალიან ბევრს საუბრობენ, მაგრამ მაინც მინდა ის ინფორმაცია შევკრიბო რაც მაქვს და კიდევ ერთხელ დავწერო ამის შესახებ.
„ბმა ანუ კავშირი“ – ეს არის ენერგეტიკული არხი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის ურთიერთქმედების დროს სხვა ადამიანებთან, ნივთებთან ან ეგრეგორებთან.
მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკული არხი და ენერგეტიკული ბმა (ან მიჯაჭვულობა) ძალიან განსხვევბული ცნებებია.
ენერგეტიკული არხი წარმოიქმენბა მუდმივად, ჩვენი ნებისმიერი ქმედების დროს და ამ არხში გამავალი ენერგიის საშუალებით დგება ქმედების შედეგი ანუ ვიღებთ შედეგს. თუ ადამიანს არ აქვს ენერგეტიკული კავშირი სხვა ადამინებთან ის უბრალოდ ვერ იცოცხლებს, არ შეიძლება მათი გაწყვეტა და დაბლოკვა.
ენერგეტიკული ბმა (ან მიჯაჭვულობა) – ესეც ენერგეტიკული არხია, მაგრამ აქ უკვე საქმე გვაქვს ენერგეტიკულ დარღვევებთან. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამ დროს ადამიანი დამოკიდებულია (ანუ მიჯაჭვულია) ვინმეზე ან რამეზე, რაც იმას ნიშნავს რომ ირღვევა სამყაროს კანონები. რაც უფრო დიდია მიჯაჭვულობა, მით ნაკლებად ვითარდება ადამინის სული და მით უფრო ადვილია მისი მართვა იმ საგნებით ან ადამიანებით რაზეც/ვიზეც მიჯაჭვულია.
ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანს აქვს შექმნილი ენერგეტიკული დამოკიდებულება, ისე რომ ვერც კი აცნობიერებს ამას. ნებისმიერი ენერგეტიკული არხი რომელსაც ჩვენ ვქმნით ურთიერთქმედების დროს, თუ მასში ენერგეტიკა სწორად არ მიედინება – ჩვენთვის დამღუპველია, რადგან ადამიანი ამ დროს აჩერებს განვითარებას, ხოლო თუ არ განვითარდა მაშინ იწყებს დეგრადირებას.

ძირითადი მიზეზები, რის გამოც წარმოიქმნება ენერგეტიკული მიჯაჭვულობა არის ღვთაებრივი და სამყაროს კანონების დარღვევა. ეს ყველაფერი ძირითადად ნეგატიური ემოციებით გამოიხატება და პირდაპირ ბლოკავს ჩაკრებს. განვიხილოთ ძირითადი ემოციები, რომლის დროსაც ჩაკრა წყვეტს ენერგიის სწორ გატარებას:

1. მულადჰარა (საბაზისო ჩაკრა)- შიში და აგრესია.
2. სვადჰისტანა (სქესობრივი ჩაკრა) – აკვიატებული იდეა და რამის დაჟინებით ნდომა.
3. მანიპურა ( მზის წნული ან ჭიპის ჩაკრა) – დამოჩილება ან პირიქით ძალაუფლებისკენ სწრაფვა.
4. ანაჰატა ( ცენტრალური ანუ გულის ჩაკრა) – გადამეტებული სიყვარული ან სიძულვილი.
5. ვიშუდჰა ( ყელის ჩაკრა) – თვითრეალიზაციისკენ სწრაფვის გადამეტებული ნდომა.
6. აჯნა ( მესამე თვალი ) – მიჯაჭვულობა პრინციპებეზე და იმ თემებზე, რაც ადამიანს ჭეშმარიტება გონია.
7. საჰასრარა (გვირგვინის ჩაკრა) – მიჯაჭვულობა ეგრეგორებზე.

