llll
ლია ბარათაშვილი ასტროლოგი
ასტროლოგიური სკოლა „ასტროლოგოსი“

მე ვარ ლია ბარათაშვილი. პირველი განათლებით ვარ მათემატიკოსი – 1984 წელს დავამთარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასტროლოგიური განათლება მივიღე კლასიკური ასტროლოგიის მოსკოვის უმაღლეს სკოლაში და კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზირების ცემტრში. მაქვს ასტროლოგ–კონსულტანტისა და ეკონომიკური და პოლიტიკური პროგნოზირების სპეციალისტის დიპლომები. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ სფეროში საქართველოში ვარ ერთად ერთი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია აკადემიური განათლება. 2000 წელს კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში დავიცავი მაგისტრის ხარისხი. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ქართველი ერის ნატალური რუქის რეკტიფიკაციასა და ანალიზს ეძღვნება. იგი გამოქვეყნდა რუსეთის ასტროლოგიურ პერიოდიკაში და, კამათის შემდეგ, ევროპისა და ამერიკის წამყვანი ასტროლოგიური სკოლების მიერ იქნა აღიარებული. ამ ნაშრომში ჩემს მიერ მიკვლეული პირველი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი დღესაც მიღებულია მუნდანურ ასტროლოგიაში. მაღალი კურსებიდან კოსმოლოგიის და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში ვკითხულობდი ლექციებს, ვატარებდი სემინარებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებში. თბილისში ვსაქმიანობ 2001 წლიდან. ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ასტროლოგიურ სკოლაში არა ერთმა ქართველმა ასტროლოგმა მიიღო განათლება

ნატალური (ან რელოკაციური) რუკის გარჩევა

ნატალური (ან რელოკაციური) რუკის გარჩევა და ერთი წლის პროგნოზირება

ნატალური რუკის გარჩვა (რეკთიფიკაციით)

სინასტრია, ორივე რუკის გარჩევით

ბიზნეს საკითხები

გუნდის შერჩევა

advanced divider
103289606_686706442172494_6737606725739617649_n
Nina Runes ასტროლოგი
„ეზოთერული სახელოსნო““

“ რას უნდა ელოდებოდეთ ჩემთან კონსულტაციის დროს? –

მე არ ვაკეთებ სუფთა სახით არც ასტროლოგიურ და არც ტაროლოგიურ მომსახურებას. პროგნოზს ვაკეთებ უკიდურესად იშვითად, შემიძლია გესაუბროთ მხოლოდ ალბათობებზე. პროგნოზი ცოტა პროგრამირებაა და თუ მაქსიმალური საჭიროება არ არსებობს თავს ვიკავებ.

ეს იქნება რაღაც სინთეზი ტარო+ასტროლოგია+ფსიქოთერაპია და საჭიროების შემთხვევაში ენერგეტიკული და თერაპიული პრაქტიკები, რომლებიც შედეგს მისაღებად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
რათქმაუნდა საჭიროების შემთხვევაში კლასიკურ მიდგომებსა ვიყენებ.

ანუ ძალიან მარტივად, მე არ ვაკეთებ თქვენს მაგივრად არაფერს, მე არ გაძლევთ პროგრამებს პროგნოზირებაში, რომ არ გამოტოვოთ სხვა ნაკლებ სავარაუდო, მაგრამ უკეთესი ვარიანტები ^_^

ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეგიძლით მოხვიდეთ არის საკუთარ თავთან კომუნიკაციის უკეთესი სურვილი .

რა გინდათ? რატომ გინდათ? ვისთან გინდათ? რამდენი გინდათ? და ეს ყველაფერი რადენად თქვენი სურვილებია? „