სატურნი პირად ურთიერთობებში

რატომ არის უმჯობესი 29 წლის შემდეგ ქორწინება, როდესაც ლიბიდო პლანეტები ან მე-7 სახლი სატურნითაა დაზიანებული?

სატურნი დისციპლინის, პასუხისმგებლობების, სტრუქტურისა და შეზღუდვების პლანეტაა. ჩვენ მას, ასევე, მოვიხსენიებთ “კარმის პლანეტად”, რადგან სატურნი დაბრკოლებებს გვიქმნის და გვზღუდავს იმ თემებში, რომელ პლანეტასთანაც შეერთებულია ან სხვა დაძაბულ ასპექტშია. კარმული თვალსაზრისით კი ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა ოდესღაც უარი თქვა, იმ პლანეტის ენერგიებთან მუშაობაზე, რომელთანაც სატურნია ასპექტში, – პასუხისმგებლობებს გაექცა ან რაღაცით ნეგატიური გამოცდილება დააგროვა. ახლა კი, სატურნის ასპექტით, ადამიანი იძულებულია, ამ პლანეტის ენერგიებზე იმუშაოს, მეტი დრო დაუთმოს და გარკვეული სახის წინააღმდეგობები და დაბრკოლებები გადალახოს. მაგალითად, მთვარის კვადრატი სატურნთან, შესაძლებელოა აღწერდეს, რომ ადამიანმა ოდესღაც უარი თქვა ოჯახზე და ოჯახურ პასუხისმგებლობებზე, გაექცა ვალდებულებებს მშობლების ან შვილების მიმართ, არ გამოხატავდა საკმარის სითბოსა და მზრუნველობას ახლო ადამიანებთან. ახლა მას ბავშვობიდან გარკვეული სახის სტრესში ყოფნა უწევს, ჰყავს მკაცრი დედა, უწევს პასუხისმგებლობების ნაადრევად გაცნობიერება და ოჯახური ვალდებულებების თავის თავზე აღება. ხშირად ასეთ ადამიანებს უწევთ ასაკიან მშობლებზე პასუხისმგებლობის აღება და ამით კომპენსირებენ კარმულ ვალს. ქალებს ხშირად აქვთ შვილოსნობის პრობლემა, გვიან უჩნდებათ ბავშვი და ხშირად მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ.

კარმული ვალების გასტუმრება ადამიანებს ხშირად უფრო უწევთ ბავშვობის ასაკში, როდესაც სიტუაციებს გარემოებები გვიქმნის და ჩვენ ამაზე ვერ ვახდენთ ზემოქმედებას. ძირითად შემთხვევაში კი ადამიანი “კარმული ცხოვრებით” 29 წლამდე ცხოვრობს ანუ სატურნის დაბრუნებამდე და ამ პერიოდამდე ეჯახება კარმულ სიტუაციებს. რა თქმა უნდა, სატრნის დაბრუნების შემდეგაც გვაქვს კარმული წლები, კვანძების დაბრუნებები, ლილიტი და სხვაა… თუმცა, სატურნის ციკლის მერე ადამიანი დიდწილად კარმული თემებისგან თავისუფლდება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის.

როდესაც ლიბიდო პლანეტები (კაცის რუკაში ვენერა და მთვარე, ქალის რუკაში მარსი და მზე) ან მე-7 სახლი დაზიანებულია სატურნით (მაგალითად ვენერას ოპოზიცია სატურნთან ან მე-7 სახლის მმართველ მერკურისთან შეერთებული სატურნი), ეს მეტყველებს, რომ ადამიანი სატურნის დაბრუნებამდე გარკვეული სახის სირთულეებს და სტრესულ სიტუაციებს აწყდება პარტნიორულ ურთიერთობებში, რადგანაც ნეგატიური გამოცდილება მის სულს ურთიერთობების თემაში აქვს მიღებული. მაგალითად, ვენერა სატურნის შეერთება კარმულად აღწერს, რომ ადამიანი არ გამოხატავდა გრძნობებს, თავის რეალურ სურვილებს, ბლოკავდა სიყვარულის თემებს ან ზღუდავდა პარტნიორებს და ნეგატიურ გავლენას ახდენდა მათზე. ახლა კი, 29 წლამდე ადამიანს შესაძლებელია ბევრი სირთულე შეხვდეს პირად ცხოვრებაში და სტრესი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, ასეთ დროს სჯობს ადამიამა 29 წლამდე არ იფიქროს სერიოზულ ურთიერთობებზე (დაოჯახებაზე). მანამდე დააგროვოს გამოცდილებები, ორიენტაცია გააკეთოს სოციალურ საკითხებზე, კარიერულ რეალიზაციაზე და სატურნის დაბრუნების შემდეგ, როდედაც პიროვნულად ჩამოყალიბდება, დაეყრდნოს ძველ გამოცდილებებს და ააგოს ახალი, უფრო მყარი და სტრუქტურული ურთიერთობა. რადგან თუ მანამდე ქორწინდება, 70% შემთხვევაში ურთიერთობა ინგრევა, რადგან კარმულ გაკვეთილებს ვერ უძლებს, თუარ ინგრევა ძალიან ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობ ჩნდება და საკმაოდ რთულად ნარჩუნდება.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