ნატიფ დონეებზე მიჯაჭვულობა ჩანს, როგორც სხვადასხვა დიამეტრის მქონე მილები, რომლებშიც მიედინება სხვადასხვა ფერის და კონსისტენციის ენერგია.
საშიში არა თავად კავშირია, ეს უბრალოდ ენერგეტიკულია არხია, საშიში ის ენერგიაა რომელიც მასში გადის, როცა ამ კავშირის ერთ მახერეს დგას ადამიანი, რომელიც არ არის თავისუფალი და ამასთან ცდილობს დაიმორჩილოს სხვა.
ამ დროს ადამიანი გრძნობს ძლიერ მისწრაფებას იმისკენ რაზეც ან ვისზეც მიჯაჭვულობა აქვს. ყველაზე ცუდი ის არის რომ ეს მიჯაჭვულობები გაუცნობიერებლად ხდება. ფიზიკურ დონეზე ეს ძირითადად სოციუმში დაწესებული კანონების და სტერეოტიპების საშუალებით ხდება, ხოლო უფრო ღმა ფენებში, მაგალითად ასტრალური თავდასხმის დროს (რაც ხშირად არც კი ახსოვს ადამიანს და სიზმარი გონია) ჩნდება ასეთი კავშრი თავდამსხმელს და მსხვერპლს შორის.
ენერგეტიკული მიჯაჭვულობების შექმნა ხელოვნურადაც შეიძლება. ძალიან მარტივი მაგალითებია ის რასაც ვეძახით „ჯადოს“ ან გათვალვას. ამ დროს ნატიფ დონეზე მილების ნაცვლად კვანძები ან კაუჭები ჩანს, რომელშიც უარყოფოთი ენერგია მიედინება. ოკულტიზმში არსებობს მეთოდები, რომლის საშუალებითაც ასეთი კავშირების გაწყვეტა ხდება.

 ენერგეტიკული მიჯაჭვულობები შეიძლება იყოს აქტიური და პასიური, იმისდა მიხედვით მიედინება თუ არა მასში ენერგია.
განვიხილოთ მაგალითები:

