რა არის ნათალური რუკა?

ნატალური რუკა იგივე თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა – ეს არის პლანეტების და მნათობების განლაგება კოსმოსში დროის მოცემულ მომენტში (როცა დაიბადეთ), კონკტერული გეოგრაფიული ადგილიდან (სადაც დაიბადეთ). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზუსტი საათი, რათა ზუსტი ტენდეციები და რესურსი ამოვიკითხოთ რუკაში.

რას გვაძლევს ასტროლოგიური რუკის ცოდნა?! შეგვიძლია გავიგოთ ყველა თანდაყოლილი რესურსი და ნიჭი, კონკრეტული ტიპის მოვლენების ალბათობები ცხოვრებაში, მიდრეკილებები, ქცევის მოდელის გაანალიზება, ფსიქოტიპი და ძალინ ბევრი საჭირო ინფორმაცია, რათა ჰარმონიაში ვიყოთ გარემოსთან.

ეს არის ბედისწერა რაც რუკაში ჩანს?! ასტროლოგიაში ფატალურობა ძალიან მცირე დოზით არის ანუ ის რასაც ვერ შევცლით – სად დავიბადეთ, ვისი შვილი ვართ, ვისი დედა და ა.შ. დანარჩენი მონაცემების 90% ექვემდებარება დამუშავებას და „გაკეთილშობილებას“, მთვარია იყოს ადამიანის მხრიდან მოტივაცია და გაცნობიერება. სწორედ ამ დამუშავებისთვის და განვითარებისთვის, საკუთარი თავის შეცნობისთვის გამოიყენება ნატალური რუკა და საკმაოდ ძლიერი ისტრუმენტია.