შეცოდება, სურვილი დაეხმარო, გადაარჩინო. ძალინ ბევრი ებმება ამ მახეში, რადგან თვლის რომ ამით სიკეთეს აკეთებს. ეს დათვური სამსახურია ენერგეტიკულ დონეზე. მრავალი წლის განმავლობაში შეცოდებიდან წამოსული ენერგიით იკვებაბა ის ადამინი ვინც გვეცოდება, ეს დამანგრეველია. ასეთ კავშირს პარაზიტული ეწოდება,
წყენა- ეს გრძნობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ემოციად, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს იმ ადამინის ჯამრთელობაზე რომელსაც გულში წყენა აქვს. საქმე იმაშია, რომ გაბრაზების დროს ადამიანი აზრობრივად დაუსრულებლად უბრუნდება წყენის ობიექტს და მასზე ფიქრის დროს აძლევს საკუთარი საციცოხლო ენერგიის დიდ ნაწილს.
შურისძიება, სურვილი დაამტკიცო საკუთარი სიმართლე. ძნელია დაივიწყო და გაუშვა ადამიანი, მაშინ როცა თავში მხოლოდ ის აზრი გიტრიალებს, როგორ დასჯი, როგორ ეტყვი საპასუხოდ რამეს, როგორი სახის გამომეტყველება ექნება ამ დროს და ა.შ.
სინანული, დანაშაულის გრძნობა. აქ უკვე საქმე გვაქვს აგრესიასთან, რომელიც მიმართულია საკუთარი თავისკენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თქვენს თავს ართმევთ შეცდომის დაშვების უფლებას. ეს არაპროდუქტიული ემოციაა, რადგან ადამინს არ შეუძლია წარსულის შეცვლა. ამიტომ ადამიანი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპოვოს პატიება სხვა ადამინისგან. ამ დროსაც ძლიერი მიჯაჭვულობა წარმოიქმენბა.
მატერიალური დანაკარგები. არდაბრუნებული ვალი აკავშირებს ორ ადამინს ენერგეტიკულად ძალინ დიდ ხნის მანძილზე, ამასთან რაც უფრო დიდ თანხაზეა საუბარი, მით უფრო ძლიერია კავშირი. ვინც გასცა იმას უფრო მარტივად შეუძლია გამოზრომა: თუ შეძლებს აზრობრივად დათმოს და „გამოიტიროს“ თავისი ფული და დაკარგულად ჩათვალოს და აპატიოს მევალეს, ან ჩათვალოს რომ აჩუქა. რაც შეეხება მევალეს, აქ ცოტა უფრო რთულადაა საქმე; როგორც არ უნდა ეცადოს ვერ დაივიწყებს რომ ვალი აქვს. აქ ერთადერთი ვარინტია ვალის დბრუნება. ხშირად არის სიტუაციები, როცა ვალის დაბრუნება ძნელდება, ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოვიმუშაოთ ეს ვალი. ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა- ეს ქმედებებიც ადიდ ენერგეტიკულ კავშირებს ქმნიან მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის. დასკვნა: უნდა მოიშოროთ ძლიერი სურვილი ფულის და ნივთების ქონის. თუ სწორ გზაზე დგეხართ ის რაც გჭირდებათ აუცილებლად მოგეცემათ, ასეთია ბუნების კანონი.
ვალდებულების გრძნობა, რომ გადაუხადოთ პატივისცემა და ამაგი სხვას. აქაც იგივე სიტუაციაა, როგორც ზემოთ, მაგრამ აქ საუბარია უკვე არა მატარეალურ, არამედ სულიერ თემებზე. „მე შენს წინაშე ვალში ვარ“ – ეუბნება ერთი ადამინი მეორეს და ამით ქმნის უძლიერს კავშირს მასთან. ვალებს დაბრუნება უნდა, რადგან არაფერი არ არის „უფსო“, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მეორე ადმინი ტავისი საკუთარი ნებით გვიკეთებს სიკეთეს და ასეთ შემთხევავში გულწრფელი მადლიერებაც საკმარისია.
ადამიანები ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ფაქტიურად უკვე გაუცხოებულებბი არიან, გაიარეს რაღაც ეტაპი და ვეღარ მიდიან წინ, რადგან დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. ან ერთ-ერთი პარტნიორი უფრო განვითარებულია სულიერად და მას სჭირდება წინ წასვლა და ზრდა, მაგრამ მეორე უფრო ნაკლებ განვითარებული პარტნიორი არ აძლევს მას ამის საშუალებას. რა ხდება ამ დროს ენერგეტიკულ დონზე და რითი იკვებება ეს კავშირი? – ჩვევები, ვალებულების გრძნობა, პასუხისმგელობა, ბავშვებზე ზრუნვა, მიჯაჭვულობა ერთად შექმნილ მატერიალურ ფასეულობებზე, პარტნიორის შეცოდება (როგორ იქნება უჩემოდ?), მოკლედ ყველაფერი შეიძლება იყოს მიზეზი სიყვარულის გარდა.
მოთხოვნილება ფლობდეთ მეორე ადამიანს, დამოკიდებულება, ვნება, ეჭვიანობა და ა.შ. ყველაფერი ის რასაც ჩვენ ვეძახით სიყვარულს და მის გამოვლინებას. ამ დროს ადამიანი ემსგავსება პატარა ბავშვს, რომელსაც სათამაშო უნდა და არ აძლევენ, ჟინი იზრდება, ირგვლივ ვეღარაფერს ხედავს და იმდენად ფიქრობს ამ ყველაფერზე, რომ ჩნდება ენერგეტიკული დამოკიდებულება. არ აურიოთ ეს ყველაფერი სიყვარულში!!! სიყვარული არ მოიცავს თავის თავში მეორე ადამინის თავისუფლების შეზღუდვას და სურვილს აკონტროლო ის!
ცალმხრივი სიყვარული. ეს შეიძლება ითქვას ყველაზე გრძელვადიანი და ხანგრძლივი ენერგეტიკული მიჯაჭვულობაა, ნატიფ დონეებზე კი სამუდამოც ალბათ ( მოგძებნი შედეგ ცხოვრებაში.. და ეს გრძელდება დასურულებლად, ერთი სული ეძებს მეორე სულს და ამის გამო ვერ ვითარდება). ეს კავშირი იმით არის ცუდი რომ ზუსტად იგივე დოზით ვნებს სიყვარულის ობიექტს, როგორც ამ ადამიანს ვისაც უყვარს. ეს ჩვეულებრივი ვამპირიზმია. ამასთან სანამ არ გააცნობიერებს ადამიანი ამ კავშირის ნეგატიურ მხარეს, მანამდე შეუძლებელია რეალურად შეუყვარდეს სხვა და გააგრძელოს ცხოვრება, თუ ასე მოხდა მაინც ეს იქნება ხანმოკლე და რთული კავშირები საკუთარი თავის მოტყუების მიზნით.
მშობლები. ეს ის შემთხვევაა როცა მშობლები (განსაკუთრებით კი დედა) ცდილობს მთლიანად აკონტროლოს ბავშვი. თავისი ზრუნვით და სიყვარულით ახრჩობს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ბავშვს ენერგეტიკულ დონეზე. ასევე აქ ირთვება სხვა მიჯაჭვულობაც – დაიმორჩილო სხვა ადამიანი შენი შიშის გამო, რომ არ დარჩე მარტო. შედეგები საკმაოდ სავალალოა: თუ ბავშვი იპოვის ძალა საკუთარ თავში და გაწყვიტავს ამ კავშირს, ეს ნიშნავს, რომ აღარ ექნება მას მშობელთან ურთიერთობა, ან ვერ იპოვის ძალა და დარჩება არასრულფასოვალ პიროვნებად ბოლომდე. მაგალითად, თუ გარდატეხის ასაკში დედა არ აღიქვამს თავის ვაჟს დამოუკიდებელ პიროვნებად და არ უშვებს მას, მაშინ დედის ენერგია პირდაპირ ბლოკავს მის საბაზისო ანუ პირველ ჩაკრას, რასაც შედეგად მოყვება მუდმივი გაუმართლებლობა ვაჟის პირად ცხოვრებაში. ასევე ამ კავშირის შედეგია, როცა ადამნს არ შეუძლია დედისგან წამოსვლა და თან მთელი ცხოვრება იტანჯება მის გვერდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედებს ზოგადად ვაჟებთან უჩნდებათ ენერგეტიკული მიჯაჭვულობა, ხოლო მამებს გოგონებთან ( მაგრამ მამის მიჯაჭვულობა ძალინ იშვითი შემთხვევაა ხოლმე).
გულწრფელი გრძნობების და სურვილების დაფარვა. ადამინი მთლინად ეხვევა სოციუმის ჩარჩოებში და სტერეოტიპებში, რის გამოც ხშირად მალავს სიყვარულს, ხშირად იქცევა სტერეოტიპულად, რადგან ადამინებმა არ დასცინონ, ხშირად იტყუილებიან და მილიონი შეცდომის დაშვება უწევთ. ამით ისინი ბლოკავენ გულის ჩაკრას.

რაც უფრო ძლიერია მიჯაჭვულობა, მით უფრო ხანგრძლივია ის და ხშირად რამოდენიმე რეინკარნაციის მანძილზე მისდევს ადამიანს. ყველა კარმული კავშირის საფუძველი მიჯაჭვულობაა: უპასუხო სიყვარული, შურისძიება, დუმთავრებელი საქმე და ა.შ. .. ეს ყველაფერი კი იქამდე გრძელდება, სანამ ადამიანი არ განთავისუფლდება ამ დამოკიდებულებებისგან.

ძალინ ბევრი პრაქტიკა არსებობს ამ კავშირების გასაწყვეტად, რომლებსაც შემდეგ სტატიში შემოგთავაზებთ, მანამდე კი დაფიქრდით:
რეალურად გჭირდებათ ის რისკენაც ისწრაფვით?
რეალურად არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცდუნებებზე და სტეროტიპებზე?
რა არის თქვენთვის მთვარი მიზანი?! ძალაუფლება და მისი დემონსტრაცია თუ განვითარება?
ხართ რეალურად თავისუფალი?

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